დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 34 |
დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/10/2012 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 14/08/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320010.35.158.016098 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (24/10/2012 - 26/10/2012)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
1. განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე – 2650 ლარი; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1900 ლარი; გ) საკრებულოს კომისიის თვმჯდომარე –1050 ლარი; დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 1050 ლარი; ე) საკრებულოს აპარატის უფროსი – 1290 ლარი; ვ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – 790 ლარი; ზ) მთავარი სპეციალისტი–560 ლარი; თ) წამყვანი სპეციალისტი – 520 ლარი; 2. განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები: ა) გამგებელი – 2650 ლარი; ბ) გამგებლის მოადგილე – 1500 ლარი; გ) გამგეობის სამსახურის უფროსი – 1290 ლარი; დ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 810 ლარი; ე) გამგებლის თანაშემწე – 790 ლარი; ვ.) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული – 1290 ლარი; ზ) მთავარი სპეციალისტი – 560 ლარი; თ) წამყვანი სპეციალისტი – 520 ლარი; ი) უფროსი სპეციალისტი – 470 ლარი; კ) სპეციალისტი – 400 ლარი. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №9 დადგენილება. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ნოემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები