„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 478
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2001
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.001.000.811
  • Word
478
13/07/2000
190.040.000.05.001.000.811
„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ

ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის ურთიერთვალდებულებების არსებული თანაფარდობიდან გამომდინარე ყველა დონის ბიუჯეტის სტაბილური საშემოსავლო ბაზის ფორმირება.

    მუხლი 1

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებში მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივები 2001-2003 წლებისათვის თითოეულ გადასახადზე განისაზღვროს 99 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 2

საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივები 2001-2003 წლებისათვის თითოეულ გადასახადზე განისაზღვროს 85 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოების მიერ მობილიზებული საბაჟო გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ნორმატივი 2001-2003 წლებისათვის განისაზღვროს 50 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოების მიერ მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადიდან და აქციზიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივები 2001-2003 წლებისათვის განისაზღვროს 40 პროცენტის ოდენობით, ხოლო საგადასახადო ორგანოების მიერ მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადიდან – 30 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 5

საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით, 2001 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ხაზით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაზღვრული დამატებული ღირებულების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების საპროგნოზო მოცულობების გადაჭარბებით მიღებული შემოსავალი არ ექვემდებარება განაწილებას ამ კანონის პირველი და მე-4 მუხლებით დადგენილი ნორმატივების მიხედვით და მთლიანად რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის განკარგულებაში.

    მუხლი 6

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 2000 წლის 27 მარტი).

    მუხლი 7

ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 13 დეკემბერი.

№689–რს