დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016075 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/01/2013 - 25/01/2013)
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადსახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7207,7 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5407,7 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 461,5 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7057,7 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 150.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 150.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 230,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100,0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 117,0 ათასი ლარი. |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 7,0 ათასი ლარი; |
დ)
დევნილთა სოციალური დაცვა 6,0 ათასი ლარი. |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბაგირო გზის დაფინანსება. 2.1.1. საბაგირო გზა (პროგრამული კოდი 03 01 03) ვინაიდან ჭიათურა წარმოადგენს მთაგორიან ადგილს მოსახლეობის გადაადგილებისათვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საბაგირო გზა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შპს „ჭიათურბაგირგზების“ დაფინანსება. ჩატარდება მზიდი ბაგირების ვიზუალური და ინსტრუმენტალურ-დიაგნოსტიკური ექსპერტიზა. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა,განხორციელდება საყრდენი კედლის აღდგენა და საბინაო ამხანაგობების დაფინანსება. 2.2.1.დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 ) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღლსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. სანიაღვრე არხების დაწმენდა, სკვერებისა და გარე განათების მოვლა-შენახვა. დაგეგმილია ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისათვის ლიცენზიის მიღება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს,რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ააიპ „ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ დაფინანსება. 2.2.2 საყრდენი კედლის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ჭიათურის მთა-გორიანი მდებარეობის გამო მოსახლეთა ტერასული დასახლებიდან გამომდინარე საყრდენი კედლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტული ობიექტების შეკავებისათვის. დაგეგმილია ჭიათურაში მდინარე ყვირილას კალაპოტის ნაწილის აღდგენა, საყრდენი კედლის აღდგენა ტოლსტოის, წმინდა გიორგის, აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას და ცხოვრებაძის ქუჩაზე. 2.2.3. მუნიციპალიტეტის ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ლიფტების და ფასადების აღდგენა, ასევე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადამაგრება. 3.0. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა.სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღი რომელიც აერთიანებს 23 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 850-ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 15 ლარს და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება მივლინების, ოფისის, კვების და ტრანსპორტის ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. გაიხსნება 2 საბავშვო ბაღი. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს;რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახელოვნებო, სამუსიკო და სპორტულ სკოლებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება: ა) №27 კომპლექსური სასპორტო სკოლა, ბ) რაგბის სპორტული სკოლა; გ) საფეხბურთო კლუბი „ჭიათურა“; 4.1.1. სპორტული სკოლები (პროგრამის კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგემილია №27 კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსება, რომელიც აერთიანებს ძიუდოს, კრივის, მინი ფეხბურთის, ტაეკვანდოს, მძლეოსნობის,ცურვის, მაგიდის ჩოგბურთის, კალათბურთის, ფარიკაობის, კლასიკური ჭიდაობის, თავისუფალი ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის და ჭადრაკის სპორტულ წრეებს, სადაც გაერთიანებულია 502 სპორტსმენი. საკუთარი შემოსავალი განისაზღვრება აბონომენტებიდან და ბილეთებიდან (საცურაო აუზი) რომლითაც ძირითადად ფინანსდება ოფისის, სამედიცინო და სხვა ხარჯი. მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი, ასევე დაგეგმილია აღნიშნული სკოლის ბაზაზე არსებული სასტუმროს რემონტი. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება რაგბის სპორტული სკოლა, რომელიც აერთიანებს 116 სპორტსმენს. ყველა ხარჯს აფინანსებს მუნიციპალიტეტი. 4.1.2. საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბები (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საფეხბურთო კლუბი ,,ჭიათურა” რომელიც აერთიანებს 23 სპორტსმენს და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატის I ლიგაში. ა(ა)იპ №23 საფეხბურთო სკოლის გაუქმების შემდეგ მას დაეკისრა აგრეთვე საფეხბურთო სკოლის ფუნქცია, სადაც ვარჯიშობს 200-მდე ბავშვი. 4.2 .კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ა) მუნიციპალიტეტის თეატრი; ბ) კულტურულ შემოქმედებითი ცენტრი; გ) №1 სამუსიკო სკოლა, სადაც სწავლობს 328-მდე მოსწავლე; დ) №2 სამუსიკო სკოლა, სადაც სწავლობს 162-მდე მოსწავლე; ე) სამხატვრო სკოლა. სადააც სწავლობს 35-მდე მოსწავლე; ვ)ბიბლიოთეკები 4.2.1. №1 და №2 სამუსიკო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია №1 და №2 სამუსიკო სკოლების დაფინანსება, სადაც მუსიკალურ განათლებას იღებს 328–მდე ბავშვი, აქედან როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები (სულ 207 მოსწავლე) გათავისუფლებულია სწავლის ქირის გადასახადისგან. სწავლის გადასახადი ერთ ბავშვზე შეადგენს 15 ლარს თვეში. საკუთარი სახსრებით ნაწილობრივ ფინანსდება ხელფასი, ოფისის და სხვა ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. დაგეგმილია სამუსიკო სკოლების კაპიტალური რემონტი. 4.2.2 სამხატვრო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამხატვრო სკოლა,სადაც სამხატვრო განათლებას იღებს 35 ბავშვი.შესატანი შეადგენს 10 ლარს. საკუთარი სახსრებით ნაწილობრივ ფინანსდება ხელფასი,ოფისის და სხვა ხარჯები.სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი.დაგეგმილი სამხატვრო სკოლის კაპიტალური რემონტი.
4.2.3 ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ბიბლიოთეკის ქსელი, რომელიც მოიცავს 7 ბიბლიოთეკას. დაგეგმილია ბიბლიოთეკის კაპიტალური რემონტი.
4.2.4. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის შემოქმედებითი ცენტრი რომელიც აერთიანებს სამუსიკო და საცეკვაო წრეებს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მომღერალთა გუნდებს. საკუთარი სახსრებით ფინანსდება ხელფასი და ოფისის ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2.5 თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მთლიანად დაფინანსდება აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების საზაფხულო ბანაკებში მგზავრობის ხარჯები, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიებები, დასვენება და მკურნალობა გამაჯანსაღებელ ბანაკებში, სპორტსმენთა დაჯილდოვება, წარმატებული ახალგაზრდების დაფინანსება, საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, დამსახურებული პედაგოგების დაჯილდოება, ესტრადის მომღერალთა კონცერტის დაფინანსება, საახალწლო ღონისძიებები და ძველი ქართული ხუროთმოძღვრების კატალოგის თანადაფინანსება.
4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება მღვიმევის დედათა მონასტრის მიმდინარე ხარჯები.
5.0. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, აღნიშნულ ფარგლებში დაფინანსდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, კერძოდ: ა) არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; ბ) დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; დ) სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ე) ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; ვ) მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
5.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის“ დაფინანსებას. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დევნილთა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება შემდეგი სოციალური პროგრამები: ა) მძიმე ავამყოფობთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება; ბ) ხანდაზმულთა დახმარება; გ) ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურება; დ) მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება; ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ვ) უმუშევართა სოციალური დაცვა; ზ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; თ) დევნილთა სოციალური დაცვა; ი) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება; კ) ომის ვეტერანთა დახმარება;
5.2.1. ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება. მძიმე ავადმყოფებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 250 ლარს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას ,დახმარება გაეწევათ ერთჯერადად,თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს. მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას დახმარება გაეწევათ ერთჯერადად,თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს.
5.2.2. ხანდაზმულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულთა(100 წელი და ზევით)დახმარება მიეცემათ ერთჯერადად, ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 5.2.3. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ავღანეთის ომის და მეორე მსოფლიო ომის მებრძოლთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. თანხის ოდენობა შეადგენს 250 ლარს.
5.2.4. უფასო სასადილო (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 110 სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა კვებით უზრუნველყოფა, რომლებიც განიცდიან უკიდურეს სიდუხჭირეს.
5.2.5. მოსახლეობის სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაეწევა დევნილებსა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება მიეცემა აგრეთვე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილთა ოჯახებს. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
5.2.6. ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია პირველი და მეორე შვილის დაბადებისას - 100 ლარი, მესამე შვილის დაბადებისას - 150 ლარი,მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას - 200 ლარი. 5.2.7. სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობიდის სოციალური დაცვისათვის. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1500 ლარს და გაიცემა ერთჯერადად.
5.2.8. 9 მაისის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება მიეცემა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ავღანეთის ომის მონაწილეებს, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 50 ლარს. |
მუხლი 16.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები |
|
| მუხლი 17 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №28 დადგენილება. |
| მუხლი 18 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 01 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები