დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1867 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016240 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/10/2012 - 01/07/2014)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და საქართველოს საზღვაო კოდექსის 791 მუხლის შესაბამისად
ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები”.
|
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომში-წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის (შემდგომ – ჰიდროგრაფიული სამსახური) მიერ გაწეული კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების შესაბამისი პროცესების დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულების ხელშეწყობა. |
2.
წესი განსაზღვრავს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, ვადებს, საფასურის ოდენობებს, მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს. |
მუხლი 2.
წესში გამოყენებული ტერმინთა განმარტებანი |
1.
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: |
ა)
მომსახურება - საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისათვის ისეთი უფლებების მინიჭებასთან როგორიცაა : საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურება, რომლის მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა ჰიდროგრაფიულ სამსახურს დადგენილი საფასური უნდა გადაუხადოს. |
ბ)
საფასური - ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი გადასახდელის განაკვეთი. |
გ)
„ეროვნული გადამზიდავი“ - საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემები. |
2.
ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია ამ დარგის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში. |
მუხლი 3.
ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები |
1.
საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების ღირებულება განისაზღვრება გემის პირობითი მოცულობის გამრავლებით შესაბამისი ჯგუფის გემებისათვის დადგენილ საფასურზე:
გემები ჯგუფდებიან შემდეგნაირად:
შენიშვნა: H,I,J,K,L ჯგუფების გემები თავისუფლდებიან მომსახურების ტარიფების გადახდისაგან. იმ ტანკერებისათვის, რომელთაც გააჩნიათ ორმაგი ფსკერი, ორმაგი ბორტი ან იზოლირებული ბალასტის ტანკები, მათი პირობითი მოცულობა მრავლდება კოეფიციენტზე– 0.85; |
2.
მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია ა.შ.შ. დოლარებში. |
3.
შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ერთჯერადად იმ რეისიდან, რომლითაც გემი გადის ნავსადგურიდან ან ზღვაში განთავსებული ტივტივა ნავმისადგომიდან. |
4.
მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში ინვოისის გამოწერის დღეს არსებული კურსის შესაბამისად. |
5.
თუ სხვა სახელმწიფოსთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ სახელმწიფოს დროშით მცურავი გემებისათვის დადგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისაგან განსხვავებული საფასური, შესაბამისი გემებისათვის მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საფასური. |
6.
მომსახურების საფასური მოცემულია დღგ–ის გარეშე. |
7.
მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო. |
მუხლი 4.
საფასურის გადახდის წესი |
1.
ჰიდროგრაფიული სამსახურის მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესით დადგენილი საფასური, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით. |
2.
საფასურის გადახდა ხორციელდება ინვოისის გამოწერიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. |
3.
უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
4.
საფასური ჩაირიცხება ჰიდროგრაფიული სამსახურის ანგარიშზე. |
მუხლი 5.
გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი |
1.
თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთებს შორის. |
2.
გადახდილი თანხის ნაწილობრივ დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 15 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. |
3.
საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები