დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 181 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 18/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016164 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2012 - 23/01/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2013 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტი
|
თავი I თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ბალანსი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის შემოსავლები 35 882.4 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის გადასახადები 5 300.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის გრანტები 25 194.3 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3 821.5 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ხარჯები 24 690.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8 810.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10 376.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1 566.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 815.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით (განისაზღვრება 2012 წლის ბოლოს დარჩენილი ნაშთის საფუძველზე). |
მუხლი 12.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-815.0) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტში გათვალისწინებული ვალდებულების დაფარვა შეადგენს 160.0 ათასი ლარს; ბ) მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებში თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიერ გასასტუმრებელი ვალდებულებები შედგენს 655.0 ათას ლარს, კერძოდ: Ø გზების რეაბილიტაცია – 624.4 ათასი ლარი; Ø საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემკრები ურნების შეძენა – 30.6 ათასი ლარი. |
მუხლი 13.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 300.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 500.0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 201.8 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 283.2 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 12.0 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
თავი II თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ქ.რუსთავში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა არსებული ტექნიკური ბაზის განახლება/შეკეთება და საჭირო სამაშველო და სახანძრო აღჭურვილობის შეძენა, მეხანძრე-მაშველთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქ. რუსთავში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
|
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. რუსთავში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ასევე ახალი და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. 2.1.1 გზების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში არსებული შიდა გზებისა და ეზოების რეაბილიტაცია, რაც მოიცავს მთლიან ქალაქს და თითქმის ამოიწურება მოსახლეობაში უგზოობის პრობლემა. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ქ. რუსთავის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 2.2.1 საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაცია და საჭიროების შემთხვევაში ახლის მონტაჟი; ასევე დაგეგმილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. ამხანაგობები მოსახლეობის ჩართულობის პრინციპით განახორციელებენ მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების სახურავებისა და სხვადასხვა კომუნალური პირობების მოწესრიგებას. 2.2.2 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი სანათი წერტილების მოწყობა. 2.2.3 დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გავთალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. დაფინანსდება ახალი ნაგავსაყრელის ადმინისტრაციული ხარჯები, რათა იფუნქციონიროს სრული დატვირთვით, რაც გააუმჯობესებს ქალაქის სანიტარიულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. 2.2.4 ქალაქის საკუთრებაში არსებული აქტივების შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 02 05) ქალაქის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სვადასხვა ობიექტი, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. 2.2.5 მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა (პროგრამული კოდი 03 02 06) რუსთვის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3 ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შადრევნების ექსპლოატაცია, გამწვანებისა და გადაბელვის ღონისძიებები, ქალაქის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობის რეაბილიტაცია, მერიის შენობის წინ მდებარე მოედანზე დეკორატიული სკამების მოწყობა და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 შადრევნების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება არსებული შადრევნების ექსპლოატაცია და მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა. 2.3.2 გამწვანებისა და გადაბელვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული გამწვანების მოვლა-პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. 2.3.3 არასაცხოვრებელი შენობების რემონტი (პროგრამული კოდი 03 03 05) ქალაქის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაა, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა, რა დროსაც არსებული სარემონტო სამუშაოებით ხდება უფრო მეტი დაზიანებებისა და, შესაბამისად, მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თავიდან აცილება. 2.3.4 მერიის შენობის წინ მდებარე მოედნის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოედანზე დამატებით სკამების მონტაჟი ან/და დეკორატიული საყვავილეების დადგმა. 2.3.5 სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 08) ქალაქში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს, ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.4 მუნიციპალური ტრანსპორტის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 03 04) 2013 წელშიც კვლავ აქტუალური რჩება შიდასაქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ავტობუსების მძღოლების ხელფასების მატება, საწვავისა და მარაგი ნაწილების სულ უფრო მზარდი ფასები ასახვას პოულობს მგზავრობის საფასურზე. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული ტარიფის შენარჩუნება შესაბამისი ორგანიზაციის დოტაციის გზით, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა გააჩნია. 2.5 ავტობუსების შეძენა და გადახდის დამაფიქსირებელი აპარატების მონტაჟი (პროგრამული კოდი 03 05) მოქალაქეთა კომფორტულად გადაადგილების მიზნით დაგეგმილია ქალაქში არსებული ავტოპარკის განახლება და რამდენიმე ავტობუსის შეძენა. ასევე ავტოტრანსპორტში დამონტაჟდება გადახდის დამაფიქსირებელი აპარატები. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ინკლუზიური სწავლების დაფინანსება. 3.1 ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 04 01 01) ქალაქ რუსთავში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 5 200 მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 30 ლარს და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის აღმზრდელთა ხელფასებს (2013 წელს მოხდება 30-ით გაზრდა) და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.2 ააიპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“ (პროგრამული კოდი 04 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის 140-მდე ბენეფიციარი. ასევე 2013 წელს მოხდება მომუშავეთა ხელფასების 30-ით გაზრდა. 3.3 ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები. 3.4 ინკლუზიური სწავლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლე უნარშეზღუდული ბავშვების განათლების მიღება პედაგოგის ბინაზე მომსახურებით. |
4.
კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 სპორტული სკოლების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „რუსთავის სპორტული სკოლების გაერთიანების“ დაფინანსებას, რომელიც აერთიანებს 4 სპორტულ სკოლას და 1300-მდე სპორტსმენს; გაერთიანება მოიცავს სპორტის 24 სახეობას და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. 4.1.2 რაგბის კლუბი „რუსთავის ხარები“ (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „რაგბის კლუბის რუსთავის ხარების“ ფინანსურ მხარდაჭერას. 4.1.3 საკალათბურთო კლუბი „რუსთავი 1991“ (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება შპს „საკალათბურთო კლუბი რუსთავი 1991“-ის ფინანსურ მხარდაჭერას. 4.1.4 სპორტის სასახლის მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 07) ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქს შეემატება საუკეთესო სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, სადაც მომზადებას გაივლიან მომავალი თაობები სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მიზნით და ქალაქს ექნება უახლესი, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტის სასახლე. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი წარმოდგენები. 4.2.1 კულტურული ღონისძიებები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება რუსთავქალაქობისა და შობა/ახალი წლის ღონისძიებების მოწყობა. 4.2.2 სახელოვნებო სკოლები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 300-მდე მოსწავლე; 1 სამხატვრო სკოლა,. სადაც სწავლობს 50-მდე მოსწავლე და 1 ხელოვნების სკოლა სადაც, სწავლობს 100 მოსწავლე. 4.2.3 კულტურის სახლები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს: Ø ააიპ „რუსთავის თეატრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ყველა თაობის ნიჭიერ შემოქმედთა ხელშეწყობა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, პოპულარიზაცია, ტრადიციების აღორძინება; გაამძაფროს საზოგადოების ინტერესი თეატრალური ხელოვნებისადმი და მოიზიდოს ყველა თაობის მაყურებელი. Ø ააიპ „კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა, ლიტერატურული და თოჯინური თეატრების აღორძინება, ხალხური რეწვის მივიწყებული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. 4.2.4 მუზეუმი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმის“ დაფინანსებას, რომელიც სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამიანთა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ მასალას; შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მუზეუმი აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პარტიოტული სულისკვეთებით. 4.2.5 ბიბილიოთეკები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს 3 ბიბლიოთეკას, სადაც ხდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. 4.2.6 კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქში ერთ-ერთი დიდი რეკრეაციული ზონის რეაბილიტაცია, რაც შექმნის საუკეთესო დასასვენებელ ადგილს მოსახლეობის ნებისმიერი ასაკისათვის. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „რუსთავის ახლაგაზრდული ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ქალაქის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 4.4 მეუფის რეზიდენციისა და ტაძრების დახმარება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 1.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: Ø არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; Ø დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; Ø ქალაქის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; Ø სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; Ø ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; Ø ქალაქში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით რუსთავის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 1.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 1.2.1 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი (0-დან 150 000-მდე ქულის მქონე) მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 1 700 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 1.2.2 ვეტერანთა, დევნილთა და მარტოხელა სოციალურად დაუცველთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 02, 06 02 03, 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 300 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); ქ. რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. 1.2.3 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე საციალურად დაუცველი ოჯახების სასმელი წყლის გადასახადისაგან გათავისუფლება (8 700-ზე მეტი ბენეფიციარი). 1.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ვეტერანთა, შპს-ების, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომელთა შეღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე საციალურად დაუცველი მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა (11 200-ზე მეტი ბენეფიციარი); ქალაქში მცხოვრები ვეტერანების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა (1 200-ზე მეტი ბენეფიციარი); შპს-ების, სსიპ-ებისა და სხვადასხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათები (2 000-მდე ბენეფიციარი). 1.2.5 ინდივიდუალური დახმარებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს თვეში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახებისა და ე.წ. მინდობით აღმზრდელი ოჯახების კომუნალური გადასახადების დაფარვა, თითოეულ ოჯახზე წელიწადში 500 ლარის ოდენობით; 1.2.6 ქ.რუსთავში უხუცეს დღეგრძელთა (100 და მეტი ასაკის) დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების მატერიალურ დახმარება, თითოეულზე 300 ლარი. 1.2.7 მუნიციპალურ მოხუცთა სახლი (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების თავშესაფრით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. 1.2.8 მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები 0-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და პენსიონერი მოქალაქეების მედიკამენტებით დახმარება. 1.2.9 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0-დან 150 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალური დახმარება, თითოეულ ბავშვზე 20 ლარის ოდენობით (625 ბენეფიციარი). 1.2.10 საბრძოლო ოპერაციებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: Ø 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და 2004 წლის აგვისტოს თვეში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 100 ლარის ოდენობით (7 ბენეფიციარი); Ø საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 50 ლარის ოდენობით (80 ბენეფიციარი). 1.2.11 დიდი სამამულო ომის მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარება – თითოეულზე 100 ლარი და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი დახმარება – თითოეულზე 50 ლარის ოდენობით (292 ბენეფიციარი). |
მუხლი 16.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი III
მარეგულირებელი ნორმები |
| მუხლი 17 |
დაევალოს საფინანსო სამსახურს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გადასახდელების დაფინანსება განახორციელოს ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესაბამისად. |
| მუხლი 18 |
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 82-ე მუხლის თანახმად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2013 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
| მუხლი 19 |
დაევალოთ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და სამსახურების ხელმძღვანელებს ბიუჯეტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში უზრუნველყონ საფინანსო გეგმებისა და ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვების წარდგენა საფინანსო სამსახურში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები