საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 457
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017133
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
457
07/12/2012
ვებგვერდი, 11/12/2012
010220020.10.003.017133
საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/12/2012 - 27/12/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №457

2012 წლის 7 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1
 „საქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლებისა და საქ­მი­ანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუ­ხ­ლის პირველი პუნქტის შესაბამისად და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის სა­ფუძველზე, შეიქმნას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რე­ს­ურ­სებ­ი­თა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კო­მი­სია (შემ­დ­გომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­­­დი გან­ვითარების მინისტ­რი

 

 

კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს გარემოს დაცვის მი­ნის­ტ­რი

 

 

კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტ­რი

კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუ­ნებ­რივი რესურსების მინისტრი

 

_

 

კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითა­რ­ე­ბ­ისა და ინფრასტრუქტურის მი­ნ­ის­­ტრი

 

 

კომისიის წევრი

სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენ­ტ­ოს უფროსი

 

 

კომისიის წევრი

სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრუ­ლ­ე­ბე­ლი დირექტორი

 

 

კომისიის წევრი

საქართველოს პარლამენტის დარგობრ­ი­ვი ეკონომიკისა და ეკონომიკური პო­ლ­ი­ტიკის კომიტეტის თავმჯდომარე   

 

 

 

 

მოწვეული წევრი.

 

მუხლი 2
კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერ­იო­დ­ულად წარადგინოს ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სა­კითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 3
დამტკიცდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვ­ნელ­ო­ბ­ის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კო­მისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა

და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქო­ნებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ქვეყანაში საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშ­ვ­ნე­­ლობის რესურსებისა და ქონების სარგებლობაში გადაცემასთან და­კავ­ში­რებული სა­კითხების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და დას­კვნების შემუშავების მიზნით, აღნიშნული რესურსებისა და ქონების რა­ცი­ონალურად განკარგვის უზრუნველსაყოფად.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კო­ნს­ტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.


მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფოს მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქო­ნე რესურსის, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერ­ქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შო­რის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და სა­ხელ­მწი­ფო საკუთრებაში არსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნე­ლ­ო­ბის სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების შესწავლა და ან­ა­ლიზი;

ბ) შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე,  შე­ს­აბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება და უფლება­მო­სი­ლი ორგანოებისთვის წარდგენა;

გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება შესაბა­მი­სი ორგანოების მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რე­სურსის ან სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების კანონ­მდე­ბ­ლობით დადგენილი წესით გადახედვის მიზნით.


მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:

ა) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რესურსის ან სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების გამოკვლევისა და შე­ს­წავლის მიზნით შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს ყველა საჭირო ინ­ფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულ­ყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის  მიზნით მოაწყოს სამუშაო შე­ხ­ვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შე­იმ­უშ­ა­ოს დასკვნები და რეკომენდაციები და წარადგინოს განსახილველად საქ­არ­თვ­ელოს მთავრობის სხდომაზე და შესაბამის უწყებებში;

დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდო­მა­ზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინ­ტე­რ­ე­სებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექს­პ­ერ­ტები და სხვა პირები.


მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე 
კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.


მუხლი 5. კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდ­ო­მ­არის გადაწყვეტილებით ან ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფ­უძ­ველ­ზე.

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მი­სი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად – კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ეს­წ­რ­ება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბ­რა­ლო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამ­წყ­ვ­ე­ტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 


მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდე­ბა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.