დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 368 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280020000.10.003.017041 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №368
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საპენსიო პაკეტში შემავალი ფულადი და არაფულადი კომპონენტების გადანაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №278 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2012, 280020000.10.003.016951) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საპენსიო პაკეტი მოიცავს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ ყოველთვიურ ფულად გასაცემლებს, გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 2 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები