„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამისა და „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2012 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017157
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
486
28/12/2012
ვებგვერდი, 31/12/2012
280120000.10.003.017157
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამისა და „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2012 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2012 - 04/11/2022)

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამისა და „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2012 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №486

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამისა და „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2012 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 პუნქტების  შესაბამისად,

1.  2013 წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის და  2013 წლის „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის” სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამების ფარგლებში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე გაგრძელდეს ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის  2011 წლის 29 დეკემბრის  №503 დადგენილება) და „სამედიცინო‑სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის  №504 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №504 დადგენილება) დამტკიცებული პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამა (კომპონენტი, ღონისძიება) ამ დადგენილებისა და  დანართი №1-ის, დანართი №2-ისა და დანართი №3-ის შესაბამისად.

2.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – მომსახურების სააგენტო) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა  პირმა – „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ“ (შემდგომში –  რეგულირების სააგენტო) უზრუნველყონ 2013 წლის 1 იანვრიდან ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით და  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №504 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამების იმ ქვეპროგრამებს (კომპონენტს, ღონისძიება), რომლებიც ამ დადგენილების დანართი №1-ით და დანართი №3-ით არის განსაზღვრული. ამასთან, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის ყოველთვიური  მოცულობა განისაზღვროს 2012 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ქვეპროგრამებისთვის დამტკიცებული ასიგნებების არა უმეტეს 1/12-ისა.

3. მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის  2011 წლის 29 დეკემბრის №503  დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამების იმ ქვეპროგრამების უწყვეტად განხორციელება, რომლებიც ამ ბრძანების დანართი №2-ით არის განსაზღვრული. ამასთან, შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2012 წელს შესაბამისი ქვეპროგრამებისთვის დამტკიცებული ასიგნებების არა უმეტეს 1/12-ისა.

4. მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის  2011 წლის 29 დეკემბრის  №503  დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამების ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეპროგრამების უწყვეტად განხორციელება. ამასთან, შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების  დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის  ,,სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი- 35 02 03), ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს:

ა) ,,დღის ცენტრების  ქვეპროგრამის“ და  ,,სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის“  შემთხვევაში არა უმეტეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით მოცემული ქვეპროგრამებისათვის  განსაზღვრული  ვაუჩერის ლიმიტების თვიური  ოდენობით;

ბ) ,,მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო მომსახურების ქვეპროგრამით“ განსაზღვრული   მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების შემთხვევაში  არა უმეტეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით მოცემული ქვეპროგრამებისათვის  განსაზღვრული  ვაუჩერის ლიმიტების თვიური  ოდენობით,    ხოლო  მინდობით აღზრდის მომსახურების შემთხვევაში დეკემბრის თვის ფაქტობრივი ხარჯის ოდენობით;

გ) ,,მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არა უმეტეს ამავე ქვეპროგრამის  2012 წლის დეკემბრის თვის ფაქტობრივი ხარჯის ოდენობით;

დ)  ,,ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში არა უმეტეს 12 150 ლარით;

ე) ,,დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში  2012 წელს ამ ქვეპროგრამისთვის დამტკიცებული ასიგნების დეკემბრის თვის ოდენობით.

 5. მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული  ასიგნებების ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503  დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამის ცალკეული ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) გათვალისწინებული იმ მომსახურების (საქონლის) აუნაზღაურებელი ღირებულების ანაზღაურება, რომელთა მიწოდებაც ხორციელდებოდა 2012 წელს და რომელთა ანაზღაურებაც საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503  დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამის ქვეპროგრამების დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა 2012  წლის ამოწურვამდე, კერძოდ:

ა) ,,დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია  2012  წლის დეკემბერში;

ბ) ,,დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2012 წლის დეკემბერში;

გ) ,,დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ მე-2 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია  2012 წელს;

დ) ,,დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2012 წლის დეკემბერში.

6.რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №504 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამით გათვალისწინებული იმ მომსახურების აუნაზღაურებელი ღირებულების ანაზღაურება, რომელთა ანაზღაურებაც საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №504  დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის პროგრამის ქვეპროგრამების დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა 2012  წლის ამოწურვამდე.

7. იმ ორგანიზაციებს, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული იყვნენ ,,სოციალური რეაბი–ლიტაციისა  და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, გაუგრძელდეთ რეგისტრაციის ვადა  2013 წელს შესაბამისი მომსახურებების განსახორციელებლად სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამავე პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებამდე. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. 

დანართი №1

2012 წელს დაფინანსების წყარო

2013 წელს დაფინანსების წყარო

პროგრამული კოდი

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონი

პროგრამული კოდი

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონი

35 02 03

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა

ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

35 02 03

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა

35 03 03 01

ფსიქიკური ჯანმრთელობა

დანართი №2

2012 წელს დაფინანსების წყარო

2013 წელს დაფინანსების წყარო

პროგრამული კოდი

,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონი

პროგრამული კოდი

,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონი

35 02 03

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა

35 02 03

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა

ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგარამა

დანართი №3

2012 წელს დაფინანსების წყარო

2013 წელს  დაფინანსების  წყარო

პროგრამული კოდი

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონი

პროგრამული კოდი

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონი

35 01 02

სამედიცინო საქმიანობის რეგულირებისროგრამა

35 01 02

ამედიცინოაქმიანობის რეგულირების პროგრამა

სამედიცინო-სოციალური  ექსპერტიზა და კონტროლი

სამედიცინო-სოციალური  ექსპერტიზა და კონტროლი

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი