დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 411 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390130000.10.003.017084 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/10/2012 - 29/09/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №411
2012 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES ) დანართებში შეტანილი სახეობების , მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში (სსმ, 2007 წ. , მუხ. 221 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1 . დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-4 მუხლის:
ა.ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახეობათა ნიმუშ( ებ)ის იმპორტის შემთხვევაში – წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ნიმუშის წარმოშობის წყარო და იმპორტის მიზანი შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან, ხოლო ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში – ასევე ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ;“;
ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ნებართვის გაცემა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში.“;
ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახეობათა ნიმუშების იმპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა ძალაშია გაცემიდან თორმეტი თვის განმავლობაში.“;
გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სანებართვო მოწმობის ფორმა
1. ნებართვას აქვს ინდივიდუალური ნომერი, რომელიც სამინისტროს მიერ გასაცემ ფორმაზე იწყება ციფრით „1“, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემ ფორმაზე − ციფრით „2“.
2. ნებართვა გაიცემა 4 ეგზემპლარად (ორიგინალი და 3 დამოწმებული ასლი), რომელთაგან ერთი ასლი რჩება გამცემ ორგანოში, ხოლო ორიგინალი და ორი ასლი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს საბაჟო გამშვებ პუნქტში წარსადგენად, სადაც საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სახეობათა ნიმუშების ექსპორტისას/რეექსპორტისას ახორციელებს ნებართვის ეგზემპლარების დამოწმებას ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. დამოწმებული ნებართვის ერთი ასლი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო ნებართვის ორიგინალი და ასლი წარედგინება იმპორტის ქვეყნის საბაჟოს.
3. კონვენციის სამდივნოს სამინისტროს მიერ წინასწარ ეგზავნება ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალური ბეჭდის ანაბეჭდი და ნებართვაზე ხელმომწერი პასუხისმგებელი პირების სახელები, გვარები და მათი ხელმოწერის ნიმუშები.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები