შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ

შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017124
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
448
19/11/2012
ვებგვერდი, 20/11/2012
010220020.10.003.017124
შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/2012 - 07/10/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №448

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოს­ი­ლე­ბისა და საქ­მი­ანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხ­ლის პირველი პუნქტის საფუძველზე და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბა­მი­ს­ად, შეიქმნას შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დია­ლოგის სა­კ­ით­ხთა კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენ­ლ­ობ­ით:

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, კო­მ­ისიის თავმჯდომარე

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­­­დი განვითარების მინისტრი, კო­­მ­ი­ს­­იის თავმჯდომარის მოადგილე

ხათუნა გოგოლაძე

საქართველოს გარემოს დაცვის მინის­ტ­რი

დავით ნარმანია

საქართველოს რეგიონული განვითა­რ­ე­ბისა და ინფრასტრუქტურის მინის­ტ­რი

კახაბერ საკანდელიძე

დასაქმების სახელმწიფო მინისტრი

დავით სერგეენკო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელ­ობ­ი­სა და სოციალური დაცვის მინის­ტ­რი

გია ჟორჟოლიანი

საქართველოს პარლამენტის წევრი (მოწვეული წევრი)

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინის­ტ­რი

ნოდარ ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 

მუხლი 2
კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერ­იო­დ­უ­ლად წარადგინოს ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სა­კითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 3
დამტკიცდეს შრომითი ურთიერთობებისა და სო­ცია­ლ­უ­რი დიალოგის საკითხთა კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



 

შრომითი ურთიერთობებისა და ს ოცია ლური

დიალოგის საკითხთა კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შრომითი ურთიერთობებისა და ს ციალური დიალოგის სა­­­­­ თა   კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს პრე­მი­ერ‑­­მინის­ტ­რ­თან არსებული დროებითი კომისია, რომელიც იქმნება ქვეყანაში ზო­ გი­ ერთ მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის შრომითი ურთიე­ რთ­ ობ­ ებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური სა­ კითხების შესწავლის, შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის ხელშესაწყობად.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.


მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყანაში ზოგიერთ მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლა, აღნიშნული პრობ­ ლემე­ ბის წარმოშობის მიზეზების გამოკვ ევა და შესაბამისი ანალიზი;

ბ) დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით მხარეთა მორიგების ხელშეწყობა და მათ შორის შრომითი ურთიერთობების აღდგენისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

გ) შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე, საბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შ მუშავება და, კომპეტენციის ფარგლებში,  სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.


მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:

ა) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, პრობლემური საკითხების გადაჭ ის მიზნით, მოაწყოს დასაქმებულთა და დამსაქმებ­ ლებთან შ ხვედრა, საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით წარმართოს მათ­ თან დიალოგი, გამოიკვლიოს დასაქმებულთა მიერ შრომითი ვალდებულებების დროებით შ ჩერების მიზეზები;

ბ) საჭიროების შ მთხვევაში, პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომ ეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დამსაქმებლის თანხმობით გაეცნოს და შეისწავლოს შესაბამის დოკუმენტაცია;

გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეი­მუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები მხარეთა მორიგებისა და შრო­ მითი ურთიერთობების აღდგენის მიზნით;

დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების და­ ინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებ­­ ლი ექსპერტები;

ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავში­რე­ბით შექმნას სა­მუ­შაო ჯგუფები.


მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.


მუხლი 5. კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 


მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.