საქართველოში სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოში სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 487
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017158
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
487
28/12/2012
ვებგვერდი, 31/12/2012
010220020.10.003.017158
საქართველოში სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2012 - 04/11/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №487

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოში სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,

1.შეიქმნას საქართველოში სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

 –

          კომისიის თავმჯდომარე;

 

 საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

 

 –

 

           კომისიის  წევრი;

 

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარ­­­მომადგენელი

 

 –

 

           კომისიის წევრი;

 

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს წარმომადგენელი

 

 –

 

            კომისიის წევრი;

 

 საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს წარმომადგენელი

 

 –

 

             კომისიის წევრი.

 

2. კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელს;

 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელს;

 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელს;

 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელს.  

3. კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. 

მუხლი 2
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი

 

საქართველოში სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა  სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
კომისია წარმოადგენს სამედიცინო პროფილის დაწესებულებებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქცინირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემების შემსწავლელ საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და ანალიზი ქვეყნის მასშტაბით;

ბ) სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა საპრივატიზაციო ან მართვის უფლებით გადაცემულ ხელშეკრულებათა ანალიზი;

გ) სამედიცინო პროფილის დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა-ანალიზი;

) კომისიის ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების შედეგად შემუშავებული პროექტების, წინადადებების, დასკვნების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.


მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს კომისიის ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები;

გ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები.


მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა, დაკომპლექტებისა და მუშაობის წესი
1. კომისიის  შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, ასევე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენელი - პარლამენტის წევრები. კომისიისა და სამდივნოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, კომისიის თავმჯდომარის ადმინისტრაციული აქტით.

2. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ.

3. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც:

ა) უძღვება კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიას ხელმძღვა­ნელობს მის მიერ განსაზღვრული კომისიის რომელიმე წევრი.

5. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს გან­ხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის სხდომის მოწვევა, აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.

6. კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის მოწვევის ორგანი­ზა­ციულ‑ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომ­ელიც შედგება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. 


მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომებზე.

2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის შეკრებისა და სხდომის ორგანიზების წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.