„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 390130000.10.003.017085
  • Word
411
29/09/2012
ვებგვერდი, 03/10/2012
390130000.10.003.017085
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნაცვლად გამოქვეყნებულისა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №411

2012 წლის 29 სექტემბერი

 ქ. თბილის

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭ­რო­ბის შესა­ხებ“ კონვენციის (CITES ) დანართებში შეტანილი სახეობების , მა­თი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის , იმპორტის , რეექს­პორ­ტი­სა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობ­ებ­ის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2007 წლის 6 თე­ბერვ­ლის №18 დადგენილებაში (სსმ, 2007 წ. , მუხ­. 221 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1 . დადგენილებით დამ­ტკი­ცებ­უ­ლი დებულების:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახეობათა ნიმუშ( ებ)ის იმპორტის შემთხვევაში – წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ნიმუშის წარმოშობის წყარო და იმპორტის მიზანი შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან, ხოლო ცოცხალი ნი­მუ­შის იმპორტის შემთხვევაში – ასევე ნიმუშის შენახვისა და მოვლის სა­თა­ნადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ;“;

ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ნებართვის გაცემა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სახეობათა ნიმუშების იმპორტისა და ზღვიდან ინ­ტროდუქციის ნებართვა ძალაშია გაცემიდან თორმეტი თვის განმავლობაში.“;

გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10. სანებართვო მოწმობის ფორმა

1. ნებართვას აქვს ინდივიდუალური ნომერი, რომელიც სამინისტროს მიერ გასაცემ ფორმაზე იწყება ციფრით „1“, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემ ფორმაზე − ციფრით „2“.

2. ნებართვა გაიცემა 4 ეგზემპლარად (ორიგინალი და 3 დამოწმებული ასლი), რომელთაგან ერთი ასლი რჩება გამცემ ორგანოში, ხოლო ორიგინალი და ორი ასლი გადაეცემა ნებარ­თვის მაძიებელს საბაჟო გამშვებ პუნქტში წარსად­გენად, სადაც საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სახეობათა ნიმუშების ექსპორტისას/რეექსპორტისას ახორციელებს ნებართვის ეგზემპლარების დამოწმებას ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. დამოწმებული ნებართვის ერთი ასლი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო ნებართვის ორიგინალი და ასლი წარედგინება იმპორტის ქვეყნის საბაჟოს.

3. კონვენციის სამდივნოს სამინისტროს მიერ წინასწარ ეგზავნება ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალური ბეჭდის ანაბეჭდი და ნებარ­თვაზე ხელმომწერი პასუხისმგებელი პირების სახელები, გვარები და მათი ხელმოწერის ნიმუშები.“.

2. დადგენილებით დამ­ტკი­ცებ­უ­ლი 1 და 2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     . მერაბიშვილი

„დანართი №1

AFTER USE THIS DOCUMENT SHOULD BE RETURNED TO A MANAGEMENT AUTHORITY OF THE IMPORTING COUNTRY

გამოყენების შემდეგ ეს დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს

დანართი №2