ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 454
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2012
ძალაში შესვლის თარიღი 28/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017130
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
454
28/11/2012
ვებგვერდი, 29/11/2012
280120000.10.003.017130
ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/11/2012 - 15/02/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №454

2012 წლის 28 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 1
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლ­ებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლ­ის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხ­ლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

1. „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური დახმა­რე­ბ­ის გაცემის წესი და პი­რობები“ (დანართი №1).

2. „უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი“  (და­­ნართი №2).

მუხლი 2
 

ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი ღონისძიებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვ­ის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სო­ციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ამ დად­გ­ე­ნილებით დამტკიცებული წესისა და პირობების საფუძველზე, უზრუნ­ვ­ელ­ყოფს შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და/ან მის სისტემაში შე­მა­ვალმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა (სსიპ – შემოსავლების სამ­სა­ხ­უ­რი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური), სა­ქ­არ­თველოს იუსტიციის სამინისტრომ და/ან მის სისტემაში შემავალმა ად­მინისტრაციულმა ორგანომ (სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სა­ა­გ­ენტო ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) და სა­ქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­და­ად­გი­ლ­ე­ბულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქმედითი დახ­მარება გაუწიონ და მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია (მონაცემი) საა­გენტოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების გან­სა­ხორციელებლად.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტრო  საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია ამ დადგე­ნი­ლ­ე­ბის მიზნებისთვის გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების გან­ხორ­ციე­ლებისათვის საჭირო ასიგნების გათვალისწინების მიზნით, სა­ქარ­თველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შე­სა­ბა­მი­სად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მი­ნისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლი­ლებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ც­ი­ა­ლური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარ­გ­ლ­ებ­ში;

ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორ­ცი­ელ­ების შედეგად, დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროების შემ­თხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს შესა­ბა­მ­ი­სი ღონისძიებების გატარება;

გ) საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონ­პრო­ექტში გაითვალისწინოს ამ დადგენილების შესრულებისათვის საჭი­რო ხარჯები.

5. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების შემ­ჭი­დ­როებულ ვადებში უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო საქონლისა და/ან მო­მსახურების შესყიდვა სააგენტომ განახორციელოს „სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვე­პუნქტის შესაბამისად, გა­მარ­­ტივებული შესყიდვის საშუალებით.

6. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფი­ნ­ა­ნ­სება განხორციელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტ­ის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური დახმარებების“ პროგ­რა­­მი­ს­ათვის (პროგრამული კოდი – 35 02 02) გამოყოფილი ასიგ­ნებ­ებ­ი­დან, ხოლო 2013 წელს – სოციალური დახმარებების პროგრამისათვის გათ­­ვალისწინებული შესაბამისი ასიგნებებიდან.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 28 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი №1

ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური

დახმარების გაცემის წესი და პირობები


მუხლი 1
 

1. ეს წესი განსაზღვრავს „კერძო და/ან სახელმწიფო სა­კუ­თრებაში არსებულ ფართობებში უკანონოდ მყოფ პირთა აღრიცხვის მიზ­ნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის №1915 განკარგულების (შემდგომში – განკარ­გ­უ­ლება) საფუძველზე, 2012 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით სსიპ – სო­ცია­ლ­ური მომსახურების სააგენტოს მიერ აღრიცხული ზო­გ­ი­ერთი კა­ტეგორიის  ოჯ­ახისათვის სოციალური დახმარების ოდენობას, სოცია­ლ­უ­რი დახ­მა­რე­ბის გაცემის წესსა და პირობებს და მათთან დაკავ­ში­რ­ებ­ით გა­სა­ტა­რ­ე­ბელ სხვა ღონისძიებებს.

2. ამ წესით გათვალისწინებული სარგებელი გაიცემა სოციალური დახ­მარების სახით და ის არ გაითვალისწინება „სოციალურად და­უ­ც­ვე­ლი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ან რეგის­ტ­რა­ციის მაძიებელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის (შინა­მეურნეობების) შეფასების დროს.

მუხლი 2
 

1. ამ წესის მიზნებისათვის ოჯახს წარმოადგენს განკარგულების სა­ფუძველზე განსაზღვრული და აღრიცხული ოჯახი, თუ:

ა) ოჯახის არც ერთი წევრი არ ცხოვრობს (არ არის რეგის­ტრ­ირ­ე­ბ­უ­ლი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა­ად­გილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექ­ტებ­ში ან დევნილთა იმ კერძო განსახლების ობიექტებში, რომლებსაც დევნ­ი­ლ­თა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი მოეხსნათ „საქართ­ვე­ლოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირ­თა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ი“ და „კ“ ქვე­პუნქტების საფუძველზე (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორი­ე­ბ­ი­დან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტო­ლ­ვ­ი­ლ­თა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით);

ბ) ოჯახის არც ერთ წევრს სახელმწიფოსაგან ან კერძო ინვესტორ­ი­ს­აგან არ მიუღია ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართობის სანაც­ვ­ლოდ, ან ოჯახის არც ერთ წევრს პრივატიზების პირდაპირი მიყიდვის ფო­რ­მით არ აქვს დაკანონებული საცხოვრებელი ფართობი (საქართველ­ოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირ­თა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მო­ნაცემების მიხედვით);

გ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ოჯახის არც ერთ წევრზე არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართობი (ბინა);

დ) ოჯახის ყველა წევრის ერთობლივი შემოსავალი საშუალოდ, თვე­ში, 2012 წლის განმავლობაში, 193 ლარზე ნაკლებია. ერთობლივ შე­მო­ს­ა­ვალში არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შემ­დე­გი სოციალური დახმარებები: საარსებო შემწეობა, მინდობით აღზრ­დ­ის ანაზღაურება, რეინტეგრაციის შემწეობა და დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ოჯახების განსა­ზღ­ვ­რ­ას უზრუნველყოფს სააგენტო, თავის ხელთ არსებული და შესაბამისი ად­მინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის (მონაც­ემე­ბ­­ის) საფუძველზე.

მუხლი 3
 

1. სააგენტოს მიერ ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად და­მუ­შა­ვე­ბ­უ­ლი ოჯახების შესახებ ინფორმაციას განიხილავს უწყებათა­შო­­რისი კო­მ­ი­სია.

2. უწყებათაშორისი კომისია სააგენტოს მიერ წარდგენილი მო­ნა­ცე­მ­ე­ბისა და კომისიის წევრთა მიერ მოპოვებული დამატებითი ინფორმა­ცი­ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვის შედეგად თითოეულ ოჯ­ახ­თან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების სა­ხით ფულადი გასაცემლის გაცემის თაობაზე.

მუხლი 4
 

1. ამ წესის მიზნებისათვის სოციალური დახმარება წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ერთჯერადი, დროებითი ხასიათის ფულად გასაცემელს, რომელიც გაიცემა ოჯახზე უწყებათაშორისი კო­მისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება ოჯახის მიერ სპე­ციალური განცხადების ფორმით სააგენტოში მომართვის შემთ­ხვე­ვა­ში.

3. სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება ყოველთვიუ­რ­ად, ექვსი თვის განმავლობაში. სოციალური დახმარების პირველი გაცემა გან­ხორციელდება უწყებათაშორისი კომისიის მიერ დაკმაყოფილებული ოჯ­ახის წერილობითი განცხადებით სააგენტოში მომართვიდან 10 სამუ­შაო დღის ვადაში.

4. სოციალური დახმარების ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 200 ლარს.

5. უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სო­ციალური დახმარების გაცემის თაობაზე სააგენტოს მხრი­დან დამატებით შესწავლას და/ან გადახედვას არ ექვემდებარება.

6. სააგენტო ვალდებულია, უწყებათაშორისი კომისიის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის მხრიდან წერილობითი მო­მართვის შემთხვევაში, თითოეულ ოჯახზე გასცეს სოციალური და­ხ­მა­რ­ე­ბა.

7. ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის და/ან ოჯახის წევრთა შე­მ­ად­გენლობის ცვლილება გავლენას არ ახდენს სოციალური დახმარების ოდ­ენობაზე და/ან მის გაცემაზე.

8. სააგენტო არ არის უფლებამოსილი დამატებით გადაამოწმოს ოჯ­ახი, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სოციალური დახმარების გაცემა, გარ­და იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდე­ბუ­ლი ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით და­დ­გე­ნ­ილ ვადაში ადგილი აქვს სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის ყვე­ლა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალებას;

ბ) წარმოდგენილია ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის გან­ცხადება სოციალური დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სო­ც­იალური დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში სოციალური დახმარება გან­მეორებით აღარ ინიშნება.

მუხლი 5
1. სოციალური დახმარების გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს კო­მერ­ციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩარი­ცხ­ვ­ით, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ საბანკო დაწესებულებას შო­რის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

2. სოციალური დახმარების გასაცემად სააგენტო უფლებამოსილია გა­მოიყენოს/ისარგებლოს იმ საბანკო დაწესებულების მომსახურებით, რო­მელთანაც უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხვა სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის გაცემის მიზნით.

3. სოციალური დახმარება გაიცემა ოჯახის იმ წევრის სახელზე უკ­ვე არსებულ ანგარიშზე, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მიერ ადმი­ნ­ი­ს­­ტრირებადი სხვა სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის მიმღებს. იმ შე­მ­თხვევაში, თუ ოჯახში სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის მიმღები არ­ის ერთზე მეტი წევრი, სოციალური დახმარება გადაერიცხება საა­გენ­ტ­ოს მიერ პირობითად შერჩეულ ნებისმიერ ასეთ წევრს. ოჯახი უფლება­მო­სილია, მოითხოვოს სოციალური დახმარების გაცემა თავის მიერ გახს­ნ­ილ სხვა ანგარიშზე.

4. თუ ოჯახის არც ერთი წევრი არ წარმოადგენს სააგენტოს მიერ ად­მინისტრირებადი სხვა სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის მიმღებს და არც ოჯახის მხრიდან განხორციელდება საბანკო ანგარიშის წარმო­დ­გ­ე­ნა, სააგენტო ვალდებულია, სოციალური დახმარების ად­მი­ნის­ტრი­რები­სა­თვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, გაუხსნას ან­გა­რი­ში ოჯ­ა­ხ­ის იმ წევრს, რომელიც სოციალური დახმარების დანიშვნის მოთ­ხოვნით გან­ცხადებით მიმართავს სააგენტოს.

5. გაცემული (გადარიცხული) სოციალური დახმარება ეკუთვნის მთლი­ა­ნად ოჯახს და მის მიზნობრივ გამოყენებაზე პასუხისმგებელია მხო­ლოდ ოჯახი. 


დანართი №2

უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი


მუხლი 1
 

ეს წესი ადგენს №1 დანართით განსაზღვრულ ოჯახ­თა­თ­ვის სო­ც­ია­­ლ­უ­რი დახმარების განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომის­ი­ის შექმ­ნ­ი­სა და მისი საქმიანობის პირობებს.

მუხლი 2
 

1. უწყებათაშორისი კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკ­ი­ცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი­ნისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ­ით.

2. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართვე­ლ­ოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სა­ქარ­თველოს ფინანსთა, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­დაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპ­ა­რატის წარმომადგენლები.

3. უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯ­დო­მარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოა­დ­გ­ილე.

4. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კო­მისიის მუშაობას, ნიშნავს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ, ამ­ტკ­ი­ც­ებს სხდომის დღის წესრიგსა და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლი­ლებები და დამატებები.

5. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თავმჯდომარის გა­და­წყვე­ტილებით, კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მო­წვეულ იქნენ სხვა პირებიც.

მუხლი 3
 

1. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობისათვის სააგენტო ვალდე­ბ­ულია კომისიას მიაწოდოს №1 დანართის მე-2 მუხლით გათვალის­წი­ნე­ბ­უ­ლი მონაცემები  და ოჯახ(ებ)ის შესახებ მოპოვებული დამატებითი მა­სა­ლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. უწყებათაშორისი კომისია მიღებულ მასალებზე, ასევე კომისიის წევ­რთა მხრიდან დამატებით მოპოვებულ მასალებზე (ასეთის არსებობის შე­მ­თხვევაში) დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას თითოეული ოჯ­ახ­ი­ს­ათვის სოციალური დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

3. უწყებათაშორისი კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დას­წ­რება სავალდებულოა. კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების დე­ლეგირება დაუშვებელია.

4. იმ შემთხვევაში, თუ უწყებათაშორისი კომისიის წევრი ვერ ეს­წ­რ­ება სხდომას, იგი ვალდებულია გააფრთხილოს კომისიის მდივანი, რო­მ­ე­ლიც, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდის თავმჯდომარეს.

5. უწყებათაშორისი კომისიის წევრი გადაწყვეტილებას იღებს სა­ქარ­თველოს მოქმედი კანონმდებლობის, წარმოდგენილი დოკუმენ­ტ(ებ)­ის სხდომაზე განხილვის საფუძველზე. კო­მი­სიის წევრს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღე­ბი­ს­ას. კომისიის წევრი არ არის ვალდებული დაასაბუთოს საკუთარი პოზი­ცია ოჯახთან დაკავშირებით სოციალური დახმარების დანიშვნის ან დან­ი­შ­ვნაზე უარის თქმის თაობაზე.

6. უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წე­ვ­­რ­თა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კო­ლეგიური წესით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხმათა თანაბარი გა­ყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

მუხლი 4
 

1. უწყებათაშორისი კომისიის სხდომები და მიღებული გადაწყვე­ტ­ი­ლებები კონკრეტული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დან­იშ­ვ­ნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევ­რ­ე­ბი და მდივანი. უწყებათაშორისი კომისიის წევრს უფლება აქვს მოით­ხ­ო­ვოს და მიიღოს კომისიის სხდომის ხელმოწერილი ოქმი.

2. უწყებათაშორისი კომისიის მდივანი ხელმოსაწერად ამზადებს კო­მ­ი­ს­იის სხდომის ოქმს. ხელმოწერილი სხდომის ოქმის დამოწმებული ას­ლ(ებ)ი და კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი მასალე­ბი ეგზავნება (უბრუნდება) შესაბამის სააგენტოს.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ოჯახების ინფორმირებას სოციალური და­ხ­მარების დანიშვნის შესახებ.

მუხლი 5
 

უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექ­ნი­კურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელ­ო­­ბ­ისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.