დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016109 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/11/2012 - 01/04/2015)
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის VI და VII თავების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (თანახმად №1 დანართისა). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ტიპური ფორმა (თანახმად №2 დანართისა). |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს უწყებრივი სანებართვო რეესტრის ტიპური ფორმა (თანახმად №3 დანართისა). |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმა (თანახმად №4 დანართისა). |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმა (თანახმად №5 დანართისა). |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 სექტემბრის №42 დადგენილება. |
| მუხლი 7 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი |
| მუხლი 1 |
აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა (შემდგომში – დადგენილება) და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების (შემდგომში – ბრძანება) საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
1.
პოლიგრაფიული საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით). |
2.
პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ფორმის – მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის ჩაბარების უფლება აქვს საამისო მინდობილობით აღჭურვილ პირს. |
3.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმებს მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოდ დაცულ სათავსში. |
| მუხლი 3 |
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი, დადგენილების შესაბამისად, ავსებს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
2.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა გაიცემა მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერების შემდეგ. |
| მუხლი 4 |
1.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში. |
2.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. |
3.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. |
4.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი სანებართვო მოწმობის ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტებით ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი. |
5.
გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერა შეიძლება: |
ა)
შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; |
ბ)
ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. |
6.
გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით. |
დანართი №2 |
|
საქართველო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მშენებლობის სანებართვო მოწმობა № ------------ |
1.
ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი: _____________________________; |
2.
მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: _____________________; |
3.
ნებართვის მფლობელი (საიდენტიფიკაციო მონაცემები): _____________________________; |
4.
მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი: _________________________________________; |
5.
მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა: ______________________________________; |
6.
მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: ________________________; |
| 7. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი: _____________________ ; |
| 8. მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები:
_________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________
|
9.
შენობა-ნაგებობის კლასი: _____________________________________
|
10.
შენობა–ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები
მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია: |
ა)
აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; |
ბ)
აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დაცვით; |
გ)
აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; |
დ)
აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით; |
ე)
სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ, განსაზღვრული წესით, შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500კვ.მ-ამდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-ამდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა); |
ვ)
უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება; |
ზ)
ახალი მშენებლობისა და შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან ––––––––––––––– ვადაში შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ვარგისად აღიარებისათვის.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
|
11.
მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: __________________
_______________________________________________________________________; |
12.
საექსპერტო ორგანოს დასკვნა (კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში): ___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი _________________________ _________________________________________ ბ. ა. ხელმოწერა სახელი, გვარი დამკვეთი: დამამზადებელი: სფს–ის რეგისტრაციის №. |
დანართი №3
|
უწყებრივი სანებართვო რეესტრი |
|
დანართი №4 |
მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №5 |
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტი № |
ქ. ოზურგეთი ____ ___________ 20__ წელი
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
მშენებლობის სანებართვო მოწმობის შემდგენელი პირი - --------------------------------------
მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -----------------------------
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები