დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| 2012 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016894 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/06/2012 - 26/07/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №221
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
2012 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა (პროგრამული კოდი – 35 03 04) და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „2012 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა“.
მუხლი 2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების კვარტალურ განწერაში.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
2012 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო
განათლების პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის კონტექსტში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) სისტემისა და პროფესიული რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდისა და სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და კლინიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის განვითარება.
მუხლი 3. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში მი მწოდებლების მიერ განხორციელდება:
ა) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება;
ბ) სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება;
გ) საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისათვის ადამიანური რესურსის მომზადება.
მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 384 000 (სამას ოთხმოცდაოთხი ათასი ) ლარს , რომელიც ნაწილდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № |
ღონისძიება
| ბიუჯეტი (ლარებ ით) 20 12 წელი |
| 1 | ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტ-კითხვარებისა და სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება | 50 000 |
| 2 | საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისათვის ადამიანური რესურსის მომზადება | 334 000 |
| სულ: | 384 000. | |
მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და პროგრამის განხორციელების მექანიზმები
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6. პროგრამის შედეგები
პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:
ა) დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროცესისა და შეფასების მექანიზმების სრულყოფა;
ბ ) სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის გაუმჯობესება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები