დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016327 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/07/2014 - 15/10/2014)
|
საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 16 ივნისის №1-1/939 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები”.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1-1/1867 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომში-წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის (შემდგომ - ჰიდროგრაფიული სამსახური) მიერ გაწეული კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა სახის მომსახურების შესაბამისი პროცესების დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულების ხელშეწყობა. 2. წესი განსაზღვრავს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, ვადებს, საფასურის ოდენობებს, მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს. მუხლი 2. წესში გამოყენებული ტერმინთა განმარტებანი 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) მომსახურება - საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისათვის ისეთი უფლებების მინიჭებასთან, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურება, საზღვაო სანავიგაციო ქაღალდისა და ელექტრონული რუკების გაცემა; ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა; ამინდის პროგნოზის ცნობების გაცემა; ბათიმეტრული მონაცემების შეგროვება, გაცემა; შელფის ბათიმეტრული დასურათება რასტრულ ფაილებში, მათი გაცემა; გეოდეზიური მონაცემების გაცემა; რომლის მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა ჰიდროგრაფიულ სამსახურს დადგენილი საფასური უნდა გადაუხადოს. ბ) საფასური - ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი გადასახდელის განაკვეთი. გ) ”ეროვნული გადამზიდავი” - საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემები. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია ამ დარგის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში. მუხლი 3. ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები 1. მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის ოდენობა: ა) საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურება:
გემები ჯგუფდებიან შემდეგნაირად:
შენიშვნა: H,I,J,K,Lჯგუფების გემები თავისუფლდებიან მომსახურების ტარიფების გადახდისაგან. იმ ტანკერებისათვის, რომელთაც გააჩნიათ ორმაგი ფსკერი, ორმაგი ბორტი ან იზოლირებული ბალასტის ტანკები, მათი პირობითი მოცულობა მრავლდება კოეფიციენტზე 0.85. ბ) საზღვაო სანავიგაციო ქაღალდის რუკების გაცემა:
გ) გასული დღეების (1–10 დღემდე) ზღვის აკვატორიაში ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა:
დ) გასული დღეების (10–30 დღემდე) ზღვის აკვატორიაში ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა:
ე) გასული თვეების (12 თვემდე) ზღვის აკვატორიაში ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა:
ვ) გასული წლების (2009 წლამდე) ზღვის აკვატორიაში ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა:
ზ) სამ დღემდე ზღვის აკვატორიაში ამინდის პროგნოზის გაცემა:
თ) ოთხიდან შვიდ დღემდე ამინდის პროგნოზის გაცემა:
ი) ბათიმეტრული ( მრავალსხივიანი ექოლოტით) მონაცემების შეგროვება ( 3 მეტრიდან 400 მეტრის სიღრმემდე):
კ) ბათიმეტრული ( ერთსხივიანი ექოლოტით) მონაცემების შეგროვება ( 0 დან 900 მეტრის სიღრმემდე), გაცემა:
ლ) შელფის ბათიმეტრული დასურათება რასტრულ ფაილებში (3 მეტრიდან 400 მეტრის სიღრმემდე):
ნ) გეოდეზია:
2. მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია აშშ დოლარებში. 3. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ერთჯერადად იმ რეისიდან, რომლითაც გემი გადის ნავსადგურიდან ან ზღვაში განთავსებული ტივტივა ნავმისადგომიდან. 4. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასური გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში ინვოისის გამოწერის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, ხოლო სხვა სახის მომსახურების საფასური გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშსწორების დღისათვის დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 5. თუ სხვა სახელმწიფოსთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ სახელმწიფოს დროშით მცურავი გემებისათვის დადგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისაგან განსხვავებული საფასური, შესაბამისი გემებისათვის მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საფასური. 6. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასური მოცემულია დღგ–ს გარეშე, ხოლო სხვა სახის მომსახურების საფასური მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. 7. ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ვადები განისაზღვრება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესითა და პირობებით. 8. მომსახურების ვადის ათვლა იწყება მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად, გარდა იმ მომსახურებისა, რომლის გაწევაც უნდა მოხდეს განცხადების რეგისტრაციის დღეს. ასეთ შემთხვევაში ვადის ათვლა დაიწყება განცხადების რეგისტრაციის დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 9. მომსახურების საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“. 10. სახელმწიფო საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპეჩერო სამსახური ( შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე ) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები თავისუფლდებიან მხოლოდ ფაქტობრივი ამინდისა და ამინდის პროგნოზის ცნობების გაცემისთვის დადგენილი საფასურისაგან. მუხლი 4 საფასურის გადახდის წესი 1.ჰიდროგრაფიული სამსახურის მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესით დადგენილი საფასური , ამ წესის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით. 2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“ „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისა, რომელთა გადახდაც ხორციელდება, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მომსახურების გაწევისთანავე, ასევე გარდა საჯარო დაწესებულებისა, რომელიც უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება გემის ნავსადგურიდან ან ტივტივა ნავმისადგომიდან გასვლიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საფასური ჩაირიცხება ჰიდროგრაფიული სამსახურის ანგარიშზე. 6.შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების მიმღები ვალდებულია გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს საბანკო გარანტია. მომსახურების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს ჰიდროგრაფიული სამსახური. საბანკო გარანტია ფორმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5 გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთებს შორის. 2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება თუ: ა) ჰიდროგრაფიული სამსახური კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე წერილობითი ფორმით. 3. გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 15 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. 4. საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები