დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330010040.35.154.016427 |
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 124-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართი №1). |
მუხლი 2.
|
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №2).
|
მუხლი 3.
|
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს #30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.154.016105 გამოქვეყნების თარიღი 03/08/2012) და „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს #29 დადგენილება (www.matsne.gov.ge, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.154.016104. გამოქვეყნების თარიღი 03/08/2012). |
მუხლი 4.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
|
მითითება №_____
_______________________ ________/_________/________წ. (შედგენის ადგილი) (შედგენის თარიღი)
დამრღვევის დასახელება: _____________________________________________________________ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი)
სამშენებლო ობიექტი: __________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (დანიშნულება, მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლინდა სამართალდარღვევის შემდეგი ფაქტი: ___________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 124-ე მუხლის საფუძველზე გაიცა მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ; ბ) დარღვევის გამოსწორების შესახებ; გ)სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ; დ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. დარღვევის გამოსწორების ვადა: _____________________________ (_______________) დღე. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: ________________________ _______________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) დამრღვევი: ___________________________________ _______________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) შენიშვნა: ___________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ |
დანართი №2
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
|
შემოწმების აქტი №______
_______________________ ________/_________/________წ. (შედგენის ადგილი) (შედგენის თარიღი) დამრღვევის დასახელება: ___________________________________________________________ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი) სამშენებლო ობიექტი: ___________________________________________________________ _______________________________________________________________________ (დანიშნულება, მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე) დამრღვევს მიეცა №_____ მითითება მასზე, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლინდა სამართალდარღვევის შემდეგი ფაქტი: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________
ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ; ბ) დარღვევის გამოსწორების შესახებ; გ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყნების აკრძალვის შესახებ; დ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ.
ა) მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად შესრულდა.
ა) ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას (მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა); ბ) დარღვევის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას; გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას; დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას; ე) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია; ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას; ზ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის (მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. დარღვეულია: ______________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ (გამოვლენილი დარღვევა)
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: _____________________________ ______________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: ________________________ ______________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) დამრღვევი: ________________________________ ______________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) შენიშვნა: _________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები