დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.127.016080 |
|
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილების (სსმ. ვებგვერდი, 25/12/2012 წ. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.127.016078) 1-ლ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 მუხლებში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,, თავი I ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა განისაზღვროს 6843,2 ათასი ლარი. დანართი №1
მუხლი 2 დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის ბალანსი დანართი 2-ის შესაბამისად. დანართი №2
თავი II ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საგასავლო ნაწილი მუხლი 3 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის საგასავლო ნაწილი დანართი 3-ის შესაბამისად. დანართი №3
მუხლი 4 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამული ბიუჯეტის 2013 წლის ხარჯები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით დანართი 4-ის შესაბამისად დანართი №4
თავი III ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის საგასავლო ნაწილის პრიორიტეტები მუხლი 5 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტის საგასავლო ნაწილის პრიორიტეტები დანართი №5, №6, №7, №8 და N9-ის შესაბამისად დანართი №5
დანართი №6
დანართი №7
დანართი №8
დანართი №9
მუხლი 7 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 0500) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარბისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ მოხრეშვა-მოშანდაკება, ნაწილობრივ ასფალტოფენილის გზების დაგება, მარტივი ტიპის წყალსადენების მოწყობა, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია. დანართი №10
საგზაო საავტომობილო ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 0502) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინების მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციას, კერძოდ ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაციას და პირველის სვირის გზის ასფალტოფენილის მოწყობას, ასევე მომავალში დაგეგმილია სხვადასხვა გზების რეაბილიტაცია. ამ პროგრამით დაფინანსებას ექვემდებარება ასევე საპროექტო სამუშაოების მომსახურება. მოსალოდნელი შედეგი: -აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება და იერსახე შეეცვლება ქალაქისა და სოფლის გზებს, გაუმარტივდება მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილება. შეფასების ინდიკატორი: ამ პროექტების განხორციელება დადებითად იქნება შეფასებული მთლიანად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ. ვინაიდან გზების მოწესრიგება აისახება სოციალურ მდგომარეობაზე და ჯანმრთელობაზე. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 0505) აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს (ააიპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა დასუფთავება და ნარჩენების გატანა და გარე ქსელის ბუნკერებისაგან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განთავისუფლება. ნაგავსაყრელი ტერიტორიის მართვის ორგანიზება, სანიაღვრე არხის გაწმენდა და მოვლა-პატრონობის ორგანიზება. ქ. ზესტაფონში არსებული სკვერების გაზონებისა და ბარების მოვლა პატრონობასა და გამწვანების ორგანიზება. ქუჩების გარე განათების ქსელის მოვლა პატრონობის ორგანიზება, ქალაქის ტერიტორიაზე უზედამხედველო პირუტყვისა და უპატრონო შინაური ცხოველების აღკვეთა ორგანიზება. ქალაქ ზესტაფონში არსებული სკვერების და გაზონების მოვლა პატრონობა, და გამწვანების ორგანიზება. სხვადასხვა სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა, წყალდიდობა, ნიაღვარი ღვარცოფი მეწყერი და სხვა.) დროს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გზებისა და მოედნების გაწმენდის ორგანიზება. სერვის ცენტრში დასაქმებულია 144 საშტატო ერთეული. მოსალოდნელი შედეგები: -ქალაქის ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. -მაწანწალა ცხოველების რაოდენობის შემცირება. შეფასების ინდიკატორი: -ქალაქის დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტენსიური მაჩვენებელი; -ქალაქის გარე განათების მომსახურების მაჩვენებელი; -მაწანწალა ცხოველებისაგან დაზარალებულ მაცხოვრებელთა 30%-ით შემცირება. ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 0509) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2-მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვისათვის მასალების შეძენა. მოსალოდნელი შედეგები: 2-მრავალსართულიანი ბინისათვის სახურავის (თუნუქისა და ხის მასალების) შეძენა. შეფასების ინდიკატორი: მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება 2 საცხოვრებელ ბინაში’’. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები