პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 270070000.22.038.016131
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
147
12/10/2012
ვებგვერდი, 16/10/2012
270070000.22.038.016131
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/10/2012 - 17/12/2012)

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №147

2012 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებით დამტკიცებული „პატიმრობისა  და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
განისაზღვროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
განისაზღვროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სახელმწიფო სპეციალური წოდების დანამატი ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სასურსათო ულუფის კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით, ხოლო არასაყაზარმე პირობებში მყოფი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 66 (სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს გადასცეს დამატებითი ფულადი ანაზღაურება.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 თებერვლის №23 ბრძანება.
მუხლი 6
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 25 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ტუღუში



დანართი №1 
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის თავმჯდომარე

3350

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

2700

სამმართველოს უფროსი

2115

სამმართველოს უფროსის მოადგილე

2000

სამმართველოს უფროსის მოადგილე - ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი

2000

განყოფილების უფროსი

1355

საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი

2000

განყოფილების უფროსი (მთვარი ბუღალტერი)

1900

განყოფილების უფროსი (საწყობის გამგე)

1355

უფროსი ინსპექტორი

1130

ინსპექტორი

1065

მთავარი სპეციალისტი

1040

მთავარი სპეციალისტი (თავმჯდომარის თანაშემწე)

1200

მთავარი სპეციალისტი (უფროსი ბუღალტერი)

1040

წამყვანი სპეციალისტი

950

წამყვანი სპეციალისტი (ბუღალტერი)

950

სპეციალისტი

800

სპეციალისტი (მძღოლი)

700

დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკური მუშაკი)

700

დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი)

500

გარე დაცვის სამმართველო

 

სამმართველოს უფროსი

2115

სამმართველოს უფროსის მოადგილე

2000

განყოფილების უფროსი

1355

განყოფილების უფროსის მოადგილე

1190

ყარაულის ცვლის უფროსი

1065

ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე

845

ასეულის მეთაური

1130

ასეულის მეთაურის მოადგილე

1065

ოცეულის მეთაური

1065

ოცეულის მეთაურის მოადგილე

865

უფროსი ინსპექტორი

1130

ინსპეტორი

1065

ინსპექტორი (საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში)

1065

სპეციალისტი

800

სპეციალისტი (საწყობის გამგე)

800

სპეციალისტი (ბუღალტერი)

800

სპეციალისტი (ექიმი)

800

ყარაული

265

დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკური მუშაკი)

700

საბადრაგო სამმართველო

 

სამმართველოს უფროსი

2115

სამმართველოს უფროსის მოადგილე

2000

განყოფილების უფროსი

1355

განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი)

1355

განყოფილების უფროსი (კანცელარიის უფროსი)

1355

განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი)

1355

გუშაგთა ცვლის უფროსი

1130

გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე

1100

ოცეულის მეთაური

1130

უფროსი ინსპექტორი

1130

ინსპექტორი

1065

ინსპექტორი (მორიგე)

1065

ინსპექტორი (გუშაგი)

1065

უმცროსი ინსპექტორი (მორიგე)

1000

სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო

 

მთავარი სამმართველოს უფროსი

2355

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2235

სამმართველოს უფროსი

2115

სამმართველოს უფროსის მოადგილე

2000

საორგანიზაციო განყოფილების უფროსი

1800

მებრძოლი

1250

უფროსი ინსპექტორი

1130

უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში)

1130

უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში)

1130

უფროსი ინსპექტორი (საბრძოლო მომზადების დარგში)

1130

ინსპექტორი

1065

ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე)

1065

უმცროსი ინსპექტორი

1000

მთავარი სპეციალისტი (საწყობის გამგე)

1040

წამყვანი სპეციალისტი

950

დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი)

500

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები

 

დაწესებულების დირექტორი

2705

დაწესებულების დირექტორის მოადგილე

2540

განყოფილების უფროსი

1355

განყოფილების უფროსი (კანცელარიის უფროსი)

1355

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (რეჟიმის დარგში)

1210

უფროსი ინსპექტორი

1130

უფროსი ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე)

1130

უფროსი ინსპექტორი (კონტროლის ინსპექტორი)

1130

ინსპექტორი

1065

ინსპექტორი (კონტროლიორი)

1065

ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე)

1065

ინსპექტორი (სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის დარგში)

1065

წამყვანი სპეციალისტი (საწყობის გამგე)

950

წამყვანი სპეციალისტი (საზოგადოებრივი კონსულტანტი)

950

სპეციალისტი

800

სპეციალისტი (სასადილოს გამგე)

800

სპეციალისტი (ბუღალტერი)

800

სპეციალისტი (ფსიქოლოგი)

800

სპეციალისტი (არქივარიუსი)

800

სპეციალისტი (ბიბლიოთეკის გამგე)

800

სპეციალისტი (საზოგადოებრივი კონსულტანტი)

800

დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკური მუშაკი)

700

დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი)

500

 



დანართი №2
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის ხელფასის დანამატი

სპეციალური წოდება

დანამატი

გენერალ–მაიორი

100

პოლკოვნიკი

70

ვიცე-პოლკოვნიკი

60

მაიორი

50

კაპიტანი

40

უფროსი ლეიტენანტი

30

ლეიტენანტი

25

უმცროსი ლეიტენანტი

20

ზემდეგი

7

უფროსი სერჟანტი

6

სერჟანტი

5

უმცროსი სერჟანტი

4

რიგითი

3