საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ

  • Word
საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016876
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
203
08/06/2012
ვებგვერდი, 12/06/2012
430210000.10.003.016876
საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/06/2012 - 10/10/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 203

2012 წლის 8 ივნისი

. თბილისი

 საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ

 უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. უმაღლესი განათლების განვითარების წინაპირობას წარმოადგენს კვლევითი ტექნოლოგიების დანერგვა და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა კვლევაზე დაყრდნობით . აღნიშნული შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ კვლევითი სექტორის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის განახლებისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების გზით.

მუხლი 1. საქართველოს მთავრობასა და ა(ა)იპ – კვლევის და განვითარების ტექნოლოგიებ , Inc-ს შორის 2012 წლის 4 ივნისს გაფორმებული საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ“ შეთანხმებისა და უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად , საქართველოში კვლევის და უმაღლესი განათლების განვითარების, უმაღლეს განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევის მეთოდების დანერგვის მიზნით:

 1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად.

 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.

 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლებად განისაზღვრონ სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – კვლევის და განვითარების ტექნოლოგიები, Inc (აიდენტიფიკაციო ოდი – 404943736 , იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მარგიანის ქ. 21) .

 4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

6 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური