დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 27/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016133 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/08/2012 - 31/01/2013)
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №43
2012 წლის 27 ივლისი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
1. ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისათვის დადგენილ იქნეს საფასურის შემდეგი განაკვეთები:
ა) ერთი ან ორი საფლავის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ საფლავზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
ბ) ორზე მეტი საფლავის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ორ საფლავზე ზევით თითოეულ დამატებულ საფლავზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ბათუმის სასაფლაოების“ მიერ ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე გამოყოფილ საფლავზე დაკრძალვის მომსახურების საფასური დადგინდეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა რეგულირდება ქ. ბათუმის საკრებულოს ცალკე სამართლებრივი აქტით.
4. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,ბათუმის სასაფლაოების“ ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები