დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330010040.35.154.016104 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/08/2012 - 07/08/2012)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართის №1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმირების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №65 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური
მ ი თ ი თ ე ბ ა № ---- თიანეთი შედგენის თარიღი ---------------- დამრღვევის ვინაობა და მისამართი ____________________________________________________ (მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები) სამშენებლო საქმიანობის ობიექტი ______________________________________________________ (მისამართი, საკადასტრო კოდი) დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები: __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________
აღნიშნული გათვალისწინებულია "პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"-ს----------მუხლის ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დარღვევის გამოსწორების ვადა ___ დღე. მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: ___________________________________________ შედგენის თარიღი _________________________________________________________________________ მითითება ჩაბარდა და გაეცნო ___________________________________________________________ (განთავსების ადგილი) თიანეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კეძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად შესრულდა. („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (25-ე მუხლის მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-9 პუნქტი). დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თიანეთის მულიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს - ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ. (25-ე მუხლის მე-10 პუნქტი). „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ - საქართველ;ოს კანონით) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება (დადგენილება) მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი). თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება: სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (25-ე მუხლის მე-15 პუნქტი). თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა (პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (25-ე მუხლის მე-19 პუნქტი). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები