დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016478 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2020 - 30/06/2020)
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასური, თანახმად დანართი 1-ისა. |
| მუხლი 2 |
დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო-სამოქმედო ზონირების ტექსტური ნაწილი, თანახმად დანართი 2-ისა. |
| მუხლი 3 |
დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო-სამოქმედო ზონირების გრაფიკული ნაწილი (რუკა), თანახმად დანართი 3-ისა. |
| მუხლი 4 |
გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ყოველი თვის დასაწყისში, საქმიანობის დაწყებისთანავე. გარე ვაჭრობის ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ. |
| მუხლი 5 |
გარე ვაჭრობის საფასურის გადახდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით და მიიმართოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. საფასურის ამოღებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. |
| მუხლი 6 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო-სამოქმედო ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო-სამოქმედო ზონირების გრაფიკულ ნაწილს. |
| მუხლი 7 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016127). |
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 2
|
| ||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები