თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 28/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016127
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
37
28/06/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
010250020.35.132.016127
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/07/2012 - 12/07/2012)

თვითმმართველი ქალაქისბათუმის საკრებულოს

დადგენილება №37

2012 წლის 28 ივნისი

ქ. ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასური შემდეგი საქმიანობების ტიპების მიხედვით:

ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები, ყვავილები – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით;

ბ) ხილ-ბოსტნეული, ბაღჩეული, განთავსებული ვერტიკალურ სტელაჟზე, ნაყინი გამაგრილებელი და გაზიანი სასმელები მაღაზიის წინ – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით;

 გ) კვების პროდუქტები სპეცდანიშნულების საფირმო მოძრავი და/ან ადგილზე განთავსებული საშუალებები – აღნიშნული ტიპის საშუალებების მიერ დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვროს 6 ლარის ოდენობით;

დ) საზკვების ობიექტების წინ საზკვების დანიშნულების საქონელი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით (მაგიდები, სკამები, საჩრდილობელი ქოლგები და ა.შ.) – დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვროს 3 ლარის ოდენობით;

ე) სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნაკეთობები და ამ ტიპის მომსახურების საშუალებები – აღნიშნული ტიპის საშუალებების მიერ დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით.

ვ) გაზიანი, გამაგრილებელი სასმელები, წყლები და ლუდი – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით;

ზ) ჯიხურები – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვროს 10 ლარის ოდენობით;

2. გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ყოველი თვის დასაწყისში, საქმიანობის დაწყებისთანავე. გარე ვაჭრობის ადგილებით სარგებლო-ბისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნ­ქტების შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების საფასურის წინა­სწარ გადახდის შემთხვევაში გადა­ხ­დის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორ­ციე­ლების დღე, ხოლო მისი აქტივა­ცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიო­დის გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ვადის ამოწუ­რვის შემდეგ.

3. გარე ვაჭრობის საფასურის გადახ­და განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით და მიიმართოს ქ. ბათუმის ადგილობრივ ბიუჯეტში.

4. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორციელებს ქ. ბათუმის მერია. გარე ვაჭრობის ნებართვის საფასური ირიცხება შესაბამის სახაზინო კოდზე.

5. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ივლისიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                    გ. კირთაძე