„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 25/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.139.016075
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
04/01/2013
ვებგვერდი, 10/01/2013
210020010.35.139.016075
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2013 - 18/01/2013)

 

                                                                                                      

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2013 წლის 4 იანვარი

ქ.ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 21 პუნქტის,  „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 101 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

 


მუხლი 1
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ”  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოღებულ იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი – მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი და დადგინდეს შემდეგი განაკვეთები:

ა. განაშენიანების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და სამეურნეო ნაგებობების მშენებლობისათვის;

ბ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე სამრეწველო, საოფისე და კომერციული დანიშნულების ობექტების მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4. შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით:

ა. თითოეულ სამორინე  მაგიდაზე –  კვარტალში  15000 ლარი, გარდა  ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა;

ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში  1500 ლარი;

გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 5%;

დ. სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე(გარდა სამორინესი) – კვარტალში  30000 ლარი,  ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე  35000 ლარი;

ე. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 7%, ;

ვ. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში  1000 ლარი;

ზ. თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში – 3000 ლარი (თუ კლუბის მაგიდა მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის გამოიყენება მეპატრონე, უფლებამოსილია არ გადაიხადოს მოსაკრებელი);

თ. ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ყოველი კვარტლის ბოლოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე