დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 886 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.05.001.003.427 |
საქართველოს კანონი
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა.“.
2. მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ განმცხადებელი სამი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა, ვერ წარმოადგენს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადს ან/და დოკუმენტებს უხარვეზოდ, განმცხადებელს უბრუნდება უკვე წარმოდგენილი დოკუმენტები.
5. ხარვეზის გამოსასწორებლად ამ კანონით დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით, არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვა იწყება 2009 წლის 1 ივლისიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№886–რს
დოკუმენტის კომენტარები