„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.139.016078
5
18/01/2013
ვებგვერდი, 21/01/2013
210020010.35.139.016078
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2013 წლის 18 იანვარი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დ ა ა დ გ ი ნ ა:

 


მუხლი 1
“ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ”  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით:

ა. თითოეულ სამორინე მაგიდაზე კვარტალში - 15000 ლარი, გარდა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა;

ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში - 1500 ლარი;

გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 5%,

დ. სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში - 30000 ლარი, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე (გარდა სამორინესი) - 35000 ლარი;

ე. ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 7%;

ვ. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში - 1000 ლარი;

ზ. თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში - 3000 ლარი, (თუ კლუბის მაგიდა მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის გამოიყენება მეპატრონე, უფლებამოსილია არ გადაიხადოს მოსაკრებელი).

მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2012 წლის 14 დეკემბრის №26 დადგენილება - „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 3
 ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილება - „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 01 იანვრიდან.
მუხლი 5
პირველი კვარტლის სანებართვო მოსაკრებლის გადახდა მოხდეს სრულად, არა უგვიანეს 2013 წლის 31 იანვრისა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე