საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.024.016268
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/99
26/04/2013
ვებგვერდი, 01/05/2013
010320020.22.024.016268
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/05/2013 - 29/10/2015)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/99

2013 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1591 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების (კერძოდ, კომპიუტერული ტერმინოლოგიის) კარგად ცოდნა;
დ) ITIL v3 Foundation ან Microsoft (MCITP) ან VMware (VCP) საერთაშორისო სერტიფიკატი (უპირატესობა მიენიჭება ITIL v3 Foundation საერთაშორისო სერტიფიკატს).
2. ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების (კერძოდ, კომპიუტერული ტერმინოლოგიის) კარგად ცოდნა;
დ) ITIL v3 Foundation ან Microsoft (MCITP) ან VMware (VCP) საერთაშორისო სერტიფიკატი.

მუხლი 2. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველო
1. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ან/და ITIL/Сisco/Microsoft/Vmware/Linux-ის საერთაშორისო სერტიფიკატი;
ბ) სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების (კერძოდ, კომპიუტერული ტერმინოლოგიის) კარგად ცოდნა;
დ) Linux-ის (Сentos/RedHat), Windows-Server-ის (2003 ან 2008/R2) ოპერაციული სისტემების, Vmware-ისა  (Esxi 4/5) და ქსელური ინფრასტრუქტურის ზოგადი ცოდნა.
2. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ოპერაციული სისტემისა და დამატებითი პროგრამების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა;
დ) გარე პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა;
ე) IP ტელეფონების კონფიგურაციის (XML ფაილის მეშვეობით), IP ტელეფონის სერვერის მხარდაჭერის, ამონაწერების მომზადების, მომხმარებლის რეგისტრაციისა და ცვლილების უზრუნველყოფის ცოდნა;  
ვ) Active Directory-ში მომხმარებლის დამატებისა და ჯგუფებში გაწევრიანების ცოდნა;
ზ) მობილურ მოწყობილობებზე მეილ კლიენტის კონფიგურაციისა და ინტერნეტის ჩართვის ცოდნა;
თ) ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების (კერძოდ, კომპიუტერული ტერმინოლოგიის) კარგად ცოდნა.
3. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება; 
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი  გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას სატელეფონო მომსახურების სფეროში);
გ) გარე პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა;
დ) IP ტელეფონის სერვერის მხარდაჭერის, ამონაწერების მომზადების, მომხმარებლის რეგისტრაციისა და ცვლილების უზრუნველყოფის ცოდნა; 
ე) მობილურ მოწყობილობებზე მეილ კლიენტის კონფიგურაციისა და ინტერნეტის ჩართვის ცოდნა;
ვ) Active Directory-ში, Exchange Server-ზე მომხმარებლის დამატებისა და ჯგუფებში გაწევრიანების ცოდნა;
ზ) ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების (კერძოდ, კომპიუტერული ტერმინოლოგიის) კარგად ცოდნა.

მუხლი 3. პროგრამული განვითარების სამმართველო
1. პროგრამული განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება ან საერთაშორისო სერტიფიკატი პროგრამირების მიმართულებით;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი, მათ შორის,  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) OOP PHP, Css, HTML, XML, Javascript, Java EE, Oracle, MySql, MS SQL, T-SQL, Project build Tools : Maven, Software versioning and revision control system : SVN, Web Services ცოდნა;
დ) ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების (კერძოდ, კომპიუტერული ტერმინოლოგიის) კარგად ცოდნა.
2. პროგრამული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) OOP PHP, Css, HTML, XML, Javascript, Java EE, Oracle, MySql, Project build Tools : Maven, Software versioning and revision control system: SVN, Web Services ცოდნა;
დ) ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების (კერძოდ, კომპიუტერული ტერმინოლოგიის) კარგად ცოდნა.
3. პროგრამული განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) OOP PHP, Css, HTML, XML, Javascript, Java EE, Oracle, MySql, Project build Tools : Maven, Software versioning and revision control system : SVN, Web Services;
დ) ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების (კერძოდ, კომპიუტერული ტერმინოლოგიის) კარგად ცოდნა.