„საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 დეკემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 დეკემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017548
381
27/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
010220020.10.003.017548
„საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 დეკემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №381

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 დეკემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 დეკემბრის №457 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2012,  010220020.10.003.017133) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კომისიის წევრი

სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი - კომისიის წევრი

სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი - კომისიის წევრი

 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე -  მოწვეული წევრი

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მოწვეული წევრი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - მოწვეული წევრი.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული „საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვ­ნელ­­­ის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კო­მისიის დებულების“ :

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქო­ნებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშ­ვ­ნე­­ლობის რესურსითა და ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით, მათი რაციონალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფოს მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქო­ნე რესურსის, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერ­ქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შო­რის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნე­ლ­ო­ბის სხვა ქონების სარგებლობასთან  დაკავშირებულ ამ დებულებით გათვალისწინებულ ცალკეულ  საკითხთა შესწავლა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, წინადადებათა მომზადება შესაბა­მი­სი ორგანოების მიერ განკარგული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რე­სურსის ან სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის  და მასთან  დაკავშირებული პირობების კანონ­მდე­ბ­ლობით დადგენილი წესით გადახედვის მიზნით;

გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის – სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების), ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისა და საჭიროების შემთხვევაში, გადასახდელი  თანხის თაობაზე;

დ) საჭიროების შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (შესწავლა/მოპოვების) ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას და იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური, წლიური მინიმალური ან/და მაქსიმალური მოცულობის ან ყოველდღიური (დღეღამური) ან სხვაგვარი მოცულობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის საჭიროებას, ან ლიცენზიის მფლობელისთვის წარმოშობს სალიცენზიო პირობით დადგენილი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ან/და მარაგების დამტკიცების ვადებში ცვლილების შეტანის საჭიროებას,  ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებათა განხილვა;

ე) საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და/ან მდინარეთა რეგულირების მიზნით, მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საშენი მასალების სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოპოვებაზე ლიცენზიისგან განთავისუფლების საკითხზე წინადადებათა შემუშავება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში  საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშ­ვ­ნე­­ლობის რესურსის (ქონების) სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნების დადგენის თაობაზე წინადადებათა მომზადება; 

ზ) შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე,  შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებისა და ქო­ნების რაციონალურად გამოყენების მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი