„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის N2-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 11/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016184
2-64
11/03/2015
ვებგვერდი, 11/03/2015
010320040.22.032.016184
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის N2-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის N2-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-64

2015 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის №2-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის №2-9 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი 15/01/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016098) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის“:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების ან დარგთან კავშირში მყოფი სპეციალობით;“.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების ან დარგთან კავშირში მყოფი სპეციალობით;“.

3. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების ან დარგთან კავშირში მყოფი სპეციალობით;“.

4. მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების ან დარგთან კავშირში მყოფი სპეციალობით;“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის  დასაკავებლად კანდიდატებისათვის   დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 გ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულების და მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012  წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება;

ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია