დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ვანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016071 |
|
,,ვანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-12 თავის მე-80 მუხლის შესაბამისად,
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ვანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №19 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 09.01.2013 წელი, 190020020.35.121.016061) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
თავი I მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6124.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 160,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5519.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 445.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4868.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1223.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1243.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 32,2 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური ატივების ცვლილება -17,8 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №162 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუტიდან გამოყოფილი თანხებიდან აუთვისებელი 15,9 ათასი ლარი მიმართულ იქნეს შემდეგ ღონისძიებებზე, კერძოდ: გარე განათების მოწყობისათვის 8,6 ათასი ლარი, ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის 5.9 ათასი ლარი, გზების მშენებლობისათვის 1.0 ათასი ლარი, ხოლო 0,4 ათასი ლარი დაემატოს 2013 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ ბზვანის თემისათვის შესასყიდი ტრაქტორის ღირებულებას, ხოლო, საკუთარი შემოსავლების ნაშთი, 1,9 ათასი ლარი, მიიმართოს მიმდინარე წლის ხარჯების დასაფინანსებლად. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 13. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად - 50,0 ათასი ლარი. ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის - 90,0 ათასი ლარი. გ) ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის - 1,0 ათასი ლარი. დ) ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორცილელებლად - 4,0 ათასი ლარი.
მუხლი 14. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორცილდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 15. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ინვენტარით აღჭურვა, ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება, რაც გამოიწვევს მათ პროფესიული დონის გაზრდას. აღნიშნული ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების დროს გამოწვეული ზარალის მინიმუმამდე შემცირებას. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათი გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანას.
მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ინვენტარით აღჭურვა, ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება, რაც გამოიწვევს მათ პროფესიული დონის გაზრდას. ასევე მოხდება სპეციალიზებული სახანძრო ავტომანქანის შესყიდვა. აღნიშნული ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების დროს გამოწვეული ზარალის მინიმუმამდე შემცირებას. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათი გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანას. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტების ფარგლებში მოხდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ვანში სოლომონ მეორის, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩებზე გზის მიმდინარე შეკეთება, შუამთა-მუქედისა და ზეინდარი-ფერეთას გზის მშენებლობის, ქალაქ ვანში ტაბიძისა და ბაგრატის ქუჩებზე, ასევე სააკაძის ქუჩაზე გზების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოები, რომლითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, სანიტარული და ჰიგიენური პირობები, დაფინანსდება სანიაღვრე საწრეტი არხების, გარე განათების მოწყობის და ექსპლოატაციის, დასუფთავების ღონისძიებების ხარჯები. 2.2.1 სანიაღვრე-საწრეტი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ამაღლების თემში მდინარე კვინისწყალზე და ქ. ვანში მდინარე ჭიშურაზე ნაპირსამაგრების მოწყობა, ქ. ვანში არსებული სანიაღვრე არხის მოწესრიგება, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობის წინ ჯებირის, მუქედის თემში რამიშვილების უბანში წყალამრიდი გაბიონის, ზეინდარი-გორას გზის გასწვრივ სანიაღვრე არხის, ქ. ვანში მდინარე სულორზე, შუამთის თემში მდინარე ყუმურზე და ამაღლების თემში მდინარე კვინწყალისა და კორწყალის შესართავთან ნაპირსამაგრების მოწყობა. მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სალომინაოს თემში ჭალის ტერიტორიაზე სახნავ-სათესი მიწების საწრეტი არხის მოწყობაზე. 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები – (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამა გულისხმობს (ა)აიპ ,,ვანის კომუნალური გაერთიანების“ დაფინანსებას. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის და სუფთა გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი უბნებისა და ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) არსებული ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში წყლის შეყვანა და ტობანიერის თემში წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. 2.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) გარე განათება წარმოადგენს ღამის პერიოდში საზოგადოების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების აუცილებელ პირობას, რითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე მოეწყობა ახალი სანათები ქ. ვანში რუსთაველის ქუჩაზე, ჯვრის მოედანთან, თავისუფლების ქუჩა №64-ის წინ არსებულ სკვერში, თავისუფლების ქუჩაზე და ჭაგან-ჭყვიშში. 2.3 ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03) არსებული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ვანში შინმოუსვლელთა სკვერისა და სტადიონთან კედლის კეთილმოწყობა, თავისუფლების ქუჩა №86 არსებული ბინის დაზიანებული სახურავის შეკეთება, თავისუფლების №63-ში არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტუალეტის, თავისუფლების ქ. №63 და №65-ს შორის შესასვლელ გზაზე ქვაფენილის, ქალაქ ვანში თავისუფლების ქუჩაზე ფეხით სავალი ბილიკების, მუნიციპალიტეტის სახელის აღმნიშვნელი ტრაფარეტის მოწყობა. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები განხორციელდება მოსახლეობის ინტერესებისა და გადაწყვეტილების შესაბამისად. 297,5 ათასი ლარი მიიმართება გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებისათვის, 30,8 ათასი ლარი გარე – განათების მოწყობისა და რეაბილიტაციისათის, 21,7 ათასი ლარი სანიაღვრე-საწრეტი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის, 48,9 ათასი ლარი ბზვანის თემისათვის ტრაქტორის შესაძენად, 69,6 ათასი ლარი თვითდინებითი წყალსადენი სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის, ხოლო 239,2 ათასი ლარი - ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, არსებული შენობების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამა მოიცავს ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 400-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს კვების ხარჯების ნაწილს, ხოლო დანარჩენ ხარჯს მთლიანად. ხორციელდება არსებული ბაღების შენობების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. გაერთიანებაში ასევე შედის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სადაც ფუნქციონირებს ხატვის, ფოლკლორის, სატირიულ-იუმორისტული, ქორეოგრაფიული და მხატვრული კითხვის წრეები. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარარელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა მომავალმა თაობამ შეძლოს მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) გაერთიანებების (ა(ა)იპ - საფეხბურთო კლუბი „სულორი ვანის“, ა(ა)იპ „სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანების’’, სპორტული ღონისძიებების ხარჯების დაფინანსება. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, კერძოდ: ეროვნულ ჩემპიონატებში მძლეოსნობასა და სამბოში, ასევე რეგიონულ ტურნირებში მძლეოსნობაში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში სპორტსმენთა და მწვრთნელთა მივლინების ხარჯები. გაიმართება რაიონული პირველობები მინი-ფეხბურთსა და ფეხბურთში. 4.1.2 ა(ა)იპ - სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 02) გაერთიანებაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭიდაობის, მძლეოსნობისა და ჭადრაკის სექციები და მუსიკალური სკოლა. გაერთიანება უზრუნველყოფს სხვადასხვა ტურნირებში მათი მივლინებისა და კვების ხარჯების დაფინანსებას. ხელს უწყობს ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდას, წარმოჩინებას და ფართო ასპარეზზე გაყვანას. 4.1.3 ა(ა)იპ - საფეხბურთო კლუბი ,,სულორი–ვანი“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფეხბურთელთათვის სავარჯიშო და სათამაშო პირობების შექმნა, ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის, მნიშვნელოვანია იმ სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებათა დაფინანსება, რომლების ყოველწლიურად მასშტაბურად იმართება - ,,ვანელობა“, ,,გალაკტიონობა“, ,,ტიციანობა“ , 26 მაისის, 9 აპრილისა და 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება ა(ა)იპ - კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება. 4.2.1 ა(ა)იპ - კულტურის დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურის დაწესებულებების გაერთიანებაში შემავალი კულტურის სახლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების და ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლების დაფინანსება, არსებული წიგნადი ფონდის შენარჩუნება და გაზრდა. კორნელი კეკელიძისა და სახვითი ხელოვნების მუზეუმის დაფინანსების უზრუნველყოფა. 4.3 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებას. პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობის ჩაბმა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. მუნიციპალიტეტი ფინანსურად უზრუნველყოფს ბავშვთა და ახალგაზრდების პატრიოტულ ბანაკებში გამგზავრებისა და დასვენების, ინტელექტუალური გუნდების მომზადებისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის ხარჯებს. იუმორისტული შეჯიბრებების მომზადებასა და მასში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობას. 4.4 ეპარქიის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. 5.1 ა(ა)იპ - ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2 სოციალური პროგრამები ( პროგრამული კოდი 06 02) მოსახლეობა საჭიროებს სოციალურ დაცვას ცხოვრებისეული რისკებისაგან. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 28 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ამ ბენეფიციართა უმეტესი ნაწილი არის ღრმა მოხუცი, გარკვეული ნაწილი არის გონებადაქვეითებული და მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, არც მატერიალური საშუალება არ გააჩნიათ სადილის მოსამზადებლად, ყოველივე ამის გამო დღეში ერთხელ მათი გამოკვება სასიცოცხლოდ აუცილებელია. 5.2.2 დაკრძალვის ხარჯები ( პროგრამული კოდი 06 02 02 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, 250 ლარის ოდენობით. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით, გარდაცვლილთათვის სასახლის შესაძენად. 5.2.3 ერთჯერადი დახმარება ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით ( პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა ახალშობილთა ოჯახებს: პირველ და მეორე ახალშობილ ბავშვზე - 200 ლარი, მესამე და მეტი შვილის შეძენისას - 300 ლარი, ტყუპების შეძენისას - 500 ლარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთ მძიმე სოციალური პირობები აქვთ, რის გამოც მათთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა გარკვეულად მასტიმულირებელი და იმედის მომცემია. 5.2.4 სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაცია (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დახმარებას გაუწევს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას ფულადი კომპენსაციის სახით, რაც მათ ნაწილობრივ აუნაზღაურებს სტიქიის გამო მიყენებულ ზარალს. 5.2.5 სხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სამედიცინო ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება – 31.0 ათასი ლარის, ერთჯერადი ფულადი დახმარება სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის – 27.6 ათასი ლარის,ღირსშესანიშნავი თარიღების აღმნიშვნელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის 10.0 ათასი ლარს ოდენობით. ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 6161,9 ათასი ლარის ოდენობით შემდეგი რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გია ოჩხიკიძემ. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები