საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/08/2012
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
11
22/08/2012
ვებგვერდი, 23/08/2012
010220020.34.059.016012
საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/08/2012 - 15/09/2012)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №11

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. ბათუმი

საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის, 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი შემდეგი ოდენობით:

 

ოლქის

ოლქის დასახელება

ოლქის ხარჯები

(გადაზიდვის ხარჯები)

1

79

ბათუმი

1500

2

80

ქედა

1750

3

81

ქობულეთი

1500

4

82

შუახევი

1750

5

83

ხელვაჩაური

1500

6

84

ხულო

1750

სულ

9750

 

მუხლი 2. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცემულ იქნეს შესაბამისი აქტი, რომლითაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში მოხდება საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საწვავის ლიმიტის ოდენობის განსაზღვრა შესყიდვის მომენტისათვის ბაზარზე არსებული ფასის გათვალისწინებით.

მუხლი 3 უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის შესაბამისმა სამსახურმა უზრუნველყოს ამ დადგენილების საფუძველზე უსკოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საწვავის შესყიდვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ტალონური სისტემით საოლქო საარჩევნო კომისიებზე გადაცემა.

მუხლი 4 . საოლქო საარჩევნო კომისიებმა უზრუნველყონ მათთვის გადაცემული საწვავის მიზნობრივად გამოყენება და ხარჯვის შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 7 აგვისტოს 6 დადგენილება საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 6 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: . ბათუმი, ზუბალაშვილის . №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 7 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე             ა. მიქელაძე

კომისიის მდივანი                      ქ. ჯიქია