საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ

  • Word
საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 280020000.10.003.016951
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
278
20/07/2012
ვებგვერდი, 23/07/2012
280020000.10.003.016951
საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/07/2012 - 07/09/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №278

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განისაზღვროს საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შემდეგი პირობები:

1. 2012 წლის 1 სექტემბრიდან:

ა) 60-დან 67 წლამდე ქალებისა და 65-დან 67 წლამდე მამაკა­ცე­ბისათვის საპენსიო პაკეტი განისაზღვროს 125 ლარის ოდენობით, რო­მელშიც ფულადი კომპონენტი შეადგენს – 110 ლარს;

ბ) 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის საპენსიო პაკეტი განი­საზღვროს 140 ლარის ოდენობით, რომელშიც ფულადი კომპონენტი შე­ადგენს – 125 ლარს;

გ) საპენსიო პაკეტი მოიცავს „საქართველოს 2012 წლის სახელმ­წიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველ­ყოფი­სა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინან­სე­ბულ ყოველთვიურ ფულად გასაცემლებს, გარდა საყოფაცხოვრებო სუბ­სიდი­ისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევ­ნილთა და ლტოლვილთა შემწეობებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ფარგლებში ფუ­ლადი გასაცემლის გარდა, საპენსიო პაკეტის დარჩენილი წილი წარ­მოადგენს არა­ფულადი კომპონენტის ნაწილს (ჯანმრთელობის დაზღ­ვევა), რომლის პირობებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დად­გენილებით.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ი. მერაბიშვილი