დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016107 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2012 - 21/01/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9807,9 ათასი ლარის ოდენობით |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6147,9 ათასი ლარის ოდენობით |
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1460,0 ათასი ლარის ოდენობით |
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7310,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2386,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2426,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 111,0 ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება –111,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 190,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 250,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100,0 ათასი ლარის ოდენობით ; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 145,0 ათასი ლარის ოდენობით; |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარისა ოდენობით; |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამით გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი შენობა–ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2013 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის, აგრეთვე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი არხების გაწმენდა–რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ ქ.მარნეულში ახუნდოვის ქუჩის და სოფელ შაუმიანში შიდა გზის რეაბილიტაცია. |
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებში წყალმომარაგების, სარწყავი არხების, ქ. მარნეულის საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ახალი ნაგავსაყრელის გამართული ფუნქციონირება, მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. |
ბ.ა)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სოფლებისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალი“–ს სუბსიდირება, აგრეთვე სოფელ თაქალოში, კასუმლოსა და დამია გეურარხში სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, მოსახლეობის ზედაპირული გრუნტის წყლის მოხვედრისაგან დაცული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით; |
ბ.ბ)
სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების, კერძოდ თამარისის, კაჩაგანის, კასუმლოს, წერეთლის, შულავერის, ალგეთის, კაპანახჩის ტერიტორიული ორგანოებში და ქ.მარნეულში სარწყავი არხების რეაბილიტაცია, მოსახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით; |
ბ.გ)
საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, აგრეთვე ჩოლოყაშვილის, 20 იანვრის, გიორგაძის და გრიბოედოვის ქუჩებზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა რეაბილიტაცია; |
ბ.დ)
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. მარნეულში 20 იანვრის, საიათნოვას, იაღლუჯის ქ.№70, აღმაშენებლის ქ. №69 და №71 და სოფელ შაუმიანში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების და აივნების კეთილმოწყობა. |
ბ.ე)
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. მარნეულის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მიმდინარე რეაბილიტაცია, აგრეთვე სოფელ წერეთელში, საიმერლოსა და თაქალოში გარე განათების ქსელის მოწყობა. |
ბ.ვ)
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 06)
მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება, დაგეგმილია ახალი ნაგვის ურნების და სპეც.მანქანის შეძენა. ახალი ნაგავსაყრელის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად, რაც გააუმჯობესებს ქალაქის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება შ.პ.ს. „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“–ს სუბსიდირება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. |
გ)
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა. ქ. მარნეულში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა–ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. |
გ.ა)
სკვერებისა და პარკების გაშენება–რეკონსტრუქციისა და ქალაქის გამწვანების და მოვლა პატრონობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია. |
გ.ბ)
ქალაქის კეთილმოწყობის,საპროექტო დოკუმენტაციის,არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების და მილსადენების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ფეხით სასიარულო ბილიკების მოწყობა, 26 მაისის და რუსთაველის ქუჩებზე არსებული ქვის ღობეების აღდგენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა–ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. |
დ)
მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით მისი სუბსიდირება, ავტოპარკის განახლების მიზნით დაგეგმილია ორი ახალი ავტობუსის შეძენა; |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. |
ა)
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში მოხდება ააიპ ''სკოლამდელი აღზრდის ცენტრის", დაბა შაუმიანის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის (რომლის აღსაზრდელები არიან იძულებით გადაადგილებული პირები), აგრეთვე გადასახადისაგან განთავისუფლებული სხვა (სოციალურად დაუცველი) აღსაზრდელების სუბსიდირება და მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ვაუჩერის ფორმით 25 ლარის ოდენობით დაფინანსება. დაგეგმილია ქ.მარნეულში №1, №3 და №4 და სოფელ თამარისის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია. |
ბ)
ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისათვის, რომლებიც არ ცხოვრობენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. |
4.
კულტურა, რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
პროგრამის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების მოვლა–პატრონობა და რეაბილიტაცია; |
ა.ა)
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)
2013 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ტურნირებზე და შეჯიბრებებზე ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობა, წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვა ჯილდოთი. |
ა.ბ)
სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02)
2013 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს „ძიუდოს“, “სპორტული აკრობატიკის“, „ქართული ჭიდაობის“, „ძალისმიერი სამჭიდის“, „კრივის“, „კიკბოქსინგის“, „ტაიკვანდოს“, „ფეხბურთის“ ორი ასაკობრივი ჯგუფის – 12 წლამდე და 16 წლამდე, „კალათბურთის“ ორი ასაკობრივი ჯგუფის – 14 წლამდე და 18 წლამდე სექცია, რომელიც აერთიანებს 1000-მდე სპორტსმენს; |
ა.გ)
საფეხბურთო კლუბ ,,ალგეთი“–ს დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03)
2013 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საფეხბურთო კლუბი „ალგეთი“, რომელიც იბრძვის საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად. |
ა.დ)
საკალათბურთო კლუბ „რუსთავი 1991“–ს დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 04)
2013 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საკალათბურთო კლუბი „რუსთავი 1991“, რომელიც თამაშობს საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და იბრძვის ევროპის და მსოფლიო ტურნირებზე მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ასევე პროგრამა ითვალისწინებს მარნეულის ტელევიზიის „მარნეული ტვ“ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას, რომელიც ახორციელებს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებას, ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფას. პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის ობიექტების დაფინანსება. |
ბ.ა)
კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში 2013 წელს გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, 2013 წლის განმავლობაში დაფინანსდება: 6 კულტურის სახლი, 1 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 90-მდე მოსწავლე, 6 ბიბლიოთეკა, 2 მუზეუმი. |
ბ.ბ)
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
გ)
ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამა ითვალისწინებს მარნეულის ტელევიზიის „მარნეული ტვ“ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას, რომელიც ახორციელებს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებას, ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფას. |
დ)
რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა, რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლების სულიერების ამაღლების მიზნით. ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. აგრეთვე განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების შემოღობვა და შესაბამისი ინვენტარის შეძენა. სოფელ თამარისში სარიტუალო მომსახურების ნაგებობის მშენებლობის დასრულება. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. |
ბ)
სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
ბ.ა)
ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, 0–დან 120000 ქულამდე) საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ოპერაციებზე დახმარების გაწევას, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. ასევე სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ონკოლოგიური და ლეიკემიით დაავადების მქონე პირების (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, 0–დან 120000 ქულამდე) ,რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდებიან და მარჩენალდაკარგული ოჯახების გამოკვლევა–მკურნალობით და მედიკამენტებით დახმარების პროგრამას. |
ბ.ბ)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
იძულებით გადაადგილებულ ოჯახების (257 ბენეფიციარი) ერთჯერადი დახმარება ზამთრის პერიოდში გათბობის ხარჯებისათვის, თითოეულზე 50 ლარი; |
ბ.გ)
სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით; |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით. |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები