დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.130.016060 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2012 - 29/03/2013)
|
თავი I
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი II
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 6067.9 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახადები 398,0 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
მუხლი 5.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გრანტები 5259.9 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 410,0 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
თავი III
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
მუხლი 7.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯები 5857.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 210,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 250,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებშია
ბ) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივების ცვლილება და სარეზერვო ფონდი |
მუხლი 10.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
3.
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 12.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 35,0 ათასი ლარის ოდენობით. |
თავი V
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით:
|
1.თავდაცვა, საგანგებო სიტუაციის მართვა (პროგრამული კოდი 02 00)
მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გაგრძელდება თავდაცვის და საგანგებო სიტუაციის დაფინანსება. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) თავდაცვის უნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა კანონმდებლობების მიხედვით თვითმმართველი ერთეულისათვის წარმოადგენს დელეგირებულ უფლებამოსილებას და ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მთლიანად მოხმარდება მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის მიერ წვევანდელთა სამხედრო აღრიცხვის ღონისძიებების, წვევანდელთა გაწვევის ორგანიზების და შესაბამის გამწვევ პუნქტებამდე ტრანსპორტირების, რეზერვის აღრიცხვის და გაწვევის ორგანიზების და სხვა კანონმდებლობებით გათვალისწინებული ღონისძებების დაფინანსებას. პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სამხედრო ვადებულთა სრული აღრიცხვა, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. 1.2 საგანგებო სიტუაციების მართვა ( პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საჩხერის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამართული ფუნქციონირება. ამ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ასიგნებები იძლევა გარანტიას რომ, სამსახურის მიერ მაღალ დონეზე განხორციელდეს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციის ღონისძიებების, ხოლო საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა. შ) წარმოქმნის შემთხვევაში მათი სალიკვიდაციო სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში სამსახურის მუშაკთა შრომის ანაზღაურებასთან ერთად დაფინანსედება პერსონალის დაზღვევის, სპეციალური ავტოტრანსპორტის მოვლა- შენახვის, ექსპლოატაციის, სახანძრო და სამაშველო ინვენტარის, სპეცტანსაცმლის და სხვათა შეძენის ხარჯები. ამ პროგრამების განხორციელებით შესაძლებლობის ფარგლებში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სტიქიების შედეგად გამოწვეული ზარალი და დაცული იქნება მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის აუცილებელ ძირითად პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში ახლის მშენებლობასთან ერთად განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თოვლისაგან საავტომობილო გზების გაწმენდის, მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობის და ქ. საჩხერეში საგზაო ნიშნების დამონტაჟების და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოები. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორებისა და გამწმენდი ნაგებობების ექსპლოატაცია, არსებული სასმელი წყლის სისტემების და გარე განათების ქსელის მოვლა-ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება ქ. საჩხერისა და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტების დასუფთავება და აქედან ნაგვის გატანა. 2.2.1 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ, საჩხერის ქუჩების, სკვერების, მოედნების და სხვათა ყოველდღიური დასუფთავება. ქ. საჩხერიდან და მუნიციპალიტეტის რიგი სოფლებიდან და ცენტრალური საავტომობილო გზის პირებიდან ნაგვის გატანა, ნაგავსაყრელამდე მიტანა, დამუშავება და სხვა. ამ ღონისძიებების განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სუფთა გარემო და კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობა. 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერეში არსებული ჩამდინარე წყლების სისტემების, სანიაღვრე კოლექტორებისა და გამწმენდი ნაგებობების ექსპლოატაციის ღონისძიებები. ამ სისტემების ობიექტების გამართული მუშაობისათვის იგეგმება ბიუჯეტიდან სუბსიდიის გადაცემა ამ სისტემების მესაკუთრე შპს ,,საჩხერის წყალკანალზე“. ამ ღონისძიებების განხორციელებით თავიდან იქნება აცილებული საკანალიზაციო სისტემებიდან ნახმარი წყლის გაჟონვა და მდინარეში ჩადინდება გაწმენდილი საკანალიზაციო მასა, გარანტირებული გახდება გარემოს დაცვა.
2.2.3 მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება (პროგრამული კოდი 03 02 06) ქ. საჩხერის, სოფლების არგვეთისა და მერჯევის მოსახლეობისათვის სასმელი წყლის დაბალი ტარიფით და 24 საათიან რეჟიმში მიწოდების უზრუნველსაყოფად ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემების მესაკუთრე, წყლის მიმწოდებელი, მუნიციპალური საწარმოს შპს ,,საჩხერის წყალკანალის“ სუბსიდირება. 2.2.4 გარე განათება რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. საჩხერეში, გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სოფლებში სხვიტორში და პერევში არსებული გარე განათების ქსელის ტექნიკური მოვლისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. საჩხერის გამწვანება და სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. 2.3.1 ქ. საჩხერის გამწვანების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერის ქუჩებში, სკვერებში და მოედნებზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების მოვლა-პატრონობა, მათი გასხვლა-გადაბელვა, სკვერებში და გაზონებში ერთწლიანი ნარგავების, ყვავილების და სხვათა დარგვა და მოვლა-პატრონობა. 2.3.2 სასაფლაოების შემოღობვა, კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ქ. საჩხერეში ორი ერთეული სასაფლაოს მოვლა-პატრონობა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართებით ზოგად განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში 2013 წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ამასთან ამ პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელშეწყობა და სკოლისგარეშე დაწესებულებების დაფინანსება. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) საჩხერის მუნიციპალიტეტში დღეისათვის ფუნქციონირებს 12 ერთეული საბავშვო ბაღი და ბაგა-ბაღი, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღებში და ბაგა-ბაღებში ირიცხება 650 აღსაზრდელი, რომელთა აღრზდას ემსახურება 125 აღმრზდელი და ტექნიკური მუშაკი. ბიუჯეტიდან ერთი აღსაზრდელის აღზრდის დაფინანსებაზე უნდა დაიხარჯოს 870 ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს შრომის ანაზღაურების, კვების, ინვენტარის შეძენის და სხვა ხარჯების დაფინანსებას. ბავშვთა კვების ხარჯების 50 % უნდა დაფინანსდეს მშობელთა შენატანებით. მიმდინარე წელში გათვალისწინებულია 3 ერთეული საბავშვო ბაღის გახსნა, ბაღები გახსნილი იქნება ჭორვილის, გორისის და პერევის სოფლებში. აღნიშნული ბაღები მოემსახურება 120 საბავშვო ბაღის აღსაზრდელს. ამას გარდა გათვალისწინებულია საჩხერის #2 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი. რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს აღსაზრდელების ყოფით პირობებს.
3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება. 3.3 ა(ა) იპ- საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) მოსწავლე-ახალგაზრდობის სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების მიზანმიმართული საქმიანობა. სწორედ ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში ამ საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის განსაზღვრულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხარჯების დაფინანსება. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების ხელშეწყობა. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდობის მრავალმხრივი ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი აგრძელებს კულტურული, სპორტული და რელიგიური ორგანიზაციების და ახალგაზრდული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული და იმედისმომცემი სპორცმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლისა და საცურაო აუზის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორცმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამის პირობების შექმნა. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მოწყობა და გაგრძელდება იმედისმომცემ სპორცმენებზე სტიპენდიების გაცემა 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის მასშტაბის სპორტული ღონისძიებების მოწყობა. კერძოდ, ჭადრაკში, ძალოსნობაში, კრივში, ჭიდაობაში და სხვა. ამასთან იმედის მომცემ სპორტსმენზე წლის განმავლობაში გაიცემა 6,0 ათასი ლარის ოდენობის სტიპენდია. 4.1.2 ა(ა)იპ-საჩხერის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნული სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. აქ არსებულ 40 სპორტულ წრეში სულ გართიანებულია 636 ბავშვი. სკოლის ხარჯები სრულად ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და მას საკუთარი შემოსავლები არ გააჩნია. 4.1.3 ა(ა)იპ-საჩხერის საცურაო აუზი (პროგრამული კოდი 05 01 05) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში, მის საკუთარ შემოსავლებთან ერთად განსაზღვრულია აღნიშნული საცურაო აუზის დაფინანსება. აქ სპეციალური მკურნალობის კურს გადის სქოლიოზით და ტრამვებით დაავადებული 80 ბავშვიზე მეტი. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება და მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია დაფინანსდეს გამოჩენილი ადამიანების საიუბილეო, საშობაო-საახალწლო, თეატრალურ-მუსიკალური ღონისძიებები, ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სრულიად საქართველოს ფესტივლის ,,ქართული მრავალჟამიერი და აკვნის ნანები” მოწყობა, საჩხერის ჰერადლიკისა და სიმბოლო-ატრიბუტიკის, ვიქტორ ნოზაძის ბიუსტის დამზადება და წიგნის ,,საჩხერის საპატიო მოქალაქეები”-ს და ფოტო ალბომის ,,საჩხერე”-ს გამოცემა და სხვა. 4.2.2 კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ( პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ-ის ფორმით დაფუძნებული სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების და მუზეუმების, სულ 9 ერთეული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება. შრომის ანაზღაურებასთან ერთად პროგრამა ითვალისწინებს სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასაც. 4.3 მასმედიას ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ასოციაცია ,,მასმედიის“ გაზეთ ,,მოდინახის“ გამოცემის ხარჯები. გაზეთი, რომელშიც სხვასთან ერთად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მათი ხელმძღვანელების მიერ მიღებული და გამოცემული დადგენილებები, განკარგულებები და ბრძანებები, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმაციულ უზრუნველყოფას. ასოციაციის ხარჯების ნაწილი გაზეთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდება. 4.4 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდობის პატრიოტთა ბანაკში მგზავრობისა და ნორჩ შემოქმედთა ბანაკის მომსახურებების ხარჯები და სხვა. 4.5 ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ფინანსური დახმარება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული რესურსების ფარგლებში გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფა. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებისა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებებს, ავადმყოფთა დახმარებას, სხვადასხვა ორგანიზების და ღონისძიებების სუბსიდირებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ავადმყოფთა სოციალური დაცვა. ავადმყოფებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, ავადმყოფების სიმძიმისა და ბენეფიციარის სოციალური დაცვის მდგომარეობის მიხედვით, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით ერთ ბენეფიციარზე. 5.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები უნარშეზღუდული პირების ფინანსური დახმარება და საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება. კავშირს ქ. საჩხერეში გააჩნია სპეციალური სკოლა, რომელშიც ირიცხება ამ სენით დაავადებული 18 პირი. კავშირის საქმიანობა მიზნად ისახავს ყრუთა საზოგადოებაში რეაბილიტაციას, მათთვის სათანადო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და დახმარებას ბენეფიციარებისათვის ცხოვრებაში ღირსეული სათანადო ადგილის მისაჩნევად. გადაცემული სუბსიდიით დაფინანსდება ფილიალის მიმდინარე ხარჯები. 5.2.3 ომის და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახების და 100 წელს გადაცილებული შრომის ვეტერანების მატერიალური დახმარებები. დახმარებები გათვალისწინებულია ერთჯერადად და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ის გაიცემა ცხრა მაისისათვის, თითოზე 50 ლარის ოდენობით. ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახებზე 100 ლარის ოდენობის მატერიალური დახმარება გაიცემა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხოლო ხანდაზმულ შრომის ვეტერანებზე -საახალწლოდ, არანაკლები 100 ლარის ოდენობით. 5.2.4 სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილ მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა სარიტუალო უზრუნველყოფის ხარჯები, თითოზე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. ეს ხმარდება სადგომისა და სხვა აუცილებლის შეძენას.ამასთან ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში). 5.2.5 მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებაა ის ოჯახები, რომელთა მარჩენალი პირის დაკარგვამ ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებად აქცია. მატერიალური დახმარება ერთჯერადაია და მისი ოდენობა 400 ლარს არ აღემატება. 5.2.6 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და დაბადებულ შვილთა რაოდენობის მიხედვით მათზე სხვადასხვა ოდენობის ფულადი დახმარებების გაცემა. 5.2.7 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 40 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 5.2.8 სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სადღესასწაულო (ახალი წელი, შობა, აღდგომა და სხვა) სოციალურად დაუცველ ოჯახებზე 50 ლარის ოდენობით ფულადი დახმარების გაცემა. 5.2.9 საჩხერე - პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად განხორციელდება კონფლიქტურ ზონაში მდებარე სოფელ პერევის მოსახლეობისათვის ქ. საჩხერიდან პერევში და პირიქით, უფასო საავტობუსო რეისი. სავარაუდოდ გათვალისწინებულია, რომ ამ მომსახურებით ყოველდღიურად ისარგებლებს სოფელ პერევში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 40-50 კაცი. 5.2.10 სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სტიქიური მოვლენების (ხანძარი, მეწყერული მოვლენა და სხვა) შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს და გაიცემა ერთჯერადად. |
თავი VI
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
1.
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 15.
დადგენილების ამოქმედება |
1.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
2.
2013 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №
24 დადგენილება. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები