„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 122/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017029
122/ნ
18/09/2015
ვებგვერდი, 21/09/2015
430210000.22.022.017029
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №122/ნ

2015 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20.09.2012 წ., 430210000.22.022.016459) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული  წესის:

1.    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სწავლა დაიწყეს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლის დაწყების თარიღზე გვიან.“.

2.     მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 მუხლი:

მუხლი 31. მობილობისას განსახორციელებელი პროცედურები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში გათვალისწინებული სპეციალური მოდულის მეშვეობით,  ელექტრონულად ახორციელებენ მოსწავლეთა მობილობას.

2. მობილობის პროცესში მონაწილე მხარეები:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე;

ბ) მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

3. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, მობილობის  შესახებ წერილობით მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის მოსწავლე და მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

4. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის/განცხადების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში  ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას თან ურთავს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  განცხადებას.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ახდენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე  შემოსული ელექტრონული მოთხოვნის დადასტურებას ან უარყოფას.

7. ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, სკოლაб რომლიდანაც გადადის მოსწავლე უზრუნველყოფს მოსწავლის ამორიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის  ბრძანების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო  სისტემაში  განთავსებას/ატვირთვას.

8. მობილობის  ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში,  პროცესი წყდება.

9. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წერილობითი ფორმით აცნობოს დასაბუთებული უარი მოსწავლის მობილობის ფორმით  გადაყვანის თაობაზე.

10. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას და მობილობის პროცესის დასრულებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე