„საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 30 სექტემბრის №81/04 რძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 30 სექტემბრის №81/04 რძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 76/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016077
76/04
27/07/2012
ვებგვერდი, 27/07/2012
220090000.18.011.016077
„საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 30 სექტემბრის №81/04 რძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №76/04

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 30 სექტემბრის №81/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 30 სექტემბრის №81/04 ბრძანებით  (სსმ ვებპორტალი, 111003004, 06/10/2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის კურატორი და  სტრუქტურული ერთეულის უფროსი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობაზე), სადაც გამოცხადებულია კონკურსი და პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების თანამშრომელი.

5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.“. 

2.  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება

 1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მისადმი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში  ვაკანსიის არსებობის/ვაკანსიის დამატების საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებას წარუდგენს  მოხსენებით ბარათს, რომელსაც თან ერთვის არსებული/ დასამატებელი თანამდებობის საჭიროების დასაბუთება და  სამუშაოს  აღწერა (დანართი №3). განხილვის შემდეგ აღნიშნულ დოკუმენტაციას პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების  განყოფილება  გადაწყვეტილებისათვის  წარუდგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

   2.    კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების მომზადებას და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების  განყოფილება.

   3.   კონკურსს, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ბანკი აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის “hr.gov.ge”, ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის “nbg.gov.ge” ან/და ვებგვერდის “jobs.ge“-ის საშუალებით. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების დღე.

    4.   შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონა­ცემებს:

     ა) დაწესებულების დასახელება და კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობის დასახელება;

     ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები (განათლება, კვალიფიკაცია და უნარები);

     გ) შესასრულებელი სამუშაო;

    დ) განცხადებებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა;

     ე) კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სამსახურში მიღებისას  წარსადგენი  დოკუმენტების ჩამონათვალი;

      ვ) კონკურსის თემატიკა და ფორმა;

     ზ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი;

     თ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.”.     

     5. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

ა) კანდიდატის განაცხადის ფორმა (დანართი №4);

ბ) კონკურსის შესახებ შეტყობინებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.“ 

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. ტესტირების/გასაუბრების თემატიკას, ფორმებს, პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია.“ 

5.  მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ფასდება ინდივიდუალურად და ივსება კანდიდატის შეფასების ფორმა (დანართი №5).

3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.“ .

6. დანართი №2-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის №3–№5 დანართები. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე