დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1591 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.024.016199 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/07/2012 - 26/04/2013)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1591
2012 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 31 ივლისიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. მატკავა
დანართი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასურველია უმაღლესი განათლება საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგში ან მენეჯმენტის მიმართულებით;
გ) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა.
2 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასურველია უმაღლესი განათლება საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგში ან მენეჯმენტის მიმართულებით;
გ) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა.
3 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგში, კომპიუტერული ტექნოლოგიების/სისტემებისა და ქსელების სპეციალობით ან პროგრამირების სპეციალობით;
გ ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა, ხოლო ამ დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად ასევე სამუშაო გამოცდილება, განისაზღვროს სამუშაო აღწერილობების შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები