სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 06/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 270170000.10.003.016907
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
234
05/07/2012
ვებგვერდი, 06/07/2012
270170000.10.003.016907
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2012 - 23/07/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №234

2012 წლის 5 ივ ისი

ქ. თბილისი

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის თანდართული პროგრამა.

  მუხლი 2. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) 2012 წლის 10 ივლისამდე მიაწოდოს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა/აბონენტთა სია.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 10 ივლისამდე მიაწოდოს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელ დევნილთა ოჯახების სია.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარის ფორმის დამტკიცება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო თანხების მოძიება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციას დაამატოს შემდეგი დასახელების პროგრამული კოდი „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 35 02 06);

ბ) „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამისათვის“ საჭირო ასიგნების გათვალისწინების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

გ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

  მუხლი 3. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა:

1. უზრუნველყონ საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა.

2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

  მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 6 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი          ი . მერაბიშვილი

 

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა

1. პროგრამის მიზანია საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინის­ტრის აპარატისათვის სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის ხელშეწყობა.

2. პროგრამის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა.

    მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან სამუშაოს მაძიებელი საქარ­თვე­ლოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც შეესაბა­მებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობებს.

2. სამუშაოს მაძიებლად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელსაც არა აქვს და ეძებს სამუშაოს ან აქვს სამუშაო და მზად არის სხვა სამუშაოს შესასრულებლად.

3. 15-დან 18 წლამდე ასაკის სამუშაოს მაძიებლისათვის სავალდე­ბუ­ლოა მშობლის/მეურვის თანხმობა.

4.  პროგრამის მოსარგებლეები არ არიან:

ა) ის პირები, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პე­რიოდის განმავლობაში;

ბ) სამხედრო პირები (წვევამდელები და სამხედრო პირები), რომ­ლე­ბიც ცხოვრობენ ყაზარმებში;

გ) საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფ­რებ­ში/პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულე­ბებში მყოფი (მცხოვრები) პირები;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები.

    მუხლი 3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები

1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარების ფორმების დაბეჭდვას;

ბ) დაბეჭდილი კითხვარების შევსებას ელექტროენერგიის სააბონენ­ტო ნომრის მისამართზე მცხოვრებ ოჯახებში (მათ შორის, ელექტრო­ენერ­გიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელ დევნილთა ოჯახებში) ადგილზე ვი­ზიტების მეშვეობით;

გ) შევსებულ კითხვარებში არსებული ინფორმაციის გადატანას ელექ­ტრონულ ფორმატში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეო­ბით;

დ) სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას და მასში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობას დაინტერესებული სა­მი­ნის­ტროე­ბი­სათვის/უწყებებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესა­ბა­მი­სად;

ე) სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის მიზნით ტექნიკური, ადმინის­ტრა­ციული და ფინანსური ხასიათის ღონისძიებების გატარებას (მათ შორის, პროგრამის ფარგლებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენ­ტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის მიზნით).

2. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა წარმოებს ნებაყოფლობით, მოქა­ლაქეთა  უშუალო ნების გამოვლენის საფუძველზე, მათი ფაქტობრივი საც­ხოვ­რებელი ადგილის მიხედვით.

3. სამუშაოს მაძიებლად აღრიცხვა უფასოა.

    მუხლი 4. პროგრამის  განხორციელების მექანიზმები და განხორციე­ლე­ბის ვადა

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პროგრამის ფარგ­ლებში საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება გა­მარ­­ტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. პროგრამა ხორციელდება 2012 წლის 9 ივლისიდან 2012 წლის 9 ნო­ემ­ბრამდე.

3. პროგრამა ხორციელდება ეტაპობრივად, ქალაქებისა და/ან შესაბა­მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შერჩევის საფუძ­ველზე, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 5. პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია ამ პროგრამის განხორციელების პრო­ცესთან დაკავშირებით შეიმუშაოს და გამოსცეს შესაბამისი ადმინის­ტრა­ციულ-სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 6. ბიუჯეტი

პროგრამის დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2012 წლის სახელ­მწი­ფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალის­წინებული ასიგნებები.