დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართგელოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/10/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 27/03/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.001.000.746 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის ურთიერთვალდებულებების არსებული თანაფარდობიდან გამომდინარე, ყველა დონის ბიუჯეტის სტაბილური საშემოსავლო ბაზის ფორმირების მიზნით
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
განისაზღვროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებში მოგების და საშემოსავლო გადასახადიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივები 2000-2003 წლებისათვის თითოეულ გადასახადზე 99 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 2
საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მოგების და საშემოსავლო გადასახადიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივები 2000-2003 წლებისათვის თითოეულ გადასახადზე განისაზღვროს 60 პროცენტის ოდენობით. 2000 წლის 1 ივლისიდან „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ქ. თბილისისათვის ზემოხსენებული გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივები თითოეულ გადასახადზე განისაზღვროს 85 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №478-სსმI,№30,27.07.2000წ.,მუხ.92
მუხლი 3
1. 2000 წლის 1 ივლისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოების მიერ მობილიზებული საბაჟო გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ნორმატივი 2000-2003 წლებისათვის განისაზღვროს 50 პროცენტის ოდენობით.
2. 2000 წლის 1 ივლისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოების მიერ მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადიდან და აქციზიდან 2000-2003 წლების ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივი განისაზღვროს 40 პროცენტის ოდენობით, ხოლო საგადასახადო ორგანოების მიერ მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადიდან – 30 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №478-სსმI,№30,27.07.2000წ.,მუხ.92
მუხლი 4
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 აპრილიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი „სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“.
3. დადგინდეს, რომ ქ. თბილისის ბიუჯეტში მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივები (თითოეულ გადასახადზე 85 პროცენტის ოდენობით) ამოქმედდეს ნორმატივების ცვლილების შედეგად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ქ. თბილისის ბიუჯეტში დამატებითი საგადასახადო შემოსავლებისა და ამ შემოსავლების შესაბამისი ხარჯების (მხარჯველი სუბიექტებისა და ღონისძიებების მიხედვით) გადაცემის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას შორის შეთანხმების საფუძველზე.
4. დაევალოს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმდინარე წლის 5 სექტემბრისათვის საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი პროექტი „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №478-სსმI,№30,27.07.2000წ.,მუხ.92
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
2000 წლის 10 მარტი.
№202–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №478-სსმI,№30,27.07.2000წ.,მუხ.92
2. ძალადაკარგულია-საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №689-სსმI,№50,27.12.2000წ.,მუხ.145
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები