დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016081 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 88-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 31 ივლისის №2 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 02/08/2012 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016003). 2. „უმაღლესი საბჭოს 2012 წლის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 აგვისტოს №3 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 06/08/2012 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016004). 3. „საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 13 აგვისტოს №7 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 15/08/2012 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016008). 4. „2012 წლის 1 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 აგვისტოს №10 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 22/08/2012 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016011). 5. „საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 22 აგვისტოს №11 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 23/08/2012 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016012). 6. „კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 ივნისის №2 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 08/06/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016022). 7. „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 ივნისის №3 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 08/06/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016023). 8. „უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 ივნისის №4 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 08/06/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016024). 9. „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 13 ივნისის №5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 14/06/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016025). 10. „საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 24 აგვისტოს №10 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 24/08/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016030). 11. „საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 24 აგვისტოს №11 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 24/08/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016031). 12. „უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 24 აგვისტოს №12 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 24/08/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016032). 13. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 5 სექტემბრის №13 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 05/09/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016033). 14. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 21 ოქტომბრის №14 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 24/10/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016034). 15. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტურისათვის №80 ქედის, №82 შუახევის და №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 23 ოქტომბრის №15 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 24/10/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016035). 16. „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 11 ნოემბრის №16 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 14/11/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016036). 17. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 16 დეკემბრის №17 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 16/12/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016037). 18. „უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 1 სექტემბრის №5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 02/09/2020 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016060). 19. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 17 სექტემბრის №6 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 18/09/2020 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016061). 20. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 17 სექტემბრის №7 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 18/09/2020 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016062). 21. „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 25 ოქტომბრის №8 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 26/10/2020 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016063). 22. „უმაღლესი საბჭოს 2024 წლის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2024 წლის 21 აგვისტოს №4 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 22/08/2024 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016070). 23. „რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2024 წლის 28 აგვისტოს №5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 29/08/2024 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016071). 24. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2024 წლის 12 სექტემბრის №6 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 13/09/2024 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016072). |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები