დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის #43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 31/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016154 |
|
„ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის №43 დადგენილებაში (სსმ, 03.08.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე გამოყოფილ საფლავზე დაკრძალვის, ამოსვენებისა და გადასვენების მომსახურების საფასური დადგინდეს შემდეგი ოდენობით: ა) მცირეწლოვანის ან მიცვალებულის ფერფლის დაკრძალვაზე – 50 (ორმოცდაათი) ლარი; ბ) ამოსვენებაზე – 100 (ასი) ლარი; გ) გადასვენებაზე (ერთი ადგილიდან ამოსვენება და სხვა ადგილზე დაკრძალვა) – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; დ) დაკრძალვის სხვა შემთხვევებზე – 100 (ასი) ლარი.“; |
ბ)
დადგენილებას მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 , 22 და 23 პუნქტები:
„21. გამოყოფილ საფლავზე უკვე დაკრძალულისათვის ნომრის მინიჭებისა და რეგისტრაციაში გატარებისათვის დადგინდეს საფასური 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით. 22. გამოყოფილ საფლავზე დაინტერესებული პირებისათვის ნებაყოფლობითი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევისათვის დადგინდეს საფასური თვეში ერთადგილიან საფლავზე 3 (სამი) ლარი, 2 ან 3-ადგილიან საფლავზე 5 (ხუთი) ლარი, ხოლო 3-ზე მეტ-ადგილიან საფლავზე 10 (ათი) ლარის ოდენობით. 23. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდეს ზემოდან დაკრძალვა (არსებულ საფლავზე განმეორებით დაკრძალვა), თუ გარდაცვლილი არის პირველად დაკრძალულის კანონისმიერი მემკვიდრე (მიუხედავად მემკვიდრეობის რიგითობის). ამ შემთხვევაში კანონისმიერი მემკვიდრეობა დგინდება დაბადების მოწმობის, პირადობის მოწმობის ასლით ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები