დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ვანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016061 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/01/2013 - 21/01/2013)
|
ვანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-12 თავის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები |
მუხლი 1.
. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5044.5 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 160,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4504.5 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 380,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4494,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 567.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 587.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო- 50.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. |
მუხლი 13.
. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 50.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 90.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4.0 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,0 ათასი ლარი.
|
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ინვენტარით აღჭურვა, ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება, რაც გამოიწვევს მათ პროფესიული დონის გაზრდას. აღნიშნული ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების დროს გამოწვეული ზარალის მინიმუმამდე შემცირებას. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათ გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანას. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ინვენტარით აღჭურვა, ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება, რაც გამოიწვევს მათ პროფესიული დონის გაზრდას. აღნიშნული ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების დროს გამოწვეული ზარალის მინიმუმამდე შემცირებას. 1.2 შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 02 02) 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათ გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანა.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტების ფარგლებში მოხდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ვანში სოლომონ მეორის, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩებზე გზის მიმდინარე შეკეთება. 2.2 –კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოები რომლითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, სანიტარული და ჰიგიენური პირობები – დაფინანსდება სანიაღვრე საწრეტი არხების, გარე განათების მოწყობის და ექსპლოატაციის, დასუფთავების ღონისძიებების ხარჯები. 2.2.1 სანიაღვრე-საწრეტი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ამაღლების თემში მდინარე კვინისწყალზე და ქ. ვანში მდინარე ჭიშურაზე ნაპირსამაგრების მოწყობა, ქ. ვანში არსებული სანიაღვრე არხის მოწესრიგება, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობის წინ ჯებირის, მუქედის თემში რამიშვილების უბანში წყალამრიდი გაბიონის და ზეინდარი-გორას გზის გასწვრივ სანიაღვრე არხის მოწყობა. 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები – (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამა გულისხმობს (ა)აიპ ,,ვანის კომუნალური გაერთიანების“ დაფინანსებას. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის და სუფთა გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი უბნებისა და ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) არსებული პროგრამის ფარგლებში მოხდება ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში წყლის შეყვანა. 2.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) გარე განათება წარმოადგენს ღამის პერიოდში საზოგადოების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების აუცილებელ პირობას, რითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე მოეწყობა ახალი სანათები ქ. ვანში რუსთაველის ქუჩაზე, ჯვრის მოედანთან, თავისუფლების ქუჩა №64–ის წინ არსებულ სკვერში, თავისუფლების ქუჩაზე და ჭაგან-ჭყვიშში. 2.3 ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03) არსებული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ვანში შინმოუსვლელთა სკვერის, ჯვრის მოედნისა და სტადიონთან კედლის კეთილმოწყობა, თავისუფლების ქუჩა №86 არსებული ბინის დაზიანებული სახურავის შეკეთება, თავისუფლების №63-ში არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტუალეტის, თავისუფლების ქ.№63 და №65-ს შორის შესასვლელ გზაზე ქვაფენილის, ქალაქ ვანში თავისუფლების ქუჩაზე ფეხით სავალი ბილიკების, მუნიციპალიტეტის სახელის აღმნიშვნელი ტრაფარეტის მოწყობა.
პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები განხორციელდება მოსახლეობის ინტერესებისა და გადაწყვეტილების შესაბამისად. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, არსებული შენობების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 - სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამა მოიცავს ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 400-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს კვების ხარჯების ნაწილს, ხოლო დანარჩენ ხარჯს მთლიანად. ხორციელდება არსებული ბაღების შენობების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. გაერთიანებაში ასევე შედის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სადაც ფუნქციონირებს ხატვის, ფოლკლორის, სატირულ-იუმორისტული, ქორეოგრაფიული და მხატვრული კითხვის წრეები. 4. – კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარარელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა მომავალმა თაობამ შეძლოს მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) გაერთიანებების (ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „სულორი ვანი“-ს, ა(ა)იპ „სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანების’’, სპორტული ღონისძიებების, და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ხარჯების დაფინანსება. 4.1.1- სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, კერძოდ: ეროვნულ ჩემპიონატებში მძლეოსნობასა და სამბოში, ასევე რეგიონულ ტურნირებში მძლეოსნობაში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში სპორტსმენთა და მწვრთნელთა მივლინების ხარჯები. გაიმართება რაიონული პირველობები მინი ფეხბურთსა და ფეხბურთში. 4.1.2 - ა(ა)იპ სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 02) გაერთიანებაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭიდაობის, მძლეოსნობისა და ჭადრაკის სექციები და მუსიკალური სკოლა. გაერთიანება უზრუნველყოფს სხვადასხვა ტურნირებში მათი მივლინებისა და კვების ხარჯების დაფინანსებას. ხელი უწყობს ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდას, წარმოჩინებას და ფართო ასპარეზზე გაყვანას. 4.1.3 - ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ,,სულორი–ვანი“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფეხბურთელთათვის სავარჯიშო და სათამაშო პირობების შექმნა, ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის მნიშვნელოვანია იმ სახალხო–სადღესასწაულო ღონისძიებათა დაფინანსება, რომლების ყოველწლიურად მასშტაბურად იმართება– –,,ვანელობა“, ,,გალაკტიონობა“, ,,ტიციანობა“ , 26 მაისის, 9 აპრილისა და 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება, და კულტურის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურის დაწესებულებების გაერთიანებაში შემავალი კულტურის სახლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების და ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლების დაფინანსება, არსებული წიგნადი ფონდის შენარჩუნება და გაზრდა. კორნელი კეკელიძისა და სახვითი ხელოვნების მუზეუმის დაფინანსების უზრუნველყოფა. 4.3– ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებას. პროგრამის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობის ჩაბმა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. მუნიციპალიტეტი ფინანსურად უზრუნველყოფს ბავშვთა და ახალგაზრდების პატრიოტულ ბანაკებში გამგზავრებისა და დასვენების, ინტელექტუალური გუნდების მომზადებისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის ხარჯებს. იუმორისტული შეჯიბრებების მომზადებასა და მასში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ( პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. 5.1 – ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2 სოციალური პროგრამები ( პროგრამული კოდი 06 02) მოსახლეობა საჭიროებს სოციალურ დაცვას ცხოვრებისეული რისკებისაგან. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 28 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა,რაც გამოწვეულია იმით, რომ ამ ბენეფიციართა უმეტესი ნაწილი არის ღრმა მოხუცი, გარკვეული ნაწილი არის გონებადაქვეითებული და მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, არც მატერიალური საშუალება არ გააჩნიათ სადილის მოსამზადებლად, ყოველივე ამის გამო დღეში ერთხელ მათი გამოკვება სასიცოცხლოდ აუცილებელია. 5.2.2 დაკრძალვის ხარჯები ( პროგრამული კოდი 06 02 02 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, 250 ლარის ოდენობით. იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით, გარდაცვლილთათვის სასახლის შესაძენად. 5.2.3 ერთჯერადი დახმარება ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით ( პროგრამული კოდი 06 02 03 ) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა ახალშობილთა ოჯახებს: პირველ და მეორე ახალშობილ ბავშვზე 200 ლარი, მესამე და მეტი შვილის შეძენისას 300 ლარი, ტყუპების შეძენისას 500 ლარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთ მძიმე სოციალური პირობები აქვთ, რის გამოც მათთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა გარკვეულად მასტიმულირებელი და იმედის მომცემია. 5.2.4 სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაცია (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დახმარებას გაუწევს სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ფულადი კომპენსაციის სახით, რაც მათ ნაწილობრივ აუნაზღაურებს სტიქიის გამო მიყენებულ ზარალს. 5.2.5 სხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსება ( პროგრამული კოდი 06 02 05 ) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სამედიცინო ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება; 9 აპრილის, 9 მაისის და სხვა ღირსშესანიშნავი თარიღების აღმნიშვნელი ღონისძიებების დაფინანსება. |
მუხლი 16.
. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 5064,5 ათასი ლარის ოდენობით შემდეგი რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 17 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გია ოჩხიკიძემ. |
| მუხლი 18 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები