დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.032.016098 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/01/2013 - 09/10/2013)
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 16 იანვრიდან. |
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. |
| მუხლი 2 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი აგრარული განათლება; ბ) არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში; გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლის; დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ე) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail, excel). |
| მუხლი 3 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში); ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში; გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet,e mail). |
| მუხლი 4 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში); ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში. გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail). |
| მუხლი 5 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში); ბ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); გ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail). |
| მუხლი 6 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები