დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016061 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2013 - 30/01/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გადასახდელების დაფინანსება განახორციელოს ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 82-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოამზადოს 2013 წლის ბიუჯეტის ყოველკვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დაევალოს ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და სამსახურების ხელმძღვანელებს 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში უზრუნველყონ საფინანსო გეგმებისა და ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვების წარდგენა მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურში. |
| მუხლი 5 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, სასამართლოში. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ბაღდთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 3997.1.1 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5792 ათასი ლარის ოდენობით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 320 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3928.10 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 69 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 79 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0 ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 125.0 ათასი ლარი, მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 30.0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 85 ათასი ლარი; |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 5.0 ათასი ლარი; |
დ)
„იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი. |
2.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
ბაღდთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ბოლო დროს გახშირებული სტიქიური უბედურების , სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01)
ბოლო დროს გახშირებული სტიქიური უბედურების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო-სამაშველო სამსახურის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის; |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური და შიდა საქალაქო და სასოფლო გზების, მგომარეობის შენარჩუნება. |
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. ქალაქის ტერიტორიაზე დაფინანსდება ღვარსადენების ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან მოსხლეობის დაცვა; |
ბ.ა)
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში, ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში – ჭარბი თოვლისგან გაწმენდა. ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად და მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის მოხდება უმეთვალყურო ცხოველების იზოლაცია; |
ბ.ბ)
გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გზებისა და უბნების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ქ.ბაღდათში რეაბილიტაცია გაუკეთდება ჯავახიშვილის, შანიძის, ბაგრატიონის ბაღდათის ქუჩების არსებულ განათების სისტემას, მოეწყობა ახალი წერტილები. ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა; |
გ)
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობის აღრიცხა-შეფასების მიზნით, საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება; |
გ.ა)
ქალაქის გამწვანება (პროგრამული კოდი 03 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, პარკების და გაზონების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. |
ა)
სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 500-ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 20 ლარს და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს; |
ბ)
სკოლის გარეშე განათლება (პროგრამული კოდი 04 03)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის განათლებას. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება და დაფინანსდება:
|
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
|
გ)
პრესა და საინფორმაციო მომსახურება (პროგრამული კოდი 05 03)
მუნიციპალიტეტიში მიმდინარე პროცესის გაშუქებისათვის, მასში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით 2013 წელს კვლავ გაგრძელდება პრესისა და საინფორმაციო საშუალებების დაფინანსება; |
დ)
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრების ბავშვების პატრიოტთა ბანაკებში ტრასპორტირების ხარჯები; |
ე)
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები; |
ბ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას, მიყენებული ზარალის მოცულობიდან გამომდინარე, მაგრამ არა უმეტეს 2 ათასი ლარისა; |
ბ.ა)
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01 )
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და პენსიონერი მოქალაქეების მკურნალობისა და საოპერაციო თანხებით დახმარება; თითოეულ ბენეფიციარს ერთჯერადი დახმარება, არა უმეტეს 300 ლარისა. |
ბ.ბ)
სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 02 ,06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
|
ბ.გ)
უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
|
ბ.დ)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მესამე შვილის შეძენა––100 ლარი მეოთხე შვილის შეძენა––150 ლარი მეხუთე და მეტი შვილის შეძენა––250 ლარი; |
ბ.ე)
სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 02 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
|
ბ.ვ)
სადღესასწაულო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული პირებისათვის სასაჩუქრე პაკეტების შეძენა, თითოეული 50 ლარის ღირებულების. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები