დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.22.038.016135 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/12/2012 - 31/07/2013)
|
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებით დამტკიცებული „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
განისაზღვროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სახელმწიფო სპეციალური წოდების დანამატი ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სასურსათო ულუფის კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
|
| მუხლი 4 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით, ხოლო არასაყაზარმე პირობებში მყოფი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 66 (სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს გადასცეს დამატებითი ფულადი ანაზღაურება.
|
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის №147 ბრძანება.
|
| მუხლი 6 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები |
|
დანართი №2
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის ხელფასის დანამატი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები