სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017425
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
258
07/10/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
010220020.10.003.017425
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/10/2013 - 15/03/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №258

2013 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანო­ნის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორ­განუ­ლი კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 524 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის (შემდგომში - „სამმხრივი კომისია“) თანდართული დებულება.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობის კანცელარიას, უზრუნველ­ყოს სამმხრივი კომისიის სამდივნოს ჩამოყალიბება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი­ნის­ტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის მხარის წევრების - ამ სახელმწიფო დაწესებულებათა ხელმძღვანელ თანამდე­ბობაზე მყოფი პირების - კანდიდატურების განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმაციის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენა,  ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

4. ეთხოვოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამ­საქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, უზრუნ­ველყონ შიდა კონსულტაციებისა და სხვა კანონიერი პროცედურების შედეგად სამმხრივი კომისიის საკუთარი მხარის კომისიის წევრობის ექვსი კანდიდატურის, მათ შორის, ამ მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის შერჩევა და მისი მეშვეობით ამ კანდიდატურების სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენა, არაუგვიანეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღისა.

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ნოემბრის №448 დადგენილება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი




დანართი

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (შემდგომში – სამ­მხრივი კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდე­ბულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

2. სამმხრივი კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართვე­ლოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებე­ბით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენი­ლებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარ­გუ­ლებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარ­გულებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით, ამ დებუ­ლებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 2. სამმხრივი კომისიის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამმხრივი კომისიის მხარეები არიან საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გა­ერ­თიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები.

2. თითოეულ მხარეს სამმხრივ კომისიაში ჰყავს 6 წევრი, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ამ ორგანი­ზა­ციების წარმომადგენელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში შეყ­ვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯ­დო­მარე.

3. თითოეული დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც სამმხრივი კომისიის მონაწილეა, თავად იღებს გადაწყვეტილებას სამმხრივი კომისიის წევრებად წარსადგენად საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის თაობაზე.

4. სამმხრივი კომისიის წევრებად წარდგენილი უნდა იქნენ მხარეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც, თავის მხრივ, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის დანარჩენ 5-5 წევრს.

5. სამმხრივ კომისიაში საქართველოს მთავრობას სამმხრივი კომი­სიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ ხელმძღვანელ თანამდე­ბობაზე მყოფი პირები შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრო;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტუ­რის სამინისტრო;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

6. სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადაა 1 წელი. სამმხრივი კომისიის ახალი შემადგენლობა განისაზღვრება წინა შემადგ­ე­ნ­ლობის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრუ­ლებისათვის:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესე­ბულებები უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მხარის კომისიის წევრობის კანდიდატების სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენას, არაუგვიანეს სამმხრივი კომისიის შესაბამისი წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე;

ბ) ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამ­საქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები უზრუნ­ველყოფენ შიდა კონსულტაციებისა და სხვა კანონიერი პროცედურების შედეგად სამმხრივი კომისიის საკუთარი მხარის კომისიის წევრობის კანდიდატურების შერჩევას და სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენას ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, არაუგვიანეს სამმხრივი კომისიის შესაბამისი წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე.

8. სამმხრივი კომისიის წევრის (გარდა სამმხრივი კომისიის შესა­ბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა) უფლებამოსილების ნებისმიერი მიზეზით ვადამდელი შეწყვეტის შემთ­ხვევაში სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში სამმხრივი კომისიის წევრობის ახალ კანდიდატს, რომლის შერჩევა ხდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, როგორც წესი, არაუგვიანეს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღისა.

9. სამმხრივი კომისიის მხარის წარმომადგენლობითი უფლებამო­სილების მქონე პირის, როგორც სამმხრივი კომისიის წევრის, უფლებამო­სილების  ნებისმიერი მიზეზით ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი მხარის დაკომპლექტებაში მონაწილე დასაქმებულთა ან დამ­საქ­მებელთა გაერთიანებები მართავენ შიდა კონსულტაციებსა და ახორ­ცი­ე­ლებენ სხვა კანონიერ პროცედურებს სამმხრივი კომისიის წევრობის კანდიდატის - შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსი­ლების მქონე პირის ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით შერჩევისა და ამ პირის მეშვეობით შესაბამისი კანდიდატურის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარსადგენად, როგორც წესი, არა უგვიანეს სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენ­ლობითი უფლებამოსილების მქონე პირის, როგორც სამმხრივი კომისიის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

10. საქართველოს მთავრობის მხრიდან სამმხრივი კომისიის წევრის (გარდა სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისა) უფლებამოსილების შეწყ­ვეტის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება უზრუნ­ველყოფს სამმხრივი კომისიის წევრობის ახალი კანდიდატის წარდგენას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისათვის, კომისიის შესაბამისი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

11. სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის - საქართველოს პრემიერ-მინისტრის - უფლებამოსილების შეწყვეტის ან კანონმდებლობით გათ­ვალისწინებულ ყველა სხვა შემთხვევაში, რომელიც მოითხოვს საქართ­ველოს მთავრობის შემადგენლობის ხელახლა დამტკიცებას, საქართვე­ლოს მთავრობიდან სამმხრივი კომისიის წევრობის ახალი კანდიდა­ტურები სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარედგინება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების მოქმედი კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებიდან არა უგ­ვიანეს ­30 კალენდარული დღისა.

მუხლი 3. სამმხრივი კომისიის საქმიანობის პრინციპები

სამმხრივი კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა;

ბ) სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა;

გ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა;

დ) ინფორმირებულობა;

ე) ვალდებულებათა შესრულება;

ვ) ტრიპარტიზმი;

ზ) კონსენსუსი.

მუხლი 4. სამმხრივი კომისიის ფუნქციები

სამმხრივი კომისიის ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე;

ბ) შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხ­ზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.       

მუხლი 5. სამმხრივი კომისიის უფლებამოსილებები

თავისი ფუნქციების შესასრულებლად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა მიერ დასმული საკითხები;

ბ) კომისიის სხდომაზე მოისმინოს მხარეთა ინფორმაციები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოით­ხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა დაწესებულებე­ბისაგან მის მიერ საკითხების განსახილველად საჭირო მასალები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით და­დ­გენილი წესით, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შესა­მუშავებლად მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესა­ბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. მათი მოწვევის დროს უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი;

ე) შეიმუშაოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს წინადა­დებები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

მუხლი 6. სამმხრივი კომისიის საქმიანობის წესი

1. სამმხრივი კომისია, როგორც წესი, იკრიბება კალენ­დარული წლის განმავლობაში კვარტალში ერთხელ. ამასთან, შესაძლებელია მოწ­ვე­ულ იქნეს რიგგარეშე სხდომა, რის თაო­ბაზეც გადაწყვეტილება მიიღება სამმხრივი კომისიის მხა­რეე­ბის ხმათა 2/3-ით. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, წე­ლი­წადში ერთხელ საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს რიგ­გარეშე სხდო­მა. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა, როგორც წესი, სამმხრივი კომისიის სამდივნოსთვის სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის მიერ მიმართ­ვიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

2. სამმხრივი კომისიის სხდომები წარიმართება სამმხრივი კომი­სი­ის მხარეთა მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად.

3. სამმხრივი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება თითოეული მხარის არანაკლებ სამი წევრისა და დამსწრეთა შორის არიან დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარისა და დასაქმებულთა გაერთიანე­ბების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები. ამასთან, როგორც დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარისა, ისე დასაქ­მე­ბუ­ლთა გაერთიანებების მხარის შემთხვევაში, სამმხრივი კომისიის სხდო­მას უნდა ესწრებოდეს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში შემავა­ლი ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი სამმხრივი კომისიის წევრი მაინც.

4. სამმხრივი კომისიის სხდომაზე ცალკეული საკითხის შესწავლის შუამდგომლობას აყენებს ერთ-ერთი მხარე. სამმხრივი კომისიის მხარეთა 2/3-ის თანხ­მო­ბის შემთხვევაში, სამმხრივი კომისია ვალდებუ­ლია, შე­ის­­წავ­ლოს აღნიშნული საკითხი.

5. სამმხრივ კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითო­ეული მხარის მიერ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მხარის სამ­მხრივი კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ამასთან მხარის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსი­ლების მქონე პირის ხმა.

6. სამმხრივი კომისია შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველ­წლიურ ანგარიშს განსახილველად წარუდგენს საქართ­ველოს მთავრობას.

7. სამმხრივი კომისიის შეხვედრები, როგორც წესი, იმარ­თება საქარ­თველოს მთავრობის კანცელარიაში, რომელიც უზრუნველყოფს სამმ­ხრივი კომისიის ორ­განიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. ამასთან, მხა­რე­თა შე­თან­ხმებით, სამმხრივი კომისიის შეხვედრები შესაძ­ლოა გაი­მარ­თოს სხვა ადგილას, რომელთა ორგანიზაციულ-ტექ­ნიკური უზ­­­რუნ­ველყოფას სამმხრივი კომისიის სამდივნოსთან ერთად ახორციელებს სამ­მხრივი კომისიის ის მხა­­რე, რომლის ინიციატივითაც ხდება სამმხრივი კომისიის სხდომის სხვა ადგილას გამართვა.

8. სამმხრივ კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა. სამდივნოს შემადგენ­ლობა განისაზღვრება პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტით.

9. სამმხრივი კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს სამმხ­რივი კომი­სიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს (შეხვედრების ორ­გა­ნიზებას, ოქმების წარმოებას, ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვე­ვას, სხდომის მასალებით უზრუნ­ველ­ყოფას და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას).

მუხლი 7. სამუშაო ჯგუფები

1. სამმხრივი კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შეს­წავლისა და სხვა შესაბამისი მიზნებით სამმხრივი ­კომისია ქმნის სა­მუშაო ჯგუფს (ჯგუფებს).

2. სამუშაო ჯგუფი იქმნება სამმხრივი კომისიის მხა­რეთა მიერ წარ­დგე­ნილი პირებისაგან პარიტეტულობის პრინ­ცი­პის დაცვით.

3. სამუშაო ჯგუფის წევრთა საქმიანობისას გათვა­ლის­წინებულ უნ­და იქნეს ამ დებულების მე-3 მუხლით დადგენილი პრინციპები.

4. სამუშაო ჯგუფს შეუძლია ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები, სპეციალისტები და დაინ­ტე­რესებული პირები.

5. სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში, ხო­ლო ცალკეულ შემთხვევაში - სამუშაო ჯგუფის შესაბამისი გადაწყვე­ტილება წარედგინება სამ­მხრივ კომისიას.

6. ცალკეულ საკითხებზე კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხ­ვევაში, სამუშაო ჯგუფის მხარეთა პოზიციები წერილობით წარედგინება სამმხრივ კომი­სიას.

7. სამუშაო ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს სამმხრივი კომისიის

ფარგ­ლებში და საქმიანობას წყვეტს დასახული მიზ­ნის მიღწევის­თანავე.

მუხლი 8. სამმხრივი კომისიის სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი

1. სამმხრივი კომისიის სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს სამ­მხრივი კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის ან სხვა გამონაკლის შემ­თხვევაში - სამმხრივი კომისიის საქართველოს მთავრობის მხარის ერთ-ერთი წევრი, როგორც წესი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.

2. სამმხრივი კომისიის სხდომის თავმჯდომარე:

ა) აუწყებს სამმხრივი კომისიის წევრებს სამმხრივი კომისიის სხდო­მის გახსნისა და დახურვის შესახებ;

ბ) უძღვება საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს ამ დებულების მოთხოვნათა დაცვას;

დ) აძლევს სიტყვას სამმხრივი კომისიის წევრებსა და მოწვეულ პი­რებს;

ე) აყენებს კენჭისყრაზე საკითხს და აცხადებს მის შედეგებს;

ვ) ხელს აწერს სამმხრივი კომისიის სხდომის ოქმს და საოქმო გა­დაწყვეტილებებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 9. სამმხრივი კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები

1. სამმხრივი კომისიის წევრობა ნებაყოფლობითია.

2. სამმხრივი კომისიის წევრი კეთილსინდისიერად და ანაზღა­უ­რების გარეშე ეწევა სამმხრივი კომისიის წევრობასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

3. სამმხრივი კომისიის წევრი იღებს ყველა ზომას, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა სამმხრივი კომისიის სხდომებში. ამასთან, სამმხ­რივი კომისიის წევრი არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სამმხრივი კომისიის სხდომებში მონაწილეობის უფლების სხვა პირზე დელეგი­რება.

4. სამმხრივი კომისიის წევრს, გარდა სამმხრივი კომისიის თავმ­ჯდომარისა, შეუძლია მოიხსნას ამ კომისიის წევრობის უფლება­მოსი­ლე­ბა:

ა) სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მი­მართვის გზით, თუ სამმხრივი კომისიის ეს წევრი საქართველოს მთავ­რობის მხარის შემადგენლობაშია;

ბ) სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მიმარ­თვის გზით, თუ კომისიის ეს წევრი არის დამსაქმებელთა გაერთიანებე­ბის ან დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი;

გ) დამსაქმებელთა გაერთიანებების ან დასაქმებულთა გაერთია­ნებე­ბის იმავე მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, რომელი მხარის შემადგენ­ლობაშიც ის არის წარმოდგენილი.

5. სამმხრივი კომისიის წევრი ახორციელებს საქართველოს კანონმ­დებ­ლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

6. სამმხრივი კომისიის წევრი უფლებამოსილია სხდომის მიმდინა­რეობის პროცესში მოითხოვოს სიტყვა, დააყენოს განსახილველი საკით­ხი, მიიღოს მონაწილეობა განხილვებსა და კენჭისყრაში, გაეცნოს სამმხ­რივი კომისიის მიერ განსახილველ საკითხებზე მოძიებული მასალებს (შესაბამის შემთხვევაში, მათი კონფიდენციალობის დაცვით), შეითანხ­მოს და მოაწეროს ხელი სამმხრივი კომისიის სხდომათა ოქმებს და განა­ხორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მო­ვა­ლეობები.      

მუხლი 10. სამმხრივი კომისიის წევრის, კომისიის სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფის წევრების საქმიანობის ანაზღაურება

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრის, კომისიის სამდივნოს და სამუშაო ჯგუფების წევრების მიერ ამ დებულებით გათვა­ლის­წინებული საქმიანობა არ ანაზღაურდება.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.