დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016129 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილებაში (სსმ, ,სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016107, 31.12.2012.) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დამტკიცებული ბიუჯეტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16946,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-6მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 1963,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
6.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9192,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9805,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10038,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 195,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:“
|
8.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
9.
დამტკიცებულ ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ ქ.მარნეულში რუსთაველის ქუჩის მე–12 შესახვევის პირველი ჩიხის, სულხან საბას ქუჩის ჩიხის, ქიქოძის ქუჩის ჩიხის, რუსთაველის ქ. №39,№3.№5,№7,№9,№11 კორპუსების, 26 მაისის ქუჩის №56 კორპუსის, 26 მაისის ქუჩის №32 „ა“ და „ბ“ კორპუსების ეზოების, ახუნდოვის, ნარიმანოვის, გასანოვის, ჯავახიშვილის , აზი ასლანოვის, გუდიაშვილის, გოგებაშვილის , ნიზამის, გურბანოვის, იაღლუჯის, პუშკინის, წერეთლის, ტაბიძის, სამედ–ვურღუნის, თაყაიშვილის, ხალილოვის, ორბელიანის, ალგეთის, რასულ ზადეს ქუჩების, სოფელ შაუმიანში მისასვლელი, სოფელ თამარისში მისასვლელი და შიდა გზის, სოფელ წერეთლის, სოფელ ბეგლიარის შიდა გზების რეაბილიტაცია, მარნეულის წისქვილკომბინატამდე მისასვლელი გზის , სოფელ საიმერლოში აღმაშენებლის არხზე გადასასვლელი ხიდის და სოფელ შაუმიანში ხიდის რეაბილიტაცია. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1105 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ტრანსფერი განისაზღვრა 3697,04 ათასი ლარის ოდენობით, მ.შ. გზების რეაბილიტაციას მოხმარდება 1750,7 ათასი ლარი, აქედან 353,1 ათასი ლარი მოხმარდება სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციას, ხოლო 1397,6 ათასი ლარით დაგეგმილია სოფელ ყულართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.“
|
10.
დამტკიცებულ ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის ბ.ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ა)წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სოფლებისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შ.პ.ს მარნეულის სოფწყალის სუბსიდირება, აგრეთვე სოფელ თაქალოში, კასუმლოში, დამია გეურარხში, ალგეთში, შაუმიანში, წერეთელში, თამარისში, ალავარში, დაშტაფაში, სადახლოში, პირველ ქესალოში, მე–2 ქესალოში, ქეშალოში, იმირში, ლეჟბადინში და კაჩაგანში სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, მოსახლეობის ზედაპირული გრუნტის წყლის მოხვედრისაგან დაცული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1105 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ტრანსფერი განისაზღვრა 3697,04 ათასი ლარის ოდენობით, მ.შ. სასმელი წყლის რეაბილიტაციას მოხმარდება 1946,34 ათასი ლარი,აქედან 1337,35 ათასი ლარით დაგეგმილია სოფელ სადახლოსა და დამიაგეურარხში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, 291,96 ათასი ლარით სოფელ წერეთელში სასმელი წყლის არსებული ამორტიზებული მილსადენის რეაბილიტაცია, 108,7 ათასი ლარით სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი 208,33 ათასი ლარი მოხმარდება თამარისის წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქციას. |
11.
დამტკიცებულ ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის ბ.გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.გ)საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, აგრეთვე ჩოლოყაშვილის, 20 იანვრის, გიორგაძის, გრიბოედოვის, ნარიმანოვის და 26 მაისის ქუჩებზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა რეაბილიტაცია და მთლიანი ქსელის მიმდინარე მოვლა შენახვა, სოფელ თამარისში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და მიმდინარე მოვლა შენახვა, შაუმიანის დევნილთა დასახლებაში და სოფელ მარეთში ჩატარდება გარე საკანალიზაციო ქსელის სისტემის გაწმენდითი სამუშაოები,დაგეგმილია ქ. მარნეულში რუსთაველის, აღმაშენებლის, 26 მაისის, სამედ ვურღუნის და ნარიმანოვის ქუჩების სანიაღვრე სისტემის მოწყობა. |
12.
დამტკიცებულ ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის ბ.დ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.დ)მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა პროგრამული კოდი 03 02 04)ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. მარნეულში 20 იანვრის, საიათნოვას, ელევატორის, 26 მაისის, იაღლუჯის ქ. №70, აღმაშენებლის ქ. №69 და №71, სმპ დასახლებასა და სოფელ შაუმიანში და შულავერში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის კეთილმოწყობა. |
13.
დამტკიცებულ ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის ბ.ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ე) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05)დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. მარნეულის, სოფელ ყიზილ აჯლოს, შაუმიანის, მარეთის, კაჩაგანის, სადახლოს, საბირქენდის, თაზაკენტის, შულავრის, მარადისის, ხიხანის, ქვემო სარალის, ახკერპის, ხანჯიგაზლოს, აღმამედლოს, თაქალოს, საიმერლოს და წითელი ხიდის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მიმდინარე რეაბილიტაცია, სოფელ წერეთელში, საიმერლოში, თამარისში და თაქალოში გარე განათების ქსელის მოწყობა. აგრეთვე ქ.მარნეულში მაზნიაშვილის, ფიროსმანის, ბორჩალოს, ჯავახიშვილის, ხალილოვის, თაყაიშვილის, პუშკინის, გასანოვის, მუსხელიშვილის, სულხანსაბას, გ ოგებაშვილის, ახუნდოვის, საბირის, უიარაღოს, ლაღიძის, ყაზბეგის, 9 აპრილის, აბდულა შაიგის, გუდიაშვილის, რასულზადეს, მაისურაძის, ნიზამის ქუჩების, ნარიმანოვის ქუჩის მე–4 ჩიხის, სამედ ვურღუნის ქუჩიდან აზი ასლანოვის ქუჩამდე მონაკვეთის, აზი ასლანოვის ქუჩის უიარაღოს ქუჩამდე მონაკვეთის, ორბელიანის და ალგეთის ქუჩების მონაკვეთის (მეჩეთის ირგვლივ), წმინდა გიორგის ტაძრის ირგვლივ, ქ. მარნეულში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჯანდარის დასახლებაში გარე განათების საპროექტო სამუშაოების შესყიდვა და ქსელის მოწყობა. |
14.
დამტკიცებულ ბიუჯეტის 16 მუხლის მე–2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) სოფლის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №466 განკარგულებით გამოყოფილი თანხის 2062,9 ათასი ლარის წარმართვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №25 დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მე–2 და მე–5 მუხლების შესაბამისად, №40 დანართში მითითებული მიზნობრიობის დაცვით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს №1063 და 26 აგვისტოს №1125 განკარგულებების საფუძველზე მასში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, კერძოდ: სოფლებში შიდა გზების სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებულია 395,5 ათასი ლარი, ხიდების სარეაბილიტაციოდ 59,8 ათასი ლარი, ხოლო 22,0 ათასი ლარი გამოყოფილია ტრანსპორტის მოსაცდელების მოსაწყობად. წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილია 669,8 ათასი ლარი. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გათვალისწინებულია 132,5 ათასი ლარი სარწყავი არხების სარეაბილიტაციოდ, 13,3 ათასი ლარი გამოყოფილია სოფლის საძოვრების ეკალ–ბარდისაგან გასათავისუფლებლად, ხოლო წყალდიდობისაგან მოსახლეობის დასაცავად მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის მიზნით დაგეგმილია 30,3 ათასი ლარის გახარჯვა. სადახლო ცოფი ახკერპის გზის გასწვრივ სანიაღვრე არხის მოსაწყობად გამოყოფილია 65,3 ათასი ლარი. სოფლებში გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაციისათვის იგეგმება 123,5 ათასი ლარის გახარჯვა. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოფელ ცოფში იგეგმება ნაგვის ბუნკერების შეძენა, რაზედაც გამოყოფილია 4,0 ათასი ლარი. სოფლების კეთილმოწყობის მიზნით, მოსახლეობისათვის დასასვენებელი ადგილების შესაქმნელად სკვერებისა და პარკების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 50,1 ათასი ლარი. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციოდ და სოფელ ხიხანში ბაღისათვის შენობის შესაძენად გამოყოფილია 69,4 ათასი ლარი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად სოფლებში სპორტული ობიექტების მშენებლობარეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 140,6 ათასი ლარის გახარჯვა. სოფელ სადახლოში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად დაგეგმილია 5,0 ათასი ლარი. სოფელ თაზაკენტში მეჩეთის ეზოში შენობა მანსარდის ასაგებად გამოყოფილია 6,0 ათასი ლარი. მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად სასაფლაოების შემოღობვის მიზნით გათვალისწინებულია 89,8 ათასი ლარი, სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო ჭურჭლის, ინვენტარის და ასაწყობი რკინის კონსტრუქციების შესაძენად გამოყოფილია 141,5 ათასი ლარი, სარიტუალო სახლების მშენებლობა რეაბილიტაციაზე დაგეგმილია 38,5 ათასი ლარის გახარჯვა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობის მიზნით სოფელ საიმერლოში ამბულატორიისათვის ოთახის სარემონტოდ გამოყოფილია 6,0 ათასი ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანადაფინანსების სახით გათვალისწინებულია 211,0 ათასი ლარის გახარჯვა, საიდანაც წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებულია 100,0 ათასი ლარი, ხიდების სარეაბილიტაციოდ 10,0 ათასი ლარი, სარწყავი არხების სარეაბილიტაციოდ 10,0 ათასი ლარი, წყალდიდობისაგან მოსახლეობის დასაცავად მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის მიზნით დაგეგმილია 80,0 ათასი ლარის გახარჯვა, 11,0 ათასი ლარი გათვალისწინებულია სოფელ ხიხანში შეძენილი სავბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისათვის; |
15.
დამტკიცებულ ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–4 პუნქტს დაემატოს ,,ა.ე' ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა.ე) სპორტული მოედნების მოწყობა, რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მარნეულში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია. |
16.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–4 პუნქტის ბ.გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.გ)კულტურის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია(პროგრამული კოდი 05 02 03 ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის კულტურის სახლის რემონტი და ქ.მარნეულის კულტურის სახლის ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემაზე მიერთება, დაგეგმილია ქ. მარნეულში ბიბლიოთეკის მშენებლობა'. |
17.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე–16 მუხლის; მე–4 პუნქტის ,,დ' ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა, რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლების სულიერების ამაღლების მიზნით. ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. აგრეთვე განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების შემოღობვა და შესაბამისი ინვენტარის შეძენა. დაგეგმილია სოფელ თამარისში სარიტუალო მომსახურების ნაგებობის მშენებლობის დასრულება და სოფელ წერეთელში სარიტუალო ნაგებობის რეაბილიტაცია'. |
18.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–5 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: • ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების (13 ოჯახი) დახმარება, თითოეულ ოჯახზე თვეში 60 ლარის ოდენობით; • მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წელს გადაცილებული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი მატერიალურ დახმარების გაწევა, თითოეულზე 100 ლარის ოდენობით; • დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე (საჩუქარი ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით) ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა, თითოეულზე 400 ლარის ოდენობით; • ერთი ან ერთზე მეტი პენსიონერისაგან შემდგარ ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 100 ლარის ოდენობით. • იძულებით გადაადგილებულ ოჯახების ერთჯერადი დახმარება ზამთრის პერიოდში გათბობის ხარჯებისათვის, თითოეულზე 100 ლარი;“ |
19.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე–17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
20.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 ნოემბრის №1579 განკარგულებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №466 განკარგულებაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით ცვლილება შევიდეს ბიუჯეტის №1 დანართში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №466 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები