დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.127.016078 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2012 - 25/01/2013)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
|
თავი I
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები სულ 6843,2 ათასი ლარი დანართი №1-ის შესაბამისად.
დანართი №1
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის ბალანსი დანართი №2-ის შესაბამისად.
დანართი №2
|
თავი II
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის საგასავლო ნაწილი |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის საგასავლო ნაწილი დანართი №3-ის შესაბამისად.
დანართი №3
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის ხარჯები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით დანართი 4-ის შესაბამისად
დანართი №4
|
თავი III
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის საგასავლო ნაწილის პრიორიტეტები |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის საგასავლო ნაწილის პრიორიტეტები დანართი №5-ის შესაბამისად
დანართი №5
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების პროგრამები, შეფასების ინდიკატორები და შედეგები |
მუხლი 6.
საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური (პროგრამული კოდი 0201) |
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება რომელშიც შედის:
ა) უმცროს მეთაურთა და რიგით შემადგენლობის მომზადება, (მათ შორის ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება); ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივ მომზადება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას. მოსალოდნელი შედეგები: 1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. შეფასების ინდიკატორი: 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის დროული ლოკალიზაცია. 2. ხანძრის ადგილზე მატერიალური ფასეულობების უდანაკარგო შენარჩუნება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0203) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის პროგრამა: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკი მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 15 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; გ) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; გ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; დ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზაცია და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში გაგზავნა; ე) კონტროლი სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურიშ შესახებ,, საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვაზე; ვ) სამხედრო რეზერვისტების აღრიცხვა და მათი შეკრებების ორგანიზება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. თ) სამობილიზაცია რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჯანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება. ი) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა მოზიდვა და გაწვეულთა ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა. კ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი. ლ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია, სამობილიზაციო მოტხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება. მ. თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან თანამშრომლებტან რომლებიც მიმაგრებულნი არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება. 2. სამსახურს უფლება აქვს; ა) აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მოამზადოს შესაბამისი მასალები და გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს. გ) მიიღოს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო საქმიანობის უფლებამოსილების საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს საკითხი მათი სამედიცინო საქმიანობის ნებართვის შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით; დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებტან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის მიზნით მოიწვიოს სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია. ე) უზრუნველყოს სამხედრო რეზერვისტების აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში მათი შეკრების ორგანიზება; ვ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ სასკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებისა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მოსალოდნელი შედეგები: 1.,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის ,,სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ,, და მობილიზაციის შესახებ,, საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის უზრუნველყოფა. 2. სამხედრო სამსახურისათვის მომზადება, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა. 3. მობილიზაცია და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. შეფასების ინდიკატორი: 1.სამხედრო მომზადების სრულყოფა. 2. წვევამდელთა პატრიოტული აღზრდა. 3. რეზერვისტების სრული მობილიზაცია და გადამზადება |
მუხლი 7.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
(პროგრამული კოდი 0300) |
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითერბისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტო ფენილის გზების დაგება, მარტივი ტიპის წყალსადენების მოწყობა, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია.
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 030202) აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს (ააიპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა დასუფთავება და ნარჩენების გატანა და გარე ქსელის ბუნკერებისაგან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განთავისუფლება. ნაგავსაყრელი ტერიტორიის მართვის ორგანიზება, სანიაღვრე არხის გაწმენდა და მოვლა-პატრონობის ორგანიზება. ქ. ზესტაფონში არსებული სკვერების გაზონებისა და ბარების მოვლა პატრონობასა და გამწვანების ორგანიზება. ქუჩების გარე განათების ქსელის მოვლა პატრონობის ორგანიზება, ქალაქის ტერიტორიაზე უზედამხედველო პირუტყვისა და უპატრონო შინაური ცხოველების აღკვეთა ორგანიზება. ქალაქ ზესტაფონში არსებული სკვერების და გაზონების მოვლა პატრონობა, და გამწვანების ორგანიზება. სხვადასხვა სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა, წყალდიდობა, ნიაღვარი ღვარცოფი მეწყერი და სხვა.) დროს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გზებისა და მოედნების გაწმენდის ორგანიზება. სერვის ცენტრში დასაქმებულია 144 საშტატო ერთეული. მოსალოდნელი შედეგები: -ქალაქის ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. -მაწანწალა ცხოველების რაოდენობის შემცირება. შეფასების ინდიკატორი: -ქალაქის დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტენსიური მაჩვენებელი. -ქალაქის გარე განათების მომსახურების მაჩვენებელი -მაწანწალა ცხოველებისაგან დაზარალებულ მაცხოვრებელთა 30%-ით შემცირება. ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 030204) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2-მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვისათვის მასალების შეძენა. მოსალოდნელი შედეგები: 2-მრავალსართულიანი ბინისათვის სახურავის (თუნუქისა და ხის მასალების) შეძენა. შეფასების ინდიკატორი: მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება 2 საცხოვრებელ ბინაში. |
მუხლი 8.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) |
აღნიშნული კოდით დაფინასდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღები 39 ერთეული) მთლიანი ასიგნებანი, გარდა კვების ღირებულებისა რომელიც 80%-ით აფინანსებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ხოლო 20% მშობლები.
მოსალოდნელი შედეგები მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა გამტარიანობა შეადგენს 1500 ერთეულს, რომელთაც მიეცემა სკოლამდელი განათლება და მომზადებულ იქნებიან სკოლის პროგრამების შემდგომი ათვისებისთვის. შეფასების ინდიკატორი: -სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების განათლების მიღება -ბავშვთა მომზადება დაწყებით სკოლაში შესასვლელად ცოდნის გაღრმავების მიზნით. -მშობელთა გამოთავისუფლება ბავშვების აღზრდიდან და მათი შრომითი დასაქმება. საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) აღნიშნული ღონისძიების დაფინანსება მიმართული იქნება შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების მომსახურებისათვის. მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთა სწავლის პირობების გაუმჯობესება მოსწავლეების გაკვეთილზე დროული დასწრება და კარგი აკადემიური შედეგები. შეფასების ინდიკატორი: მშობლების, მასწავლებლების და მოსწავლეების დადებითი გუნებაგანწყობილება. |
მუხლი 9.
კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები
(პროგრამული კოდი 0500) |
აღნიშნული ღონისძიება მოიცავს სპორტის განვითარების ხელშეწყობას სხვადასხვა სფეროებში და სახეობებში.
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0501) აღნიშნული კოდით ფინანსირდება სპორტული სკოლის ღონისძიებები, ჩემპინატებისა და სასტარტო შენატანები, რაგბის ფესტივალი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში, ჯონდო ჯანიაშვილის სახელობის ტურნირი ჭიდაობა სამბოში, მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში და ფრემბურთში, სოფლის თემებში სპორტული ღონისძიებები, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში სპორტსმენების მივლინების ხარჯები. მოსალოდნელი შედეგები -ჯანსაღი ახალგაზრდობის აღზრდა -ახალგაზრდების ქუჩიდან მოწყვეტა და სპორტული ღონისძიებებით დაკავება შეფასების ინდიკატორი: -ფიზიკურად ჯანმრთელი და ჯანსაღი ახალგაზრდობის აღზრდა მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში (პროგრამული კოდი 050101) აღნიშნული კოდით ფინანსირდება რესპუბლიკისა და საერთაშორისო ფესტივლების, რაგბის, ჭიდაობის და ჭადრაკის სახეობები. სპორტული სკოლა (პროგრამული კოდი 050102) ააიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტულ სკოლაში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 14 სახეობა, ფეხბურთი, ხელბურთი, კარატე, კიკბოქსინგი,ჭიდაობა ძიუდოში, სამბო, ქართულ-ბერძნული, კრივი, კალათბურთი (ვაჟთა და გოგონების), მაგიდის ჩოგბურთი, რაგბი, ველოსიპედი,ჭადრაკი, სადაც გაერთიანებულია და სწავლას ეუფლება 550 მოსწავლე სპორტსმენი, სპორტსკოლა დაკომპლექტებულია 43 საშტატო ერთეულით. მოსალოდნელი შედეგები -ახალგაზრდების მომზადება ტერიტორიული, რესპუბლიკური და ევროპის ჩემპიონატებისათვის. შეფასების ინდიკატორი: -ჯანსაღი და ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდა თაობა. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0502) აღნიშნული კოდით ფინანსირდება სახელოვნებო სკოლები, ბიბლიოთეკების გაერთიანება, კულტურის სახლი, მუზეუმები, სახელმწიფო თეატრი. გარდა ამისა ფინანსდება თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, გოჩა შალამბერიძის დღისადმი მიძღვნილი ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი, ვარინკობის დღესასწაული, დეკორატიული და სამონადირეო ძაღლების გამოფენა, საახალწლო ღონისძიებები, საესტრადო მომღერლების მოწვევა და სხვა. სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 050201) აღნიშნული კოდით ფინანსირდება ააიპ სტატუსით სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო ერთი დაწესებულება, რომელიც დაკომპლექტებულია 10 საშტატო ერთეულით, მოსწავლეთა კონტიგენტია 70 მოსწავლე. სკოლაში ისწავლება: ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, ქანდაკება, დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნებები, ხელოვნების ისტორია, გობელინი. სწავლება ოთხ წლიანია, სასწავლო წლის განმავლობაში ეწყობა გეგმიური გამოფენები. მოსალოდნელი შედეგები -ახალგაზრდობის მომზადება სამხატვრო ხელოვნებაში შეფასების ინდიკატორი: -ახალგაზრდების სამხატვრო ხელოვნებაში ფართო ჰორიზონტის შექმნა და შეცნობა. ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 050202) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულია 17 საშტატო ერთეულით, აღნიშნული კოდის ქვეშ ფინანსირდება ააიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, რომელსაც გააჩნია ერთი ბავშვთა განყოფილება, ორი ფილიალი, სოფელ პირველს სვირში და სოფელ კვალითში. აქვს სამი საცავი, მაჭავარიანის, ჩიკაშუასა და ანჯაფარიძის ქუჩაზე. ბიბლიოთეკას ჰყავს 4900 მკითხველი და ფლობს 150000 წიგნს. მოსალოდნელი შედეგები მოსახლეობის ხელშეწყობა, წიგნიერებაში და კომპიუტერული სისტემების ათვისებაში. სტუდენტ-ახალგაზრდების ხელშეწყობა სხვადასხვა ლიტერატურის მოძიებაში. შეფასების ინდიკატორი: მოსახლეობის კეთილგანწყობა საბიბლიოთეკო მომსახურებაში კულტურის სახლები (პროგრამული კოდი 050203) მუნიციპალიტეტთან შექმნილია ააიპ კულტურისა და შემოქმედების ცენტრი, რომლის საშტატო ერთეულს შეადგენს 70 ერთეულს. მათ შორის ადმინისტრაცია 17 ერთეული, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,ზესტაფონი,, 37 ერთეული, ბავშვთა შემოქმედების სექტორი 6 ერთეული, თოჯინების თეატრი 8 ერთეული. დაფინანსება ხდება 100%-ით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მოსალოდნელი შედეგები ქართული ფოლკლორის განვითარება, თეატრალური ცოდნის მიღება და გაღრმავება. შეფასების ინდიკატორი: მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების დადებითი განწყობა.
მუზეუმები (პროგრამული კოდი 050204) ააიპ ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანებაში შედის ორი მუზეუმი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და უშანგი ჩხეიძის სახელობის მუზეუმი. გაერთიანებაში დასაქმებულია 11 საშტატო ერთეული.იგი არის სამეცნიერო საგანმანათლებლო დაწესებულება სადაც ხდება ისტორიული, მატერიალური და კულტურული ნივთების შეგროვება, დაცვა, აღრიცხვა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. მოსწავლე ახალგაზრდობისათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება. მოსალოდნელი შედეგები ტურისტების მოზიდვა და გაცნობიერება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამუზეუმო ექსპონანტებით. შეფასების ინდიკატორი: ახალგაზრდობის დაინტერესება წარსულთან. თეატრები (პროგრამული კოდი 050205) მუნიციპალიტეტის სრულ დაფინანსებაზეა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზესტაფონის უ.ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრი, რომელიც დაკომპლექტებულია 39 საშტატო ერთეულით, რომელსაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან ახალი სპექტაკლების დასადგმელად. მოსალოდნელი შედეგები მოსახლეობისთვის თეატრალური შემეცნებითი გარემოს შექმნა ქველმოქმედება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და უნარშეზღუდული ახალგაზრდობისათვის. შეფასების ინდიკატორი თეატრალური ზესტაფონის შემეცნება. სხვა მუსიკალური კოლექტივები (პროგრამული კოდი 050206) აღნიშნული კოდის ქვეშ ფინანსირდება ორი ააიპ სკოლის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა წარმოდგენილია 49 საშტატო ერთეულით, რომლის დაფინანსება ხდება ვაუჩერული სისტემით ერთი ბავშვის წლიური დაფინანსება შეადგენს 350 ლარს. ხოლო თვითდაფინანსება მშობლებიდან ყოველთვიურად 15 ლარს. სწავლის მიმართულებაა: საფორტეპიანო, ვიოლინო და ქართული სიმღერები. მოსწავლეთა კონტიგენტს შეადგენს 210 მოსწავლეს. ააიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის დაფინანსება ხდება ვაუჩერული სისტემით, ვაუცერის ღირებულება ერთ მოსწავლეზე შეადგენს 350 ლარს, სკოლა დაკომპლექტებულია 37 საშტატო ერთეულით, მოსწავლეთა კონტინგენტი შეადგენს 165 მოსწავლეს. სწავლის მიმართულებაა: საფორტეპიანო, საორკესტრო, ვიოლინო და გიტარა. მოსალოდნელი შედეგები: ახალგაზრდობის მოზიდვა და მათი მუსიკალური აღმზრდელობა. შეფასების ინდიკატორი ქართული სიმღერების პროპაგანდა ახალგაზრდობის დაინტერესება. ძეგლთა დაცვა (პროგრამული კოდი 050207) აღნიშნული კოდით ფინანსირება ექვემდებარება ვარინკა წერეთლის საფლავის მოვლისა და თეატრონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მოსალოდნელი შედეგები ცნობილი მუსიკა ‘’სულიკოს’’ ისტორიის გაცნობა. შეფასების ინდიკატორი მომავალი თაობისადმი მუსიკა ,,სულიკო,,-ს შემეცნება. იუბილეებთან დაკავშირებული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 050208) აღნიშნული კოდით დაფინანსდება ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, გოჩა შალამბერიძის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ფესტივალი, ღვინის ფესტივალი და ვარინკობის დღესასწაული, დეკორატიული და სამონადირეო ძაღლების გამოფენა, საახალწლო ღონისძიებები, თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და საოკუპაციო კვირეულისათვის მიძღვნილი ღონისძიება, 9-მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, პოეზიის საღამო. მოსალოდნელი შედეგები ძველი განვლილი ღირსშესანიშნავი დღეების გახსენება შეფასების ინდიკატორი საზოგადოების კმაკოყოფილება და სიამოვნება. ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 0503) ბავშვთა პარლამენტის ღონისძიებები, 9-აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბავშვთა დაცვის დღე, ბანაკი ,,მომავლის თაობა,, სულორი. 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელთა მოსწავლეთა დაჯილდოება, რესპუბლიკურ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, კონკურსი და ინტელექტუალური თამაშები, ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსალოდნელი შედეგები: რესპუბლიკის ბავშვების ურთიერთდაახლოება-დამეგობრება. ახალგაზრდობის ნიჭიერების გამოვლენა ქართული ენის წარმოჩინება. შეფასების ინდიკატორი ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვების განვითარება, დისციპლინა და დაინტერესება ცოდნის მიმართ. ეპარქიის ხარჯები ( პროგრამული კოდი 0504) აღნიშნული კოდით დაფინანსდება მარგვეთის ეპარქია, საიდანაც მოხდება სხვადასხვა ეკლესიების მიმდინარე შეკეთება. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობის მათ შორის: ახალგაზრდობის სულიერი აღზრდა. შეფასების ინდიკატორი ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენის განმტკიცება. |
მუხლი 10.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და დაცვის სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 0600) |
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 0601)
ააიპ ‘’საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრი’’ (დასაქმებულია 15 თანამშრომელი) ახორციელებს:
მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობის ჯანდაცვის ხელშეწყობა და გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი 1. გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის გაუმჯობესება. 2. იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების ხელშეწყობის გაუმჯობესობა. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პრევენციული და კონტროლის ღონისძიებების გაუმჯობესობა. 4. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევის მოცვის მაჩვენებლის გაზრდა. 5. გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის კონტროლის ღონისძიებების გაუმჯობესება. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 0602) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 060201) სოციალური პროგრამები სოციალური პროგრამები მოიცავს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები /რეგისტრირებული, (მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი) მოქალაქეებისათვის დახმარების ღონისძიებებს: - ოჯახების განვითარების, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის და პრევევნციული ღონისძიებების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებების ერთობლიობას. აგრეთვე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების და მსგავსი გაერთიანებების მიმართ დახმარების ღონისძიებებს, სადაც მიმდინარეობს, მხოლოდ სოციალური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებები და მასში გაერთიანებულია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირთა ჯგუფი (სოციალური ჯგუფი).
პროგრამა ითვალისწინებს: ა). ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების/ოჯახების მიმართ რომელთაც: ა.ა.) შექმნილი აქვთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას: ა.ა.ა). განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს; ა.ა.ბ). აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაქვეითება და საჭიროებს სამედიცინო ხარჯების დაფინანსებაზე დახმარებას. ა.ბ.) შექმნილი აქვთ განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობა (ტრაგედია, უბედური შემთხვევა, კატასტროფა და სხვა); ა.გ.) აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, იმ პირების/ოჯახების მიმართ რომლებიც დგანან სიღატაკის რისკის ქვეშ (ენგრევა საცხოვრებელი სახლი, არ აქვს თავშესაფარი და სხვა) და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას. ბ).ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. გ).ფინანსური დახმარება ბენეფიციარს მიეცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ. დამატებითი გაცემა დაიშვება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, რაც არგუმენტირებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის _ გამგეობის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობაში მოცემული გარემოებებით. დ). გასაცემი თანხის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს: დ.ა) “ა.ა.ა” ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში 200 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით); დ.ბ) “ა.ა.ბ.” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაბუთებული სამედიცინო ხარჯების ნაწილობრივი ან მთლიანი დაფინანსებისას არაუმეტეს 1000 ლარს (უნაღდო ანგარიშსწორებით); დ.გ.) “ა.ბ.” და “ა.გ.” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში 1000 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით); ე) ამ პროგრამის “ა” პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარების საკითხებს, თუ კომისიამ დაადგინა, რომ იგი სცილდება გასაცემი თანხის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის ფარგლებს, გამგებლის წინადადების წარდგენის შემდეგ, იხილავს და თანხის ოდენობას განსაზღვრავს საკრებულო. მოსალოდნელი შედეგები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტიმულირება.
პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების/ოჯახების მიმართ რომელთაც შეეძინათ ახალშობილი და არის: ა.ა)სოციალურად დაუცველი ოჯახი–თუ ოჯახი (ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ტექსტში შემდეგ “ბაზაში რეგისტრირებული”) და ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 001-ს; ა.ბ) მრავალშვილიანი (დედისთვის _ მე-3, მე-4 და მეტი) ახალშობილის ოჯახი; ა.გ) ტყუპი (ერთდროულად 2 და მეტი) ახალშობილის ოჯახი; ა.დ) დევნილის სტატუსის მქონე ოჯახი; ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის და სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისად. გ) დახმარება გაიცემა თუ: გ.ა) ახალშობილი დაიბადა მიმდინარე წელს ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში და ახალშობილის ასაკი არ აღემატება 1 წელს. გ.ბ) იგივე ახალშობილისათვის ოჯახს არ მიუღია ფულადი დახმარება წინა წლის განმავლობაში. გ.გ) ახალშობილის მშობელი _ მამა, რეგისტრირებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მამის დაუდგენლობის შემთხვევაში დედა. დ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა (ნაღდი ანგარიშსწორებით) ყოველ ერთ ახალშობილზე არაუმეტეს ერთჯერ: დ.ა) ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახზე _ გასაცემი თანხა 250 ლარი. დ.ბ) მე-3 ახალშობილის ოჯახზე _ 350 ლარი. დ.გ) მე-4 და მეტი ახალშობილის ოჯახზე _ გასაცემი თანხა 450 ლარი. დ.დ) ტყუპი ახალშობილის ოჯახზე _ გასაცემი თანხა თითოეული ახალშობილისათვის 250 ლარი. დ.ე) დევნილის ოჯახზე _ გასაცემი თანხა 250 ლარი. ე) თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთდროულად ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით, მათ შორის მაქსიმალური თანხის უპირატესობით. მოსალოდნელი შედეგები: -მოსახლეობის დემოგრაფიული ფონდის მხარდაჭერა შეფასების ინდიკატორი მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა.
პროგრამა ითვალისწინებს: ა) მატერიალიზებული ფორმით დახმარების (უფასო მედიკამენტების) გაცემას იმ პირების მიმართ, რომელთაც დადგენილი აქვთ დაავადება ეპილეფსია ან/და პარკისონი და ესაჭიროება ამავე დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, სათანადო დოკუმენტაციის და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. გ) დასაფინანსებელი მედიკამენტი განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის (რეცეპტის) საფუძველზე. დ) დახმარება გაიცემა _ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარზე ყოველთვიური საჭიროების მიხედვით, ყოველ ერთ ჯერზე საჭიროებისას არაუმეტეს ორი დასახელების მედიკამენტისა, რომელთა დაფინანსების ღირებულება თითოეული ბენეფიციარისათვის, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს. ე) დახმარების თანხა გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით): ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები: -სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერა და გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება.
პროგრამა ითვალისწინებს: სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებისათვის მატერიალიზებული ფორმით დახმარებას (ექიმის ვიზიტის მომსახურების დაფინანსებას), ჯანმრთელობის მდგომარეობის დათვალიერებას და პრევენციული ზომების შესახებ რეკომენდაციების გაწევას ბენეფიციარების ოჯახებისათვის. ა) ექიმთა ვიზიტი განხორციელდება სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში. ბ) ბენეფიციართა შერჩევას ახდენს კომისია. გ) დახმარების თანხა გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით): ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები: -ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა შეფასების ინდიკატორი ჯანმრთელი თაობა
პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი დახმარების გაცემას სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ხანძარი, ღვარცოფი, ნიაღვარი, ყინვა და სხვა) შედეგად დაზარალებული პირის/ოჯახის მიმართ, რომელთაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ განვითარებული სტიქიის გამო და ამავდროულად ოჯახი განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს. ბ) დახმარება გაიცემა თუ: ბ.ა) სტიქია განვითარდა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ბ.ბ) სტიქიით გამოწვეული ზიანი და ხარისხი დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის (ორგანო, სამსახური, კომისია, სპეციალური ჯგუფი) მიერ. გ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. დ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა (ნაღდი ანგარიშსწორებით) საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ. დამატებითი გაცემა დაიშვება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, რაც არგუმენტირებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის_გამგეობის რწმუნებულის შუამდგომლობაში მოცემული გარემოებებით. ე) გასაცემი თანხის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს. 6. სარიტუალო _ გარდაცვლილთა ოჯახების ფულადი დახმარება პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი დახმარების გაცემას, სარიტუალო ხარჯების უზრუნველსაყოფად _ თუ გარდაცვლილი პირი, გარდაიცვალა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის პერიოდში, გარდაცვალებიდან გასული არ არის 1 წელი და იყო: ა.ა) ბაზაში რეგისტრირებული (გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე მაინც) და მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა იმ დროისათვის არ აღემატება 57 001 ქულას. ა.ბ) დევნილის სტატუსის მქონე. ა.გ) უპატრონო მიცვალებული (უპატრონოდ მიიჩნევა პირი, რომელზეც გარდაცვალების მომენტიდან დაკრძალვამდე მზრუნველობას არ იღებს არავინ და კომისიის მიერ დასაბუთებულია გადაუდებელი აუცილებლობა დაიკრძალოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებით). ბ) ფულადი დახმარება მიეცემა დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ იმ პირს, რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯები და არის: ბ.ა) რეგისტრირებული მონაცემთა ბაზაში გარდაცვლილთან ერთად (ბაზაში ფიქსირდება ოჯახის შემადგენლობაში), ბ.ბ) არის გარდაცვლილის - მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, შვილის მეუღლე, და, ძმა, დიშვილი, ძმიშვილი ან გერი. ბ.გ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. გ) ბენეფიციარი განისაზღვრება _ დახმარების მიღებაზე უფლბამისილი პირის განცხადების/მომართვის შესაბამისად. დ) ფულადი დახმარება გაიცემა(ნაღდი ანგარიშსწორებით) საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ: დ.ა) ბაზაში რეგისტრირებული პირის გარდაცვალებისას _ გასაცემი თანხა 200 ლარი. დ.ბ) დევნილის გარდაცვალებისას_ გასაცემი თანხა 200 ლარი. დ.გ)უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი (უნაღდო ანგარიშსწორებით)_არაუმეტეს 400 ლარი. ე) თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით. სარიტუალო დახმარება გაიცემა ომის მონაწილეების დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა. 8. სადღესასწაულო დახმარება პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი ან/და მატერიალური ფორმით დახმარების გაიცემას პირის/ოჯახის ან/და სოციალური ჯგუფების მიმართ, ღირსშესანიშნავ, ტრადიციულ და ისტორიული თარიღებთან დაკავშირებით სოციალური თანადგომა/მხარდაჭერის მიზნით. ბ) დახმარება გაიცემა როგორც ინდივიდუალურ პირზე ასევე სოციალურ ჯგუფებზე: ბ.ა) დიდი სამამულო ომის მონაწილეები. ბ.ბ) სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულ მეომრთა ოჯახები (მეომრის _ მეუღლე, შვილი, მშობელი). ბ.გ) მრავალშვილიანი ოჯახები (დედისთვის _ 4 და მეტი შვილი 18 წლამდე). ბ.დ) დედ-მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე). ბ.ე) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, (რომლებიც გაერთიანებულია სოციალური ჯგუფად). ბ.ვ) ხანდაზმული მოხუცები (100 და 100 წლის ასაკს გადაშორებული პირები). ბ.ზ) უსინათლო უნარშეზღუდული პირები. ბ.თ) უნარშეზღუდული ბავშვები (18 წლამდე). (რომლებიც გაერთიანებულია სოციალური ჯგუფად) ბ.ი) და სხვა კომისიის მხრიდან შერჩეული პირები და სოციალური ჯგუფები. გ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის ან კომისიის მხრიდან პირის/სოციალური ჯგუფის შერჩევის შესაბამისად. დ) დახმარება გაიცემა (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით): დ.ა) ინდივიდუალურ პირზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. დ.ბ) სოციალური ჯგუფზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10000(ათი ათასი) ლარს. დ.გ) ინდივიდუალურ პირზე ან/და სოციალურ ჯგუფზე მატერიალური ფორმით (საჩუქარები, საკვები პროდუქტები, ღონისძიებათა დაფინანსება და სხვ.) გასაცემი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ერთ ჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთი ათასი) ლარს. მოსალოდნელი შედეგები: სტიქიით დაზარალებული მოსახლობის მხარდაჭერა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის (გარდაცვლილთა ოჯახების) ფინანსური დახმარება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხრიდან კმაყოფილების გამოხატვა. 7. “უფასო სადილი”-თ _ უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს: ა) მატერიალიზებული ფორმით დახმარებას (უფასო სადილი) პირის/ოჯახის მიმართ, რომელიც არის ბაზაში რეგისტრირებული პირი/ოჯახი (ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 001-ს.) და ამავდროულად არის უკიდურესად გაჭირვებული. ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის და შესაბამისი მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. გ) დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ერთ ბენეფიციარზე დღეში ერთჯერ _ უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად). დ) ბენეფიციარისათვის დახმარების მიღების უფლება განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით. ე) დახმარების თანხა გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები: -სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერა და გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება. |
თავი V
მარეგულირებელი ნორმები |
| მუხლი 11 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სამსახურების პერსონალზე პრემირებისა და დანამატების გაცემა განხორციელდეს ბიუჯეტით განსაზღვრული ოდენობებისა და გაწეული ასიგნებების ეკონომიის ხარჯზე შრომის ანაზღაურების ხარჯების მეშვეობით. |
| მუხლი 12 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ,,შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ის გაცემა მოხდეს მუშაკთა კუთვნილი შვებულების გასვლის დროს.
|
| მუხლი 13 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ნუგზარ ქამუშაძეს. |
| მუხლი 14 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები