„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 270070000.22.038.016391
137
21/08/2014
ვებგვერდი, 21/08/2014
270070000.22.038.016391
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №137

2014 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №177 ბრძანებაში (სსმ, 270070000.22.038.016135, 17/12/2012) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.  ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, პატიმრობის კოდექსის 129 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების,  „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,“.

2.   ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით, ხოლო არასაყაზარმე პირობებში მყოფი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 66 (სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით. სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს გადასცეს დამატებითი ფულადი ანაზღაურება.

3. ბრძანებას მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41.

1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეებზე ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით შეიძლება გაიცეს ხელფასზე ფულადი დანამატი, რომლის ოდენობებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წერილობითი თანხმობით განსაზღვრავს  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფულადი დანამატების გაცემა განხორციელდეს  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი